თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2018, 14:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1762,
კომენტარები: 5
"იუნაიტედის" და "ბარსელონას" ინტერესები გადაიკვეთება
მოურინიოს "სევილიას" ფეხბურთელი სურს.
ესპანური "სევილიას" ფრანგ ფეხბურთელმა კლემან ლენგლემ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შესაძლოა კლუბი შეიცვალოს და კარიერა ან ისევ ლა ლიგაში ან ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, 22 წლის ფეხბურთელის შეძენის მთავარ პრეტენდენტად კატალონიის "ბარსელონა" სახელდებოდა. თუმცა დღეს გავრცელებული ცნობებით ცენტრალური მცველი "მანჩესტერ იუნაიტედსაც" მოუნდა. ჟოზე მოურინიო გუნდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, როგორც ჩანს ლენგლე ერთ-ერთი ვარიანტია. იუწყება- The Sun.

ლენგლე კარგ სეზონს ატარებს, პირადი მონაცემების კუთხით, აღსანიშნავი იყო მისი კარგი თამაში სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში სადაც "სევილიამ" სენსაციურად "ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული გამარჯვებით "წითელი ეშმაკები" ტურნირს მიღმა დატოვა.

სატრანსფერო ღირებულება ფეხბურთელისა 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, დაახკლოებით კი 23 მილიონ ევროს გადახდა მოუწევს მანჩესტერულ კლუბს ფეხბურთელის ყიდვის შემთხვევაში.


გსურთ ლენგლე "იუნაიტედში"?

დიახ
არა

ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
22 აპრილი 2018 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
აქამდეც მილიარდჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი. მწვრთნელის მთავარი დავალება ის კი არაა დაფაზე რაღაც დახაზოს, არამედ თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმალური ამოიღოს არააქვს მნიშვნელობა ლენგლე ერქმევა თუ სმოლიგნი. ფერგისაც ჰყავდა ეს სმოლინგიც და ჯონსიც და ევანსიც და იანგიც და ვალენსიაც მაგრამ გადასარევად ათამაშებდა. იმის თქმა მინდა, რომ კიბატონო დაცვა გასაძლიერებელია, მაგრამ თუ მოურინიო ფეხბურთელებისგან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის ამოღებას ვერ დაიწყებს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა; ვარანი, უმტიტი თუ ლენგლე. ისევე ჩაფლავდება ყველა როგორც ახლა ოდესღაც გადასარევად მოთამაშე სმოლინგია..
2
№2
ავტორი: Phil Jones
22 აპრილი 2018 15:43
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ლენგელეღა გვაკლია, მაგ სევილიას დაცვას შეხედეთ რა დღეშია, ჩვენს მერე თამაშI არ მოუგია და არც მანამდე და ვისაც არ ეზარება ყველა უგებს, უეფაზეც ვერ გადაიან.
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2018 19:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდი მცველი არაა ნამდვილად, თუმცა არამგონია იყიდონ, სხვა ვარიანტებიც შეიძლება
1
№4
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2018 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ravi normaluria
1
№5
ავტორი: picxela
23 აპრილი 2018 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
და ჯერ ამან ლინდელოფს და ბაის ის შედეგი დაადებინოს რასაც იძახდა და მერე მოიყვანოს ვინმე და დადგეს და მედაოს მენსა მშვენიერი აგერ კრისტალ პალასში და რო დაეტოვებინა ამ თხას და თასებსე და აუტსაიდერებთან ეთამაშებინა ისაც მიიღებდა გამოცდილებას რა და ვაფშე ცენზურა დააყენოს და ჯერ ის გაყიდოს ვინც გასაყიდა ალექსისი მაგრად მევასება ბარსადან მოყოლებული მაგრამ ცჰემი პირადი აზრია რო არ უნდა მოეყვანა და უნდა გაეყიდა პირდაპირ მხითარიანი და მასიალი და რეშფორდი დაეტვირთა და თუ ვერ ითამაშებდნენ მერე არავის ექნებოდა პრეტენზია
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top