თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2018, 13:08
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1636,
კომენტარები: 5
ბრძოლა "ლესტერის" მცველისთვის
"იუნაიტედი" დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.
ბრძოლა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" დაცვის ხაზში კორექტირების შეტანა და ახალი სახეების გამოჩენა თითქმის უკვე გადაწყვეტილია. არის ფართო სატრანსფერო სია სადაც ადგილებს წარმატებული მცველებიც იკავებენ.

ერთი ესეთი მცველი, პრემიერ ლიგის "ლესტერის" ინგლისელი მცველი ჰარი მაგუაიერია. მისი წარმატებული ასპარეზობა არც ინგლისის ნაკრებს გამოპარვია და ჰარიმ ნაკრების მაისურიც დაუყოვნებლივ მოირგო.

"იუნაიტედის" გარდა "მელიების" ფეხბურთელის შეძენა ლონდონის "ტოტენჰემს" და ასევე ლონდონის "არსენალსაც" სურს. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს. მაგუაიერი "ლესტერის" ღირსებას უკვე მეორე სეზონია იცავს.

მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ, შესაძლებელია ითქვას, რომ 25 წლის ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

25 - წლის ფეხბურთელით თავად "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინტერესედება. პორტუგალიელს პირადად სურს ჰარის "ოლდ ტრაფორდზე" გადმოყვანა.


წყარო: Thesun


დასახელებულთაგან თქვენი აზრით ვის შეიძენს "იუნაიტედი"?

მაგუაიერი
ალდერვეირელდი
უმტიტი
როუზი

ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
21 აპრილი 2018 13:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ჩემი აზრით სასტარტოს დაცვა მთლიანად უნდა შეიცვალოს.ზამენაზე დატოვებ ბაის ჯონსს ვალეს ლინდელოფს.ძირითადს ესენი ვერ ქაჩავენ ბაი კიდე ხო მარა მაგასაც აქვს ხოლმე ****ბები მარა დღესდღეობით ჩვენთან ყველას ჯობია
0
№2
ავტორი: LewisHamilton
21 აპრილი 2018 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
დაცვაში სერიოზული წმენდაა ჩასატარებელი, ერთი შეხედვით გაშვებული გოლების სტატისტიკა კარგი გვაქვს, ერთით მეტი მხოლოდ ვიდრე სიტის მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ დე ხეას ხარჯზეა ეს ყველაფერი. ნებისმიერი სხვა მეკარის პირობებში ერთი 10-15 გოლით მეტი მაინც გვექნებოდა გაშვებული ჩემი აზრით რაც სადღაც 4-5 პოზიციაზე გვამყოფებდა უკეთეს შემთხვაში. მაგუაიერი და ტოლმა არ ვიცი, სერიოზული და მაღალი კლასის მცველები გვინდა..
0
№3
ავტორი: Svanchester
21 აპრილი 2018 17:30
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ძალიან კარგი მცველია, მე მაგრად მომწონს.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
21 აპრილი 2018 17:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნაკლებად სავარაუდოა ამის ტრანსფერი ჩემი აზრით
0
№5
ავტორი: dybbuk
21 აპრილი 2018 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Dato kutaisi
ჩემი აზრით სასტარტოს დაცვა მთლიანად უნდა შეიცვალოს.ზამენაზე დატოვებ ბაის ჯონსს ვალეს ლინდელოფს.ძირითადს ესენი ვერ ქაჩავენ ბაი კიდე ხო მარა მაგასაც აქვს ხოლმე ****ბები მარა დღესდღეობით ჩვენთან ყველას ჯობია

ბაიის პრაქტიკა არააქვს, რაც ტრავმის მერე დაბრუნდა არადა არ აყენებს სასტარტოში რეგულარულად, მაგიტომაცაა ზოგჯერ მოსდის შეცდომები(მაგრამ არა უპატიებელი და თამაშისთვის გარდამტეხი), დალშე კიბატონო ყველა სკამის კაცია და ნამდვილად გვჭირდება ვინმე მაღალი დონის, იმედია ლინდელოფს პირველი სეზონის და ადაპტაციის სინდრომი ქონდა და მომავალ წელს მოიხოდება, მაგრამ მაგის იმედად დარჩენა მაინც არ შეიძლება, ალდერვეირელდს ველოდები დიდი ენთუზიაზმით მე პირადად, აბა უმტიტის ბარსამ 260 დაადო და ფაქტიირად ისედაც მცირე იყო მისი გადმოსვლის შანსი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top