თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2018, 11:28
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1548,
კომენტარები: 8
სანჩესი: "იუნაიტედში" ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მსურს"
ჩილელი ფეხბურთელი მოტივირებულია.
სანჩესი:
"იუნაიტედის" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი მიიჩნევს, რომ მისი ადაპტირება ახალ გუნდში ბოლომდე ჯერ კიდევ არ მომხდარა. შეგახსენებთ ალექსისი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინა კლუბმა ლონდონის "არსენალისგან".

"აქ ყველაფერი სრულიად განსხვავებულია. "იუნაიტედი" არის კლუბი დიდი ისტორიით, ჩვენ გვსურს ტიტულები მომავალ სეზონში. საჭიროა რომ პროგრესი განვაგრძოთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, აქ მე ჯერ კიდევ განვიცდი ადაპტირების პერიოდს. მომავალს პოზიტიურად ვუყურებ, რადგან შემიძლია გავცე ყველაფერი რაც კი საკუთარ შესაძლებლობებში მაქვს.

"იუნაიტედში" ყველა შესაძლო ტურნირის მოგებას ვგეგმავ".
- ციტირებს სანჩესის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ - საიტი.

გადმოსვლის დღიდან დღემდე სანჩესმა "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში 14 მატჩი უკვე ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


წყარო: euro-football
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 აპრილი 2018 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მომავალ სეზონში დიდი მიზნების მიღწევა თუ ვერ მოხერხდა ბევრი ცვლილების საჭიროება დადგება
0
№2
ავტორი: JuanMata
26 აპრილი 2018 13:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: SANDROGRIGA
მომავალ სეზონში დიდი მიზნების მიღწევა თუ ვერ მოხერხდა ბევრი ცვლილების საჭიროება დადგება


დიდ მიზნებს მთლად არ ველოდები, როგორც ჩანს ძირითადის რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვა და სავარაუდოდ სეზონის სტარტზე გაუჭირდებათ.

ორივე ფლანგის მცველი, შესაძლოა ცენტრალურიც, ნახევარმცველი და მარჯვენა ვინგერი. - სანამ აეწყობა გუნდი, დრო დაჭირდება.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 აპრილი 2018 13:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata
ციტატა: SANDROGRIGA
მომავალ სეზონში დიდი მიზნების მიღწევა თუ ვერ მოხერხდა ბევრი ცვლილების საჭიროება დადგება


დიდ მიზნებს მთლად არ ველოდები, როგორც ჩანს ძირითადის რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვა და სავარაუდოდ სეზონის სტარტზე გაუჭირდებათ.

ორივე ფლანგის მცველი, შესაძლოა ცენტრალურიც, ნახევარმცველი და მარჯვენა ვინგერი. - სანამ აეწყობა გუნდი, დრო დაჭირდება.

გარდამტეხი სეზონი იქნება ჟოზესთვის, თუ მომავალი სეზონიც ჩააგდო გუნდმა მერე ის მიზეზი რო სიტი ისე გარბის მაგას ვერავინ დაეწევა და სხვა დროს ამ ქულებით ჩემპიონი გავხდებოდითო აღარ უშველის, მეორე თემაა კიდე თამაშის ხარისხი, სტილი, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება, თუმცა სტაბილურობა მოეთხოვება გუნდს და გარდამავალი ხარისხობრივი მატჩები უკვე მიუღებელი იქნება. სევილიასნაირ გუნდთან გამოვარდნა და საერთოდ ისე თამაში, როგორც მანდ ითამაშეს არავისთან საპატიო აღარ უნდა იყოს. გასაგებია მოლოდინი კიდე ცალკე საკითხია, შეიძლება მოლოდინი არ გვქონდეს მარა იდეაში ასე უნდა იყოს, თორე გაუშვებენ ჟოზეს და სრულიად სამართლიანადაც. ბევრჯერ მხარი დამიჭერია მოურინიოსთვის და ბევრჯერაც გამიკრიტიკებია, თუმცა მომავალი სეზონი ბევრს გადაწყვეტს ჩემი აზრით.
0
№4
ავტორი: gaga1987
26 აპრილი 2018 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მჯერა რო მომავალ სეზონში მაგრად ითამაშებს.
0
№5
ავტორი: gogita1991
26 აპრილი 2018 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
მინიმუმ პრემიერლიგა უნდა დაიდოს მომავალ წელს
0
№6
ავტორი: Phil Jones
27 აპრილი 2018 00:11
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ასეა თუ ისეა, გამოსდის თუ არა, მეტს ველოდით თუ ნაკლებს, ჩემი უდიდესი პატივისცემა სანჩესს, რადგან ყველაზე მეტს დარბის,ყველაზემეტს შრომობს, ნუ მინიმუმ ვიზუალურად ჩანს რომ ყველაზე მეტად მოტივირებულია და ყველაზე მეტად მოწყურებულია შედეგს, პლიუს დაიწეერა ადრე მოდის და გვიან მიდისო ვარჯიშებზე და მგონი ყველაზე მეტადაც ესმის რა გუნდშიც არის. ჩემთვის მთავარი ეს ფაქტორებია და თუ ასე იქნება ყველა მაშინ მოურინიო კიარა მეც რო ვიყო მწვრთნელი შედეგი აუცილებლად მოვა, ცუდი ის არის რომსხვებში ვერ ვხედავ იგივეს, თითქოს ლუკაკუც ცდილობს რაღაცნაირად, მაგრამ ამას აშკარად ეტყობა.
0
№7
ავტორი: VALERI.s
27 აპრილი 2018 07:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
შეუძლია მაგრამ არა მოურინიოს ჩასვრილი ტაქტიკით!
0
№8
ავტორი: ikeoni
27 აპრილი 2018 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Momaval wels bevrad uketesi iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top