თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2018, 21:22
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2111,
კომენტარები: 11
მარსიალი შესაძლოა მესისთან ერთად ვიხილოთ
კატალონიური კლუბი ენტონის გადაბირებით ინტერესდება.
მარსიალი შესაძლოა მესისთან ერთად ვიხილოთ
რეალური ხდება ჭორები იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალი, კლუბში ალექსის სანჩესის მოსვლის შემდეგ გუნდის დატოვებას მოისურვებდა. მარცხენა ფლანგზე ადგილი გადმოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა ჩილელმა, ხოლო ამავე ფლანგის მსურველი ფეხბურთელები მარკუს რეშფორდი და ენტონი მარსიალი სათადარიგო სკამზე დასვა.

განსხვავებით რეშფორდისა, მარსიალს სულ უფრო ნაკლები დრო ეძლევა ძირითად გუნდში მოსახვედრად და მოედანზე სათამაშოდ. როგორც ირკვევა ფეხბურთელს ასე გაგრძელება არ სურს და ზაფხულში კლუბის დატოვებას აუცილებლად აპირებს.

Tuttosport - ის ცნობით, შესაძლოა ვინგერმა კარიერა ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს. მისით სულ არც მეტი არც ნაკლები კატალონიის "ბარსელონა" ინტერესდება.

გარდა ვალვერდეს გუნდისა, ფეხბურთელის შესაძენად მზად ასევე 2 ტოპ - კლუბია. მიუნხენის "ბაიერნი" და ტურინის "იუვენტუსი". ასე, რომ შესაძლებელია ზაფხულში ენტონი მარსიალი ჩამოთვლილთაგან რომელიმე კლუბში ვიხილოთ.



წყარო: ukrainefootball
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 აპრილი 2018 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
იმედია დარჩება და არსად არ წავა
0
№2
ავტორი: Phil Jones
25 აპრილი 2018 23:38
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეჰ ენტონი ენტონი. ეს ისეთი ტიპია ცოტა ადვილად ურჩევნია ფონს გასვლა და ამიტომ ბაიერნს ვურჩევდი, თან რიბერიც მგონი წავა, ეხლა ვუყურე ბაიერნ-რეალს და ტიპი ვერ სუნთქავდა ბოლოს.
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 აპრილი 2018 00:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბარსაში ნაკლებად სავარაუდოა. ძაან მეეყინება ენტონის წასვლა მიუხედავად იმისა რო ხასიათის ფეხბურთელია
0
№4
ავტორი: Svanchester
26 აპრილი 2018 00:37
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სამწუხაროდ ამის წასვლა უკვე რეალობა ხდება. არაა ეს აქ გამჩერებელი. სკამზე არ დაჯდება. თავის საყვარელ ფლანგზე სანჩესია. ლუკაკუს ადგილზე არავინ დააყენებს, მარჯვნიდან ვერ თამაშობს. ასე, რომ დიდი ალბათობით ბარსამ თუ მიიწვია წავა მესისთან.
0
№5
ავტორი: WeAreUnited
26 აპრილი 2018 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: Svani
სამწუხაროდ ამის წასვლა უკვე რეალობა ხდება. არაა ეს აქ გამჩერებელი. სკამზე არ დაჯდება. თავის საყვარელ ფლანგზე სანჩესია. ლუკაკუს ადგილზე არავინ დააყენებს, მარჯვნიდან ვერ თამაშობს. ასე, რომ დიდი ალბათობით ბარსამ თუ მიიწვია წავა მესისთან.

წავა და მოიგებს ყველაფერს რაც მოსაგებია ითამაშებს ფენომენალურად და მერე ჩვენ 250 მილიონს გადავიხდით რომ დავაბრუნოთ იმიტომ რომ ბებერი სანჩესი 2 წელიწადში ვეღარ იყომარებს დონეზე ;)
0
№6
ავტორი: stepno
26 აპრილი 2018 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აი რო დარჩესს უბრალოდ ისევ სკამი უნდა გახეხოს თვითონაც იცის და ამიტომ წავაა რა:))
0
№7
ავტორი: Svanchester
26 აპრილი 2018 10:56
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: WeAreUnited
ციტატა: Svani
სამწუხაროდ ამის წასვლა უკვე რეალობა ხდება. არაა ეს აქ გამჩერებელი. სკამზე არ დაჯდება. თავის საყვარელ ფლანგზე სანჩესია. ლუკაკუს ადგილზე არავინ დააყენებს, მარჯვნიდან ვერ თამაშობს. ასე, რომ დიდი ალბათობით ბარსამ თუ მიიწვია წავა მესისთან.

წავა და მოიგებს ყველაფერს რაც მოსაგებია ითამაშებს ფენომენალურად და მერე ჩვენ 250 მილიონს გადავიხდით რომ დავაბრუნოთ იმიტომ რომ ბებერი სანჩესი 2 წელიწადში ვეღარ იყომარებს დონეზე ;)

ხო გეთანხმები. შესაძლოა ესეც მოხდეს. ნუ ერთი რამ მაინტერესებს, გუნდის შენებას რომ მივაწერთ აქ მოურინიოს, გუნდის შენება ნიშნავს ახალგაზრდა სამომავლოდ გათვლილი ფეხბურთელების აღზრდა დასტაბილურება და მათთვის სათამაშო დროის მიცემა, რომ ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. მოურინიო რას აკეთებს, ხანდაზმული სანჩესი მოდის გუნდში რომელიც ნამდვილად ვერ იქნება გრძელვადიანი მომავალი იუნაიტედისთვის, და მიდის ახალგაზრდა მარსიალი, რომლის ნიჭიერებაზე ნამდვილად არუნდა ვიდავოთ. რა გაუკეთეს იუნაიტედში, ჯერ 9 ნომერი წაართვეს კაცს, მერე სათადარიგოზე დასვეს, ექნება მჟავე სახე აბა რა იქნება. მახსოვს მაგის მონიჭებული სიმოვნება თამაშები და მაგარი გული დამწყდება ეს თუ გუნდიდან წავა.
0
№8
ავტორი: JuanMata
26 აპრილი 2018 13:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
წავა აბა რას იზამს, საუკეთესო პერიოდი ჰქონდა ამ სეზონში და მაინც სკამზე მოხვდა და რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ ძირითადში დააბრუნოს ჟოზემ.

ვერ იტყვი მთლად რომ შეუშინდა კონკურენციას, შარშან სკამზე იჯდა უმეტესად, წელს რეშს მოუგო კონკურენცია ფლანგზე.

ახლა კიდევ სანჩესი დაემატა, თან ტოპ გუნდებიდან აქვს შემოთავაზებები. რატომ უნდა იწვალოს აქ, როცა ბაიერნში თუნდაც ფაქტიურად ძირითადი გარანტირებული ექნება.

ჩაატარებს ეს კაცი ერთ სრულ სეზონს ნორმალურად და დაუბრუნდება იმ ფორმას, ან კიდევ უკეთესს, რაც მანიუს პირველ სეზონში ჰქონდა.
0
№9
ავტორი: kaja
26 აპრილი 2018 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ამის გამშვებს თავპირი უნდა დაამტვრიო !
0
№10
ავტორი: dybbuk
26 აპრილი 2018 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
დარჩენას აზრი არააქვს, თან იმ ყველაფრის მერე რაც ჟოზემ გაუკეთა, ტიპი ლამის ფორმის პიკში იყო, გოლები გაქონდა, ასისტებს აკეთებდა და სანჩესის მოსვლის მერე ეგრევე სკამზე გაიჩითა, აი რატო თორე კი, ძალიან უსამართლოდ მოექცა და სრულიად ლოგიკურია რომ მიდის, თან რა გუნდები ეპატიჟებიან, მარტო ეგ მეტყველებს მის კლასზე და დონეზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top