თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2018, 20:50
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1497,
კომენტარები: 5
სანჩესი "უემბლის" სტადიონს პოზიტიურად უყურებს
ჩილელის თქმით "უემბლი" მას წყალობს.
სანჩესი
"მანჩესტერ იუნაიტედის' და ჩილეს ეროვნული ნაკრების წევრი ალექსის სანჩესი, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალის გასამართ შეხვედრაზე საუბრისას აცხადებს, რომ გადამწყვეტი თამაშის სალოკაციო ადგილი მის კარიერაში იღბლიანია.

"სიმართლეა ის, რომ მე რამდენჯერაც "უემბლის" სტადიონზე ვითამაშე გოლის გატანა შევძელი. არაერთი ტიტული მომიგია ამ სტადიონზე "არსენალში" ასპარეზობისას. გავიტანე ასევე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. "უემბლი" ჩემთვის წარმატების მომტანია.

ბედნიერები ვართ ფინალში თამაშის უფლების მოპოვებით. "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა, ჩემს "მანჩესტერულ" კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე გამორჩეული იყო".
- აცხადებს სანჩესი კლუბის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ტოტენჰემი" ანგარიშით 2-1 დაამარცხა, პირველი გოლის ავტორი "მანჩესტერელთა მხრიდან სწორედ ალექსის სანჩესი გახდა. გამარჯვების გოლი კი ანდერ ერერამ გაიტანა და "წითელ ეშმაკებს" ფინალის საგზური მოუპოვა. შეხვედრა სანჩესის მიერ პოზიტიურად ნახსენებ "უემბლის" სტადიონზე გაიმართა.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
25 აპრილი 2018 20:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია ფინალშიც გაიტანს და თასსაც მოიგებს love
0
№2
ავტორი: ikeoni
25 აპრილი 2018 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მიდი ალექსის შენი იმედი გვაქ
0
№3
ავტორი: Svanchester
26 აპრილი 2018 00:40
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
"ფუტკარივით" მუშა ფეხბურთელია. უდავოდ კარგი შენაძენია კლუბისთვის. მომავალ წელს ბრწყინვალე სეზონს ველოდები პირადად სანჩესისგანაც.
0
№4
ავტორი: stepno
26 აპრილი 2018 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე ესეთი პროფესიონალიზმი და თავდაუზოგავი ფეხბურთელი ძალიან ცოტა მინახია ძალიაან
0
№5
ავტორი: JuanMata
26 აპრილი 2018 13:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ალექსისი ინგლისის თასის მასტერია, შანსები გვაქვს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top