თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2018, 21:01
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2118,
კომენტარები: 17
ბელამი: "იუნაიტედს" მოურინიო არ სჭირდება"
კრეიგ ბელამიმ მოურინიოს სტილი "იუნაიტედისთვის" მიუღებლად მიიჩნია.
ბელამი:
წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კრეიგ ბელამი, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედს" და მის ამჟამინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შეეხო და განაცხადა, რომ პორტუგალიელის ფეხბურთი "იუნაიტედს" არ უხდება.

ექს - "ლივერპულელის" აზრით მოურინიოს ფილოსოფიური ხედვა "წითელი ეშმაკების" ფილოსოფიური ხედვისგან განსხვავდება. საქმე ეხება სათამაშო სტილს რომლითაც ჟოზე "ოლდ ტრაფორდელებს" ათამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიო მოიწვია იმისთვის, რომ კლუბს ტიტულები მოეგო. მთავარი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა, რომლის შესრულებაც მათ ჯერ ვერ შეძლეს.

მოურინიო შესანიშნავი სპეციალისტია, თუმცა ჩემი აზრით ის "მანჩესტერ იუნაიტედს" არ სჭირდება. მისი ფეხბურთი კლუბის ფილოსოფიის საპირისპიროა".
- იუწყება Sky Sports - ბელამის სიტყვებს.


ეთანხმებით ბელამის?

დიახ
არა

ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: VALERI.s
26 აპრილი 2018 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
აბა რააა! მანჩესტერს სჭირდება ადამიანი ვინც მეორე ადგილით კმაყოფილი არ იქნება. ვინც ჩმორივით დაცვაში არ დადგება და ფეხბურთელებისგან მაქსიმუმ შედეგს მიიღებს. მოტივაციას მისცემს და მოედანზე საომრად გამოიყვანს. ეს რა დღეში ვართ!
0
№2
ავტორი: w.rooney100
26 აპრილი 2018 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
რეალურად თუ შევხედავთ დღესდღეობით მოურინიოზე კარგი მწვრთნელის მოყვანის შანსი არარის. არიან ცუციკი მწვრთნელებიც მარტო აწყობილ გუნდებში რო მიდიან მაგალითად გვარდიოლა და სხვები. რატო არ მოვიდა ფერგიუსონის მერე იმიტო რო იცოდა გუნდს ჩავარდნა ექნებოდა და ვერაფერს გააკეთებდა. მოურინიო ჯერ მარტო მაგიტომაც არის დასაფასებელი რო განადგურებულ გუნდში მოვიდა და რაგაცას დაამსგავსა, წინა წლებთან შედარებით ნაღდად დიდია პროგრესი და გუნდს აშკარად ეტყობა განვითარება, თუ რამდენიმე მართლა ჩაგდებულ და ისეთ თამაშს არ ჩავთვლით სადაც არცერთ ვარიანტში არ უნდა დამარცხებულიყო გუნდი. შემდეგ წელს იმედია სულ სხვა ვითარება იქნება და დადებს გუნდი იმ შედეგებს რასაც ამდენი ხანია ველოდებით( პირველ რიგში პრემიერ ლიგის მოგება), მე პირადად მჯერა მოურინიოსი და იმედი მაქვს რო გუნდს აიყვანს იმ დონეზე როგორ დონეზეც იუნაიტედს შეეფერება. ბოლო ბოლო ისეთი გუნდი მაინც აღარ ვართ რო ოლდ ტრაფორდზე სუონსი და ეგეთი ფარჩაკი გუნდები მოსაგებად ჩამოვიდნენ ეს მაინც შეცვალა სხვა თუ არაფერი.
0
№3
ავტორი: BaChOo
26 აპრილი 2018 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
ჰმ, ნუთუ ლივერპულელს ჩვენი ბედი აღელვებს :დ სწორს ამბობს მარა თავის ლივერპულს მიხედოს
0
№4
ავტორი: Vikings
26 აპრილი 2018 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
ციტატა: w.rooney100
რეალურად თუ შევხედავთ დღესდღეობით მოურინიოზე კარგი მწვრთნელის მოყვანის შანსი არარის. არიან ცუციკი მწვრთნელებიც მარტო აწყობილ გუნდებში რო მიდიან მაგალითად გვარდიოლა და სხვები. რატო არ მოვიდა ფერგიუსონის მერე იმიტო რო იცოდა გუნდს ჩავარდნა ექნებოდა და ვერაფერს გააკეთებდა. მოურინიო ჯერ მარტო მაგიტომაც არის დასაფასებელი რო განადგურებულ გუნდში მოვიდა და რაგაცას დაამსგავსა, წინა წლებთან შედარებით ნაღდად დიდია პროგრესი და გუნდს აშკარად ეტყობა განვითარება, თუ რამდენიმე მართლა ჩაგდებულ და ისეთ თამაშს არ ჩავთვლით სადაც არცერთ ვარიანტში არ უნდა დამარცხებულიყო გუნდი. შემდეგ წელს იმედია სულ სხვა ვითარება იქნება და დადებს გუნდი იმ შედეგებს რასაც ამდენი ხანია ველოდებით( პირველ რიგში პრემიერ ლიგის მოგება), მე პირადად მჯერა მოურინიოსი და იმედი მაქვს რო გუნდს აიყვანს იმ დონეზე როგორ დონეზეც იუნაიტედს შეეფერება. ბოლო ბოლო ისეთი გუნდი მაინც აღარ ვართ რო ოლდ ტრაფორდზე სუონსი და ეგეთი ფარჩაკი გუნდები მოსაგებად ჩამოვიდნენ ეს მაინც შეცვალა სხვა თუ არაფერი.

პროგრესი დე ხეას კარგი თამაშია მეტი არაფერი. გუარდიოლა აშენებულ გუნდში მივიდაო რო ვიძახით, აშენებულში რაა პრემიერ ლიგა ქონდა მოგებული თუ ანგრევდა ყველას ინგლისში თუ რას ეძახით აშენებულ კლუბში მივიდაო? გვარდიოლა მივიდა იქ შეიხების გამო, იმიტომ რომ ვისაც თითს დაადებდა ნებისმიერს მოუყვანდნენ ფიქრობდა, და არა იმიტო რო აწყობილი იყო კლუბი. მიკვირს აშენებულ კლუბს რო არქმევთ სიტის. მოვიდა იმ წელს გვარდიოლა ვერაფერი მოიგო, გააკეთა ტრანსფერები ითამაშა ფეხბურთი რასაც ქვია და მარტივად დადო პრემიერ ლიგა. ისე ნუ საუბრობთ თითქოს სუონსი ვყოფილიყავით და ჟოზემ აგვაშენა. დასცლოდა მოიესს ერთი სეზონი კიდე არავინ იცის რას იზამდა. იბრას დიდი პატივისცემის მიუხედავად გუნდში ასაკოვანი მომავალზე არგათვლილი ფეხბურთელი რომ მოგყავს ეს აშენებაა? ან ეხლა სანჩესის გამო ტალანტ მარსიალს რო ყიდი? ეს არ არი აშენება ეს არი დღესმეხვალიე გუნდის შეკვრა, მატიჩი ასაკშია, ვალენსია ასაკშია, სანჩესი ასაკშია, სადაა მომავალი? რეშფორდი სკამზე ზის. მარსიალი მიდის. ეს არაა მომავალი.

ციტატა: BaChOo
ჰმ, ნუთუ ლივერპულელს ჩვენი ბედი აღელვებს :დ სწორს ამბობს მარა თავის ლივერპულს მიხედოს

ლივერპულელი რო ხვდება რო იუნაიტედის მწვრთნელი არაა იუნაიტედის ფილოსოფიის შესაფერისი იქ გვაქ დარხეული.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 აპრილი 2018 23:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არც პირველია ბელამი და არც უკანასკნელი ვინც ამას ამბობს
0
№6
ავტორი: kobinio
27 აპრილი 2018 00:02
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Vikings
ციტატა: w.rooney100
რეალურად თუ შევხედავთ დღესდღეობით მოურინიოზე კარგი მწვრთნელის მოყვანის შანსი არარის. არიან ცუციკი მწვრთნელებიც მარტო აწყობილ გუნდებში რო მიდიან მაგალითად გვარდიოლა და სხვები. რატო არ მოვიდა ფერგიუსონის მერე იმიტო რო იცოდა გუნდს ჩავარდნა ექნებოდა და ვერაფერს გააკეთებდა. მოურინიო ჯერ მარტო მაგიტომაც არის დასაფასებელი რო განადგურებულ გუნდში მოვიდა და რაგაცას დაამსგავსა, წინა წლებთან შედარებით ნაღდად დიდია პროგრესი და გუნდს აშკარად ეტყობა განვითარება, თუ რამდენიმე მართლა ჩაგდებულ და ისეთ თამაშს არ ჩავთვლით სადაც არცერთ ვარიანტში არ უნდა დამარცხებულიყო გუნდი. შემდეგ წელს იმედია სულ სხვა ვითარება იქნება და დადებს გუნდი იმ შედეგებს რასაც ამდენი ხანია ველოდებით( პირველ რიგში პრემიერ ლიგის მოგება), მე პირადად მჯერა მოურინიოსი და იმედი მაქვს რო გუნდს აიყვანს იმ დონეზე როგორ დონეზეც იუნაიტედს შეეფერება. ბოლო ბოლო ისეთი გუნდი მაინც აღარ ვართ რო ოლდ ტრაფორდზე სუონსი და ეგეთი ფარჩაკი გუნდები მოსაგებად ჩამოვიდნენ ეს მაინც შეცვალა სხვა თუ არაფერი.

პროგრესი დე ხეას კარგი თამაშია მეტი არაფერი. გუარდიოლა აშენებულ გუნდში მივიდაო რო ვიძახით, აშენებულში რაა პრემიერ ლიგა ქონდა მოგებული თუ ანგრევდა ყველას ინგლისში თუ რას ეძახით აშენებულ კლუბში მივიდაო? გვარდიოლა მივიდა იქ შეიხების გამო, იმიტომ რომ ვისაც თითს დაადებდა ნებისმიერს მოუყვანდნენ ფიქრობდა, და არა იმიტო რო აწყობილი იყო კლუბი. მიკვირს აშენებულ კლუბს რო არქმევთ სიტის. მოვიდა იმ წელს გვარდიოლა ვერაფერი მოიგო, გააკეთა ტრანსფერები ითამაშა ფეხბურთი რასაც ქვია და მარტივად დადო პრემიერ ლიგა. ისე ნუ საუბრობთ თითქოს სუონსი ვყოფილიყავით და ჟოზემ აგვაშენა. დასცლოდა მოიესს ერთი სეზონი კიდე არავინ იცის რას იზამდა. იბრას დიდი პატივისცემის მიუხედავად გუნდში ასაკოვანი მომავალზე არგათვლილი ფეხბურთელი რომ მოგყავს ეს აშენებაა? ან ეხლა სანჩესის გამო ტალანტ მარსიალს რო ყიდი? ეს არ არი აშენება ეს არი დღესმეხვალიე გუნდის შეკვრა, მატიჩი ასაკშია, ვალენსია ასაკშია, სანჩესი ასაკშია, სადაა მომავალი? რეშფორდი სკამზე ზის. მარსიალი მიდის. ეს არაა მომავალი.

ციტატა: BaChOo
ჰმ, ნუთუ ლივერპულელს ჩვენი ბედი აღელვებს :დ სწორს ამბობს მარა თავის ლივერპულს მიხედოს

ლივერპულელი რო ხვდება რო იუნაიტედის მწვრთნელი არაა იუნაიტედის ფილოსოფიის შესაფერისი იქ გვაქ დარხეული.

Asiani xar dzma
0
№7
ავტორი: Phil Jones
27 აპრილი 2018 00:05
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოურინიოს მოსვლა დროული და კარგგიც კი იყო, საშინელი გუნდი ჩიბარა, მერე იყო ოდნავ პროგრესი, მაგრამ ფაქტია რომ იუნაიტედის დონის გუნდს არ ყოფნის ეს ოდნავ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესი როცა ყველანაირი რესურსი არსებობს, პირველ რიგში ფინანსური, ეხლა რომ გამოდის და ამბობს გუარდიოლა ბევრს ხარჯავსო, არც თვითონ ხარჯავს ნაკლებს და მეტის უფლებაც კი აქვს, მაგრამ შედეგი არ ჩანს და შედეგი არ ჩანს არის ის რომ გუნდი სევილიასთან და პლიუს ანტიფებხურთით არ უნდა გავარდეს. ეხლა ვნახე არსენალი-ატლეტიკო 1-1 მორჩა, მაგრამ ასეთი თამააში რომ ყოფილიყო სევილიასთან ხმას არ ამოვიღებდი, არსენალმა ჩვეულებრივი ცალკარა ეთამაშა და კატასტროფულად უიღბლო გოლი გაუშვა, მანჩესტერმა კი სევილიასთან სრულიად გაუგებარი და უაზრო ფეხბურთი ითამაშა, 2-0მდე არ შეუტევია 2 თამაში და ამას არანაირი გამართლება არ აქვს აბსოლიტურად!! აააარრრრანნნააააიიირიიი!!!!
0
№8
ავტორი: JuanMata
27 აპრილი 2018 00:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოურინიო ჩემთვის და ალბათ ბევრისთვისაც იყო გარდამავალი პერიოდის მწვრთნელი, რომელიც გუნდს ამოიყვანდა კრიზისიდან და მოამზადებდა ახალი "ეპოქისთვის".

დაახლოებით 50% გაამართლა, გუნდი არ ჩაეშვა ცხრილის სიღრმეში, მოიყვანა ნორმალური ფეხბურთელები (თუმცა მაინც ძალიან ბევრი პრობლემატური პოზიცია გვაქვს).

გუნდის თამაში დიდად ვერ ააწყო, ვერც პოზიციური შეტევა, ვერც კონტრშეტევა, ძირითადის შემადგენლობა ვერ ჩამოაყალიბა. შიგადაშიგ გუნდი ძალიან უმოტივაციოდ და შეშინებული გამოიყურება. დაცვაში არასტაბილურია, შეტევა ერთფეროვანია.

ერთი სეზონი კიდევ დარჩება, მაგრამ ჩემი აზრით უკვე უნდა დაიწყონ ახალი მწვრთნელის ძებნა, ორი წელი და 350 მილიონი წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ გუნდის თამაში დალაგებულიყო, და მომავლის პერსპექტივა გამოჩენილიყო. ამ სეზონში შედეგი უკეთესი გვაქვს, მაგრამ ის თამაში რასაც ჩვენი გუნდი აჩვენებს, არ იძლევა იმის იმედს, რომ შემდეგ სეზონში 4-ეულს მიღმა არ დავრჩებით.

დეხეა ყოველთვის ვერ გამოაძრობს მკვდარ ბურთებს და 1 მომენტიდან 2 გოლს ვერ გაიტან მუდმივად.
0
№9
ავტორი: VALERI.s
27 აპრილი 2018 07:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
არ მესმის ძმაო მოურინიოს როგორ ამართლებთ! ჯერ ერთი ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავ. ვან გაალსაც და მოიესსაც თავისი ტაქტიკა და თამაშის სტილი ჰქონდა და ფეხბურთელები ზუსტად ისე ერგებოდნენ იმათ სტილს როგორც მოურინიოს სტილს ერგებიან. მეორე არაა მოურინიოს დაცვითი ფეხბურთი მანჩესტერისთვის განკუთვნილი და მესამე წელს რომც ჩააბეტონოს მანჩესტერის დაცვა და ათამაშოს იმ ტაქტიკაზე რომელზეც ინტერი და პორტუ ათამაშა მაგრად არ მესიამოვნება. მანჩესტერია ბოლო-ბოლო. მესამე ერთი კომბინაცია არ აქვთ დამუშავებული. ტიპი ორი წელია აქ არის და ერთი კომბინაცია ვერ დაამუშავა. ფეხბურთელების კლასს ვერ დავაბრალებთ ამას, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული შემადგენლობა გვყავს.
0
№10
ავტორი: zuka_25
27 აპრილი 2018 08:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
წავიდეს ეგ ძროხა მოურინიო ფეღბურთელებს ვერ ათამაშებს am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top