თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2018, 10:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2530,
კომენტარები: 17
ჯოელ გლეიზერმა მოურინიოს დაურეკა
"იუნაიტედის" მფლობელები ჟოზე მოურინიოს მუშაობით კმაყოფილები არიან.
ჯოელ გლეიზერმა მოურინიოს დაურეკა
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მყარად იკავებს მეორე ადგილს. გარდა ამისა კლუბი ინგლისის ასოციაციის თასი ფინალში არის გასული და 19 მაისს "ჩელსის" სტადიონ "უემბლიზე" დაუპირისპირდებიან. როგოც ჩანს კლუბის მფლობელი ერთ - ერთი გლეიზერი აღნიშნული თასის ფინალში გასვლამ გაახარა და ჟოზე მოურინიოსთან სამადლობელი სატელეფონო საუბარიც შედგა.

ჯოელ გლეიზერმა პორტუგალიელს დაურეკა ასოციაციის თასის ფინალში გასვლა მიულოცა და უთხრა, რომ ის კლუბში ძალიან კარგ საქმიანობას ეწევა და როგორც "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი მისით კმაყოფილია.

მოურინიოს განცხადებით, კლუბს გამარჯვებულის მენტალიტეტი დაკარგული ჰქონდა, ამ ეტაპზე კლუბი ამას იბრუნებს.

როგორც ჩანს გუნდის ბოსები პორტუგალიელის მუშაობით და კლუბის პროგრესით კმაყოფილნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჟოზეს თაოსნობით "იუნაიტედი" მეორე სეზონია პრემიერ ლიგას ვერ იგებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ესპანურ "სევილიასთან" სენსაციურად მერვედფინალურ ეტაპზე დამარცხდა.


წყარო: Thesun
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2018 10:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე ამათ როგორც კომერციული მოგება და ბიზნესი აინტერესებთ, ისე საფეხბურთო კუთხით რო აინტერესებდეთ კლუბი გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა.
0
№2
ავტორი: ikeoni
27 აპრილი 2018 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Semcvlels ver vxedav da eqsperimentebis dro gaviaret 3 wlis ukan
0
№3
ავტორი: PaLoMo
27 აპრილი 2018 10:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Paul18
გვეკაიფებიან ესენიც :( მგონი ეს გლეიზერი სრულ თამაშს არ უყურებს და მხოლოდ გოლებს უყურებს :))
ფლაშქორეზე ხო? :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Paulscholes1
27 აპრილი 2018 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Ra tqma unda gvekaifebian,imat meore adgilic akmayofilebt rom ligaze gasvlit milionebi ishovon da sul kidiat gulshematkivrebis azri. Aba am zaris mere chmourinio sul gablatavdeba da 1000 ***obas mojvavs isev
0
№5
ავტორი: dzia_David
27 აპრილი 2018 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ცენზურაზე არ კიდიაათ რაა ჩემსავით მანჩესტერის თამაშისას 3.20 იან ნისიაზე აღებულ სიგარეტს ეწევიან ღერი ღერზე ნერვიულობისგან თუ სამსახურში დილით მიმავალზე, ლივერპულის ფანი, მეზობელი ნიკო ხვდებათ და ცენზურა ხუმრობებით ტვინი ე*****ებათ :D დდდ
0
№6
ავტორი: Svanchester
27 აპრილი 2018 12:48
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
იუნაიტედის დიდებული ერა ერთ ადამიანმა შექმნა და ეს ადამიანი ფერგიუსონი იყო. ამათ ბიზნესი და კომერციული მოგება ადარდებთ მეტი არაფერი. ფერგიუსონის თამაშებს შეჩვეული როგორ უნდა დაურეკო მოურინიოს და უთხრა კმაყოფილი ვარ შენი თამაშებითო. თუმცა კვლავ პოზიტიური ვიქნები და მომავლის იმედს დავიტოვებ. დავიტოვებ იმედს რომ მოურინიო კედელ დაცვას ჩამოაყალიბებს და ვითამაშებთ უბურთო ფეხბურთს მომავალ სეზონშიც. იმედია ტიტულებს მაინც მოგვიტანს ეს.
0
№7
ავტორი: kobinio
27 აპრილი 2018 13:21
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ერთი რამ არ გესმით ზოგიერთს რომ დტეს ფეხბურთი ბიზნესია და მერე სპორტი.
მაურინიომ მათი დავალება ზედმიწევნით შეასრულა ეს ჩვენ არ მოგვწონს მაგრამ გლეიზერების კაპიტალი დარწმუნებული ვარ ერთი ორად გაიზარდა.ყველა დიდი კუში დაუსვა მაურინიომ.
კაი ტრანსფერებიც სავარაუდოდ იქნება.
ასეა ძმაო განსაკუთრებული ამიტომაა რომ ბოსების დავალებას ზედმიწევნით ასრულებს.ლიგას ეს ვერ მოუგებსა და სამაგიეროდ კაი კუში დაუდო და კიდე დადებს სეზონის ბოლომდე ერთ კაი კუშს.ესაა სამწუხაროდ 21 საუკუნის ფეხბურთი
0
№8
ავტორი: Svanchester
27 აპრილი 2018 13:26
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: kobinio
ერთი რამ არ გესმით ზოგიერთს რომ დტეს ფეხბურთი ბიზნესია და მერე სპორტი.
მაურინიომ მათი დავალება ზედმიწევნით შეასრულა ეს ჩვენ არ მოგვწონს მაგრამ გლეიზერების კაპიტალი დარწმუნებული ვარ ერთი ორად გაიზარდა.ყველა დიდი კუში დაუსვა მაურინიომ.
კაი ტრანსფერებიც სავარაუდოდ იქნება.
ასეა ძმაო განსაკუთრებული ამიტომაა რომ ბოსების დავალებას ზედმიწევნით ასრულებს.ლიგას ეს ვერ მოუგებსა და სამაგიეროდ კაი კუში დაუდო და კიდე დადებს სეზონის ბოლომდე ერთ კაი კუშს.ესაა სამწუხაროდ 21 საუკუნის ფეხბურთი

აბსოლიტურად გეთანხმები მუხბე. ამათ გულშემატკივარი და ფეზბურთის სტილი სულ კიდიათ. მოურინიომ გეგმა შეუსრულა.
0
№9
ავტორი: Vikings
27 აპრილი 2018 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
კომერციული თვალსაზრისით მოურინიომ სრული გეგმა შეუსრულა მაგათ.
0
№10
ავტორი: Lalana
27 აპრილი 2018 14:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მწერლებს თხოვნით მინდა მივმართო,თუ შეგიძლიათ გააკეთეთ ერთი სტატია რამოდენიმე მწვრთნელზე რომელმაც გსურთ შეცვალოს მოურინიო,ოღონდ თან მათი დახასიათებაც რომ იქნეს დართული.მგონი არ იქნება ურიგო და ასევე კარგი განსახილველიც იქნება.
რაც შეეხება ამ კონკრეტულს,როგორ უნდა აკმაყოფილებდეს და უხაროდეს მანჩესტერის ხელმძღვანელობას მხოლოდ ფა ქაფის ფინალში გასვლა და ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავება,თან როდესაც სევილიასთან ასე გამოვარდით.არ ვიცი მქონდეს თუ არა მომავალი წლის იმედი,მაგრამ სხვა რა დამრჩენია,ერთი წელიც მოგვიწევს ამ კაცის ატანა და იმედი მაქვს მომავალ წელს მაინც დაიდება ის შედეგი რაც მანჩესტერ იუნაიტედს უნდა ჰქონდეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top