რეალური ხდება ჭორები იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალი, კლუბში ალექსის სანჩესის მოსვლის შემდეგ გუნდის დატოვებას მოისურვებდა. მარცხენა ფლანგზე ადგილი გადმოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა ჩილელმა, ხოლო ამავე ფლანგის მსურველი ფეხბურთელები მარკუს რეშფორდი და ენტონი მარსიალი სათადარიგო სკამზე დასვა.
განსხვავებით რეშფორდისა, მარსიალს სულ უფრო ნაკლები დრო ეძლევა ძირითად გუნდში მოსახვედრად და მოედანზე სათამაშოდ. როგორც ირკვევა ფეხბურთელს ასე გაგრძელება არ სურს და ზაფხულში კლუბის დატოვებას აუცილებლად აპირებს.
Tuttosport - ის ცნობით, შესაძლოა ვინგერმა კარიერა ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს. მისით სულ არც მეტი არც ნაკლები კატალონიის "ბარსელონა" ინტერესდება.
გარდა ვალვერდეს გუნდისა, ფეხბურთელის შესაძენად მზად ასევე 2 ტოპ - კლუბია. მიუნხენის "ბაიერნი" და ტურინის "იუვენტუსი". ასე, რომ შესაძლებელია ზაფხულში ენტონი მარსიალი ჩამოთვლილთაგან რომელიმე კლუბში ვიხილოთ.