თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2018, 13:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2025,
კომენტარები: 10
მოურინიოს ვერდიქტი
პორტუგალიელმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
მოურინიოს ვერდიქტი
ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ტოტენჰემი" მინიმალური სხვაობით ანგარიშით 2-1 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს ტრადიციულად უპასუხა "წითელი ეშმაკების" პორტუგალიელ თავკაცმა. რომელსაც ვრცლად შემოგტავაზებთ.

ჩვენ დავიმსხაურეთ გამარჯვება

ძალიან ბედნიერი ვარ. გამარჯვება დავიმსახურეთ. თუ მატჩის მსვლელობას გავაყოლებთ თვალს, საუკეთესო გუნდი ვიყავით. მაშინაც კი, როდესაც ბურთს მოწინააღმდეგე გუნდი ფლობდა, სიტუაციას სრულიად ვაკონტროლებდით. კონტროლის დაკარგვა მოხდა მხოლოდ ანგარიშის გახსნის შემდეგ, "ტოტენჰემის" დაწინაურების შემდეგ მცირე დაბნეულობა გვეტყობოდა. შესვენების დროს ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ შეცდომები - ხოლო მეორე ნახევარში გუნდი დაბრუნდა. როცა გასვლაზე ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის გვაძლევს უზარმაზარ მხარდაჭერას.

ჩვენ ძალიან კრიტიკულად გვიყურებენ

საჭიროა დაისვას შეკითხვა, რატომ გვაკრიტიკებენ ამდენს? ჩვენ შეგვიძლია დავამთავროთ ჩემპიონატი მეორე ადგილზე, საჭიროა მხოლოდ 6 ქულის მიღება. ამის გაკეთება, მოცემული მოწინააღმდეგეების ფონზე კარგი მიღწევა იქნება კლუბისთვის. ჩვენ მართლაც ფანტასტიკური მოწინააღმდეგეები გვყავს პრემიერ ლიგაში, ხოლო ასეთ წარმატებისთვის კლუბს რამოდენიმე წელია არ მიუღწევია. ეს ფინალი იქნება მეოთხე ფინალი სამ წელიწადში. იქნებ ზედმეტად ძალიან გვაკრიტიკებენ? კრიტიკის საპასუხოდ საუკეთესო გზა არის - იშრომო, იბრძოლო, და წარმატებას მიაღწიო, ის რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ კვირაში. ცუდი თამაში ჩუდ შედეგთან ერთად, ეს იყო ის რაც გასულ კვირას "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ მოხდა, რა თქმა უნდა ეს ჩვენც არ მოგვწონს. მაგრამ ჩვენ ამ ხუთი დღის განმავკლობაში, ვიკრიბებოდით, ვვარჯიშობდით, დაუღალავად ვმუშაობდით და ორივე მატჩისთვის შესანიშნავად მოვემზადეთ. (მეორე მატჩში "ბორნმუთი" იგულისხმა). ახლა ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ "მანჩესტერში" და სატურნირო ცხრილზე ვიფიქროთ, იქ სადაც "იუნაიტედს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს "ლივერპულთან" შედარებით გამართული და მაინც მეორე პოზიციას ვიკავებთ, ვართ ასევე თასის ფინალში გასული.

ეს იყო ძალიან კარგი თამაში

ვთვლი, რომ ძალიან კარგი თამაში იყო. ვფიქრობ, ორივე გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა შეეტია აგრესიულად და მოეპოვებინა უპირატესობა. საწყისიდან მოწინააღმდეგე უკეტესად გამოიყურებოდა, მათ გაიტანეს და დაწინაურდნენ, მოედნის ცენტრში გარკვეულწილად კონტროლი დავკარგეთ. ამ ყველაფერზე კარგი რეაგირება მოვახდინეთ, ვაჩვენეთ კარგი ფეხბურთი და გავიტანეთ კარგი გოლები. მეორე ტაიმში ინტელექტუალური ფეხბურთის დემონსტრირება შევძელით, ვთამაშობდით ძალიან თავდაჯერებულად, მშვიდად ვაკონტროლებდით ყველაფერს და ეს ხდებოდა მაშინაც კი როდესაც "დეზები" ბურთს ფლობდნენ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ ჩვენთვის მეორე ტაიმი მშვიდად წარიმართა, რადგან გვქონდა იმის განცდა, რომ ჩვენთვის ამ თამაშის წაგება ძალიან ძნელი იქნებოდა.

ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ

შემიძლია იმის თქმა, რომ თუ ამ მატჩში წარმატებას ვერ მივაღწევდით, უკმაყოფილო გუნდის თამაშის ჩვენებით ნამდვილად არ ვიქნებოდი მიუხედავად იმისა, რომ "სპურსთან" ვერ გამარჯვების შემთხვევაში თასს დავემშვიდობებოდით და ეს ყველაფერი შედარებით იმასთან თუ რაც მოხდა "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში, ამ ორი შეხვედრის შედარება რომ გავაკეთო, იმედგაცრუებული უფრო პრემიერ ლიგის თამაშზე ვიყავი. ეს იმის გამო, რომ ამ მატჩში ჩემი ფეხბურთელები ძალიან კარგები იყვნენ, მათ კარგად იმუშავეს, კარგი განწყობა შეიქმნეს, ერთმანეთს გვერდში ამოუდგნენ და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინეს. ზალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით.

თამაშისთვის სამზადისი კარგად წარიმართა

ჩვენ 5 დღე ერთად გავატარეთ. ეს ძალიან კარგი იყო. (იგულისხმება შემთხვევა, "ბორნმუთთან" მატჩის შეემდეგ, გუნდი მანჩესტერში არ დაბრუნებულა, მათ გეზი პირდაპირ ლონდონისკენ აიღეს და "ფულჰემის" სავარჯიშო ბაზაზე განაგრძეს მზადება.) ჩვენ სახლებიდან, მანჩესტერიდან შორს ვიყავით. ეს პერიოდი ერთად გავატარეთ და ჩვენი თამაში განვიხილეთ. მე მქონდა შესაძლებლობა მათი განწყობისთვის თვალი მედევნებინა, ცალკე მომეცა საშუალება მათ გავსაუბრებოდი. ყველაფერი კარგად იყო. ვფიქრობ, ამინდიც დაგვეხმარა. "ფულჰემმა" ფანტასტიკური სტუმართმოყვარეობა გამოავლინა, რაც ჩვენს სავარჯიშო პერიოდში ძალიან დაგვეხმარა.

გუნდმა ხასიათი აჩვენა უკანასკნელ მატჩებში?

ვფიქრობ ასეა. ასევე ვფიქრობ, რომ თქვენ არ ხართ ბედნიერი იმ ნეგატიური მომენტებით როდესაც მატჩს უბრალოდ აგებ. ვფიქრობ თქვენ იზრდებით კრიტიკით, ზეწოლითა და შრომისმოყვარეობით და ეს არამხოლოდ ტაქტიკურად არამედ ფსიქოლოგიურად გეხმარება. მე ვფიქრობ, რომ ბიჭები ამ კუთხით იზრდებიან, ამ კვირაში ჩვენ გვქონდა ორი ძალიან კარგი მატჩი, მე თითქმის ყველა ჩემი ფეხბურთელი ვათამაშე ამ თამაშებში, ამიტომ მგონია, რომ გუნდი ძალიან ბედნიერია მანჩესტერში დაბრუნებამდე.

ფსიქოლოგიური მზადყოფნა მოთამაშეებს ეხმარება

რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური მზადყოფნა საჭიროა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ითამაშო დიდ კლუბებში, შენ ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო. დიდ კლუბებში სათამაშოდ ასევე ნიჭიერი უნდა იყო, გამომუშავებული მენტალიტეტი უნდა გქონდეს, თუ ამ ყველაფერს არ ფლობ დიდ კლუბში ვერ ითამაშებ. თუ ასეთი მენტალიტეტი არ გაქვთ. მაქსიმალურად ვცდილობთ გუნდში ბალანში შევქმნათ. ფსიქოლოგიური სტაბილურობა ძალიან საჭიროა.

იქნება ეს სეზონი წარმატებული თუ გუნდი თასს მოიგებს?

სეზონი წარმატებული იქნება თუ მეორე ადგილზე დავასრულებთ ასპარეზობას. გავუსწრებთ ისეთ გუნდებს როგორებიცაა: "ტოტენჰემი", "ლივერპული", "ჩელსი", "არსენალი". თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ სეზონი წარმატებულად ჩაითვლება. ჩემპიონის შემდეგ მეორე ადგილზე ყოფნა ეს კარგია, ვინაიდან შევძელით იმაზე მეტი ქულის მოპოვება ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო, მოვიგეთ მეტი მატჩი ვიდრე გასულ წელს, გავიტანეთ მეტი გოლი, ვაჩვენეთ კარგი სტატისტიკა წამყვან გუნდებთან შეხვედრებში, ვფიქრობ სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. რა თქმა უნდა წინ ფინალი გველოდება, მაგრამ ამ ფინალით ვერ განსაზღვრავ, გუნდი ცუდია თუ კარგი, ფეხბურთელი ცუდია თუ კარგი და ბოლოს მწვრთნელი ცუდია თუ კარგი".


წყარო: manutd


ვინ იყო გუშინდელი მატჩის საუკეთესო?

პოგბა
ერერა
ლუკაკუ
სანჩესი

პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
22 აპრილი 2018 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
რამდენი უტლიკინია ამ ჩემისას.. ჯერ მოიგოს ეს თასი და მერე ილაქლაქოს თორე სულ არავის გაახსენდება ეს თამაში(რომელიც ჩემთვის დიდი არაფრით გასახსენებელი არაა) თუ ფინალში ჩავისვრით. დიდი ვერაფერი ფეხბურთი ტოტენჰემმა ვერ ითამაშა თორე იმ თამაშით როგორითაც მეორე ტაიმში გამოვედით ადრე თუ გვიან გაგვარღვევდა სხვა გუნდი. განსკუთრებით ბოლო 20-25 წუთებზე მეშლებოდა ნერვები. კაი ავტობუსის ჩადგმა გინდა ჯანდაბას, მაგრამ კონტრშეტევაზე მაინც ითამაშე წესიერად.. თუ წინ გადავარდებოდა ბურთი ან ლუკაკუ მისდევდა ან მერე რაშფორდი, დალშე 9 კაცით ვიცავდით თავს. არადა წესიერად რომ წავსულიყავით კონტრშეტევებზე მაინც, გაცილებით ადრე დავასრულებდით ნერვიულობას. ნუ არ ვიცი, მთლად უმადურიც არ ვარ და ვაფასებ იმას რომ გუნდი მეორე ადგილზეა და ინგლისის მნიშვნელობით მეორე თასის ფინალშია, მაგრამ იმის იქით კარგს ვერაფერს ვხედავ. არ ვიცი მომავალ სეზონში რა შეიცვლება მაგრამ ჩვენი თამაშის სტილი თუ არ გამოსწორდა პირველ რიგში, არამატო ქულებს არამედ ფანების დაკარგვასაც დაიწყებს ნელ-ნელა გუნდი. რაც არ უნდა სიმახინჯეს თამაშობდეს გუნდი მე კი სულ მის გულშემატვირად დავრჩები მაგრამ მაგრად ტეხავს როცა გუნდის თამაში ახლოვდება და ყურების სურვილი არ მაქვს. მგონი მარტო მე არ ვარ ასე..
1
№2
ავტორი: glory28
22 აპრილი 2018 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ზალიან ჩაასწორეთ ძალიანით და ეგ არის , რამდენი უქაქანია ამას , ბოლო წუთები ჩაჯდა რასაც ჰქვია და სანამ გოლი არ გაგვიტანეს თამაში არ დაუწყიააა გუნდს ეს მოუს დავალება თუ რა ხდება ვაჰ
0
№3
ავტორი: Svanchester
22 აპრილი 2018 13:32
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: glory28
ზალიან ჩაასწორეთ ძალიანით და ეგ არის , რამდენი უქაქანია ამას , ბოლო წუთები ჩაჯდა რასაც ჰქვია და სანამ გოლი არ გაგვიტანეს თამაში არ დაუწყიააა გუნდს ეს მოუს დავალება თუ რა ხდება ვაჰ

ვერ მიგიხვდი მეგობარო რა ჩავასწორო? მე ვთარგმნე სტატია, არის რაღც მცირე შეცდომები, შეიძლებ ასობგერა არ მეწეროს სწორად სიტყვასთან, მაგაზე მაინცდამაინც ნუ გამიმახვილებთ ყურადღებას. თვალები მეტკინა წერით :))
0
№4
ავტორი: ანდრო
22 აპრილი 2018 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ტოტენჰემმა კარგად დაიწყო შეხვედრა, მაგრამ, იქნებ იუნაიტედმა გამოთიშა ის თამაშიდან და არა "ტოტენჰემმა ვერ ითამაშა"
0
№5
ავტორი: K1llsw1tch
22 აპრილი 2018 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ციტატა: LewisHamilton
რამდენი უტლიკინია ამ ჩემისას.. ჯერ მოიგოს ეს თასი და მერე ილაქლაქოს თორე სულ არავის გაახსენდება ეს თამაში(რომელიც ჩემთვის დიდი არაფრით გასახსენებელი არაა) თუ ფინალში ჩავისვრით. დიდი ვერაფერი ფეხბურთი ტოტენჰემმა ვერ ითამაშა თორე იმ თამაშით როგორითაც მეორე ტაიმში გამოვედით ადრე თუ გვიან გაგვარღვევდა სხვა გუნდი. განსკუთრებით ბოლო 20-25 წუთებზე მეშლებოდა ნერვები. კაი ავტობუსის ჩადგმა გინდა ჯანდაბას, მაგრამ კონტრშეტევაზე მაინც ითამაშე წესიერად.. თუ წინ გადავარდებოდა ბურთი ან ლუკაკუ მისდევდა ან მერე რაშფორდი, დალშე 9 კაცით ვიცავდით თავს. არადა წესიერად რომ წავსულიყავით კონტრშეტევებზე მაინც, გაცილებით ადრე დავასრულებდით ნერვიულობას. ნუ არ ვიცი, მთლად უმადურიც არ ვარ და ვაფასებ იმას რომ გუნდი მეორე ადგილზეა და ინგლისის მნიშვნელობით მეორე თასის ფინალშია, მაგრამ იმის იქით კარგს ვერაფერს ვხედავ. არ ვიცი მომავალ სეზონში რა შეიცვლება მაგრამ ჩვენი თამაშის სტილი თუ არ გამოსწორდა პირველ რიგში, არამატო ქულებს არამედ ფანების დაკარგვასაც დაიწყებს ნელ-ნელა გუნდი. რაც არ უნდა სიმახინჯეს თამაშობდეს გუნდი მე კი სულ მის გულშემატვირად დავრჩები მაგრამ მაგრად ტეხავს როცა გუნდის თამაში ახლოვდება და ყურების სურვილი არ მაქვს. მგონი მარტო მე არ ვარ ასე..


+1
0
№6
ავტორი: Lalana
22 აპრილი 2018 16:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მადლობა სვანი გაწეული მუშაობისთვის.შენ რომ არ ხარ საიტიც ერთ სტატიაზე ჩერდება ხოლმე,ამიტომ დიდი მადლობა მსგავსი შრომისთვის.იმ სტატიაზე ვეღარ გიპასუხე,მაგრამ იქ თქმულში თითქმის ყველაფერზე გეთანხმები.
რაც შეეხება გუშინდელ თამაშს.ორივე გუნდმა ტემპში დაიწყო თამაში,არც მანჩესტერი ყოფილა ცუდი,მაგრა ამის დამიუხედავად მაინც გავუშვით გოლი.რას მოჰყვა ეს გოლი?იანგის პრესინგს და პოგბას არ დაზღვეულ კაცს.პირველ ტაიმში უკეთესი იყო ტოტენჰემი,მომენტებიც შექმნეს,მაგრამ რომ ვთქვათ გვჯობდნენ და ეს თამაში მათ უნდა მოეგოთო არ იყო მასე,ასევე აქტიური იყო ერიქსენი და კეინი.რა მოხდა მეორე ტაიმში?ერიქსენი და კეინი გაანეიტრალეს,ასე თუ ისე სონიც მიაყოლეს,მაგრამ მაინც ყველაზე მწვავე სონი იყო,მთავარი ძალა კი განეიტრალებული დატოვეს,თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე გამონათებას.იმის და მიუხედავად რომ ტოტენჰემი ჩვენზე კარგათ ფლობდა ბურთს მაინც მეტჯერ დავარტყით კარში და უფრო მეტი სახიფათო მომენტიც შევქმენით,რაც მეკარის სეივებზეც აღიბეჭდა.საბოლოო ჯამში მაინც მივიღეთ თამაშის სტილი,რომელიც არავის არ მოსწონს და არავინ არის კმაყოფილი,ისევე როგორც მე,მაგრამ ამ უსახური თამაშით მაინც მოვაღწიეთ ძლივს ფინალამდე.
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
22 აპრილი 2018 17:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
Svani მადლობა დაუღალავი შრომისთვის.იცი რაზე ვკაიფობ?ინტერვიუს რო მისცემს ეს ჩემისა და რო ვერ შეედავები გარდა იმისა რო ვერ ეტყვი რატო არ უტევ და შემტევ ფეხბურთს რატო არ თამაშობო.არადა თამაშს უყურებ და ნერვები გაგჯება.კაი ტოტენჰემთან გასაგებია რო ბოლო წამამდე შეიძლება ნერვიულობა მოგიწიოს მაგრამ აუტსაიდერებთანაც ასე რო ვართ ეგაა გასატეხი.რავი ჩემი აზრით ამ პრობლემიდან გამოსავალი დაცვის ხაზის შეცვლაა თუ გაისად შედეგი გვინდა ისე არაფერი გამოვა.მწვრთნელიც დარჩება იგივე და თუ ამ სტილს ვთამაშობთ შედეგზე ორიენტირებულს დაცვა თუ კარგი იქნება და ნახევარდაცვას უკან დაწევა არ მოუწევს მივიღებთ რაღაც ჰიბრიდულ ვერსიას:შემტევი თუ არ იქნება მთლად შედეგიანი იქნება უფრო

მაინც
0
№8
ავტორი: Svanchester
22 აპრილი 2018 17:39
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Lalana
მადლობა სვანი გაწეული მუშაობისთვის.შენ რომ არ ხარ საიტიც ერთ სტატიაზე ჩერდება ხოლმე,ამიტომ დიდი მადლობა მსგავსი შრომისთვის.იმ სტატიაზე ვეღარ გიპასუხე,მაგრამ იქ თქმულში თითქმის ყველაფერზე გეთანხმები.
რაც შეეხება გუშინდელ თამაშს.ორივე გუნდმა ტემპში დაიწყო თამაში,არც მანჩესტერი ყოფილა ცუდი,მაგრა ამის დამიუხედავად მაინც გავუშვით გოლი.რას მოჰყვა ეს გოლი?იანგის პრესინგს და პოგბას არ დაზღვეულ კაცს.პირველ ტაიმში უკეთესი იყო ტოტენჰემი,მომენტებიც შექმნეს,მაგრამ რომ ვთქვათ გვჯობდნენ და ეს თამაში მათ უნდა მოეგოთო არ იყო მასე,ასევე აქტიური იყო ერიქსენი და კეინი.რა მოხდა მეორე ტაიმში?ერიქსენი და კეინი გაანეიტრალეს,ასე თუ ისე სონიც მიაყოლეს,მაგრამ მაინც ყველაზე მწვავე სონი იყო,მთავარი ძალა კი განეიტრალებული დატოვეს,თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე გამონათებას.იმის და მიუხედავად რომ ტოტენჰემი ჩვენზე კარგათ ფლობდა ბურთს მაინც მეტჯერ დავარტყით კარში და უფრო მეტი სახიფათო მომენტიც შევქმენით,რაც მეკარის სეივებზეც აღიბეჭდა.საბოლოო ჯამში მაინც მივიღეთ თამაშის სტილი,რომელიც არავის არ მოსწონს და არავინ არის კმაყოფილი,ისევე როგორც მე,მაგრამ ამ უსახური თამაშით მაინც მოვაღწიეთ ძლივს ფინალამდე.

გაიხარე ჩემო მეგობარო.

ციტატა: Dato kutaisi
Svani მადლობა დაუღალავი შრომისთვის.იცი რაზე ვკაიფობ?ინტერვიუს რო მისცემს ეს ჩემისა და რო ვერ შეედავები გარდა იმისა რო ვერ ეტყვი რატო არ უტევ და შემტევ ფეხბურთს რატო არ თამაშობო.არადა თამაშს უყურებ და ნერვები გაგჯება.კაი ტოტენჰემთან გასაგებია რო ბოლო წამამდე შეიძლება ნერვიულობა მოგიწიოს მაგრამ აუტსაიდერებთანაც ასე რო ვართ ეგაა გასატეხი.რავი ჩემი აზრით ამ პრობლემიდან გამოსავალი დაცვის ხაზის შეცვლაა თუ გაისად შედეგი გვინდა ისე არაფერი გამოვა.მწვრთნელიც დარჩება იგივე და თუ ამ სტილს ვთამაშობთ შედეგზე ორიენტირებულს დაცვა თუ კარგი იქნება და ნახევარდაცვას უკან დაწევა არ მოუწევს მივიღებთ რაღაც ჰიბრიდულ ვერსიას:შემტევი თუ არ იქნება მთლად შედეგიანი იქნება უფრო

მაინც

კაი კაცი ხარ დავით შემოგევლე. გეთანხმები რომ სერიოზულად უნდა ჩამოყალიბდეს დაცვის ხაზი, ჟოზე რჩება, რაც ნიშნავს იმას რომ ეს ტაქტიკაც დარჩება, ტიკი ტაკას ვერ დავიწყებთ ამ კაცის შემხედვარე ჩვენ მომავალ წელსაც, იყიდოს სერიოზული მცველები რომელიც ყველა შეტევას გაანეიტრალებენ და ითამაშოს ავტობუსი მომვალ წელსაც, სხვა რა გზაა, შედეგი დადოს მაინც. ან ლიგა ან პრემიერ ლიგა. მაგრამ ერთი ვაი კიდე ისაა, რომ მოგების შემთხვევაში შესაძლოა კიდე არ გაუშვან და მერე უყურე მთელი ეს წლები ამის დაპარკინგებულ ავტობუსობანას ))
0
№9
ავტორი: ikeoni
22 აპრილი 2018 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ფინალში ჩელსი გველოდება და დედა უნდა მოვუ****
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2018 19:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლაპარაკი არ ეზარება იცოცხლეო თუ მოიგო თამაში wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top