თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2018, 11:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1551,
კომენტარები: 6
"მანჩესტერული" დერბი ჟორჟინიოსთვის
მოურინიო ნახევარმცველის ძიებაშია.
ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარდაცვის ხაზშიც ახალ კადრებს აუცილებლად მოიყვანს. ჟოზე მოურინიოს უკვე აქვს სია რომელიც აღნიშნული პოზიციის ფეხბურთელებსაც შეიცავს. პორტუგალიელი მწვრთნელი ნახევარმცველს ევროპის წამყვან ტოპ ჩემპიონატებში ეძებს.

"ნაპოლის" იტალიელი ნახევარმცველი ჟორჟინიო არის ერთ -ერთი კანდიდატი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის. გარდა "იუნაიტედის" ინეტერსისა, ფეხბურთელის მიმართ არც გულგრილი არ არის კიდევ ერთი "მანჩესტერული" კლუბი "მანჩესტერ სიტი". იუწყება Mirror.

სწორედ ამიტომ შესაძლოა 26 - წლის ნახევარმცველმა კარიერა ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, ფეხბურთელის შეძენის მსურველ გუნდს "ნეაპოლური" კლუბისთვის 57 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში ჟორჟინიოს მონაგარი არცთუ ისე დიდი ციფრია. თუმცა ნახევარმცველის ანგარიშზე, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრებიდან 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.


გსურთ ჟორჟინიო "იუნაიტედში"?

დიახ
სხვაზე იფიქრონ

ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 აპრილი 2018 12:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა მართლა ინტერესდებიან ამის ყიდვით თუ უბრალოდ შეთხზული ჭორებია
0
№2
ავტორი: JuanMata
26 აპრილი 2018 13:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მე მომწონს ჟორჟინიო, სავიჩს ეს მირჩევნია თან უფრო იაფიცაა. მაგრამ ნაპოლის სტილი სულ სხვაა და ჩვენთან მორგება შეიძლება გაუჭირდეს.
0
№3
ავტორი: dybbuk
26 აპრილი 2018 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ნაპოლიდან თუ ვინმეს ყიდვა წაგვადგება ეს კულიბალია, ტიპმა რა თამაში დადო იუვესთან, ცხოველია, აი ეგეთი მცველი გვინდა, ათლეტური, საკმაოდ სწრაფი და გოლის გატანაც რო შეუძლია სტანდარტებიდან. ჟორჟინიოს რაც შეეხება, დიდ ეჭვებს იწვევს შეძლებს თუ არა ჩვენთან უმაღლეს დონეზე თამაშს, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მგონია
0
№4
ავტორი: VALERI.s
26 აპრილი 2018 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
არ ვემხრობი ჟორჟინიოს ტრანსფერს. ბევრად უკეთეს ტრანსფერებს ველი ამ ზაფხულს. მითუმეტეს რომ ბაზარზე ბევრი ნახევარმცველია რომლებიც ჟორჟინიოს ჯობია!
0
№5
ავტორი: gogita1991
26 აპრილი 2018 20:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: dybbuk
ნაპოლიდან თუ ვინმეს ყიდვა წაგვადგება ეს კულიბალია, ტიპმა რა თამაში დადო იუვესთან, ცხოველია, აი ეგეთი მცველი გვინდა, ათლეტური, საკმაოდ სწრაფი და გოლის გატანაც რო შეუძლია სტანდარტებიდან. ჟორჟინიოს რაც შეეხება, დიდ ეჭვებს იწვევს შეძლებს თუ არა ჩვენთან უმაღლეს დონეზე თამაშს, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მგონია

გეთანხმები 100%
0
№6
ავტორი: ikeoni
27 აპრილი 2018 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sxva varianti ar gvawyenda
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top