თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2018, 14:19
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1556,
კომენტარები: 6
მოურინიო: "თუ თასს ვერ მოვიგებ, ხალხი მზად იქნება მომკლას"
მოურინიო სახალისო კომენტარს აკეთებს.
მოურინიო:
ცნობილი გახდა იმ ორივე გუნდის ვინაობა, ვინც წლევანდელ სეზონში, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. "იუნაიტედმა" მძიმე ბრძოლაში "ტოტენჰემი" დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

თავის მხრივ წარმატებით იასპარეზა ანტონიო კონტეს გაწვრთნილ "ჩელსიმაც", არისტოკრატებმა "საუთჰემპტონს" არ მისცეს ნება ფინალში ეთამაშათ. მაშ ასე, გადამწყვეტ თამაშში ერთმანეთს მოურინიოს "იუნაიტედი" და კონტეს "ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

სახალისო კომენტარს აკეთებს "წითელი ეშმაკების" პორტუგალიელი დამრიგებელი, და აცხადებს, რომ თუ აღნიშნულ თასს ვერ მოიგებს ხალხი მზად იქნება მის მოსაკლავად.

"როდესაც ვერ ვიგებ მატჩებს, თქვენ მზად ხართ ჩემს მოსაკლავად. მე თითქმის ყოველთვის ვცდილობ შეხვედრებში წარმატებას მივაღწიო, ხოლო თუ ამას ვერ ვაკეთებ ხალხი მზად არის ჩემზე ხელი მარტივად აიღოს. იგივე განმეორდება იმ შემთხვევაშიც თუ ასოციაციის თასს ვერ მოვიგებ".- ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Sky Sports.

ასოციაციის თასის ფინალი, 19 მაისს "უემბლის" სტადიონზე გაიმართება.


წყარო: euro-football


თქვენი აზრით, შეძლებს მოურინიო შემდეგ სეზონში წარმატების მიღწევას?

შეძლებს
ვერ შეძლებს

ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
23 აპრილი 2018 14:23
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მემგონი საკმარისია ფულის კეთება და უკვე ღირსების სამითხია გამარჯვება.
ჩელსი
სავარაუდოდ ლიგაზე ვერ გავა და ეს თასი ხომ არაა მათი ბოლო ნუგეში?
0
№2
ავტორი: JuanMata
23 აპრილი 2018 14:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამ სეზონს წარმატებულად ჩავთვლიდი, გუნდი, რომ ნორმალურ ფეხბურთს თამაშობდეს. იგრძნობოდეს, რომ ფეხბურთელებს შორის კავშირია, ესმით ერთმანეთის რას აკეთებენ. გუნდურად იგებდნენ თამაშებს და არა ინდივიდუალურად.
როცა ხედავ გუნდი სწორ გზაზე მიდის და ნელ-ნელა ვითარდება, იმედი გაქვს შემდეგი სეზონის.

არ ვიცი როდემდე მოახერხებს გუნდი მინიმალური მომენტების გამოყენებას, და თამაშების მოგებას, იმის ფონზე, რომ დაცვას ნებისმიერი გუნდი არღვევს.

ციტატა: kobinio
მემგონი საკმარისია ფულის კეთება და უკვე ღირსების სამითხია გამარჯვება.
ჩელსი
სავარაუდოდ ლიგაზე ვერ გავა და ეს თასი ხომ არაა მათი ბოლო ნუგეში?


ეს თასი ევროპის ლიგის საგზურს იძლევა, რაზეც ისედაც გადიან, მაგათი მოტივაცია ისაა, რომ რაღაცა მოიგონ ამ სეზონში.
0
№3
ავტორი: Paulscholes1
23 აპრილი 2018 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Tasi shenc chempionta tasis finalshi tamashob ra,magari mkidia am tass moigeben tu ara. Faqtia wlevandel sezonshi chaijva am srma
0
№4
ავტორი: ikeoni
23 აპრილი 2018 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მიდი ჟოზე ჩვენია თასი am
0
№5
ავტორი: stepno
23 აპრილი 2018 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
თასი ჩვენია ჩელსის გავარღვევთ :))
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
24 აპრილი 2018 11:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოსაგებია ეს თასი ყველა შემთხვევაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top