თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2018, 10:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1625,
კომენტარები: 7
მოურინიოს ახალი სამიზნე "უოტფორდის" ფორვარდია
"იუნაიტედი" თავდამსხმელს უმიზნებს
მოურინიოს ახალი სამიზნე
ჟოზე მოურინიოს ადრე გაკეთებული განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელს არ შეიძენდა, თუმცა საპირისპიროს წერს პრესა.

"იუნაიტედი" პრემიერლიგური "უოტფორდის" ბრაზილიელ ფორვარდ რიჩარლისონს უმიზნებს. ბრაზილიელი პრემიერ ლიგაში გასულ წელს ბრაზილიური "ფლუმინენსე" - დან გადმობარგდა. "უოტფორდმა ფეხბურთელში 11 მილიონი ევრო გადაიხადა და 5 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.

მიმდინარე სეზონში რიჩარლისონმა ჩატარებულ 12 შეხვედრაში "უოტფორდის" 9 გოლში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი ფეხბურთელმა თავად შეაგდო ხოლო 4 საგოლე გადაცემკაც პირად ანგარიშზე მიითვალა.

გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა "იუნაიტედის" ფრანგ შემტევმა ენტონი მარსიალმა "ოლდ ტრაფორდი" დატოვოს, მოურინიოს გუნდში იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ პრაქტიკულად ლუკაკუს შემცვლელი არ ყავს, სწორედ რიჩარლისონმა შესაძლოა ეს ადგილი დაიკავოს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, პრემიერ ლიგის პირველივე სეზონში ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პუბლიკაზე.

რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, "უოტფორდი" ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს. სწორედ დასახელებული თანხის გადახდა მოუწევს "იუნაიტედს" 20 წლის ფეხბუთელის შეძენის შემთხვევაში.


წყარო: Thesun


გსურთ რიჩარლისონი "იუნაიტედში"?

დიახ
არა

ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Paulscholes1
21 აპრილი 2018 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Es normaluria es martla avadmyofi? Marsials ushvebs da risharlosons yidulobs!

Gamoxtes sheizleba vinme da ityvis jobia marsialso
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
21 აპრილი 2018 11:51
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ახლა გაიგე რო არაა ნორმალური? მარსიალს უშვებს. რაშფორდი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. მზადაა პოგბაც გაუშვას და სამაგიეროდ რიჩარლისონით ინტერესდება :) ეს რიჩარლოსნი თუ ვიღაც ჭ კლასი კი არა,ფეხბურთელებტან დაალაგე სიტუაცია და ნორმალური ფეხბური ათამაშე გუნდს. თორე ეს სეზონიც და მიგითითებენ კარისკენ. წადი მერე იტალიაში ჩაიბარე სპალი ან ბენევენტო და თუგინდა შენც დაცვაში ჩადექი მთელ გუნდთან ერთად.
0
№3
ავტორი: Svanchester
21 აპრილი 2018 12:09
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ამ ტრანსფერის არსი სინამდვილეში სხვა რაღაც არის. საქმე იმაში არაა რო რიჩარლისონი ჯობია მარსიალს და იმიტო უშვებს მარსიალს და ყიდულობს რიჩარლისონს. აქ ის მომენტია რომ მარსიალი არ ჯდება სათადარიგოზე და იმიტო ყიდის ხოლო რიჩარლისონი სულ მარტივად დაჯდება სკამზე და დაელოდება მის შანსებს.
0
№4
ავტორი: The Special One
21 აპრილი 2018 13:42
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იდეალური იქნება სკამისთვის,არც პრეტენზია ექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№5
ავტორი: LewisHamilton
21 აპრილი 2018 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
კაი სკამზე თანახმაა რო იჯდეს(რაც ჯერ კიდევ საკითხავია), მერე? ვიღაც ჭ კლასის ფეხბურთელი რომ გვიზის სკამზე რაღაც დისკომფორტს მიქმნის მე პირადად და თქვენი არ ვიცი.. აი სკამზე სოლსკიაერი და ჩიჩა რომ გვეჯდა მაშინ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ვიცოდი როცა გუნდს დასჭირდებოდა ზამენის ფეხბურთელსაც შეეძლებოდა თამაშში გარდატეხის შეტანა და ახლა არ ვიცი რა ვიფიქრო. კი მარსიალი მეცოდება მეც სკამისთვის, მაგრამ მაღალი დონის და პოტენციალის მქონე ფეხბურთელი ვიღაც რიჩალსონში გაცვალო არ ვიცი.. პლიუს იმ გარემოების გათვალისწინებით რომ გუნდს გოლის გატანა ისედაც უჭირს და სკამზე ზუსტად ისეთი ფეხბურთელი გვჭირდება ვინც დამატებით მუხტს შემოიტანს თამაშში როცა საჭირო გახდება..
0
№6
ავტორი: Paulscholes1
21 აპრილი 2018 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Tqveni ar vici mara zmebo es chmourinho tu darcha me momaval sezonshi arafris imedi ar maq,sito isev ise gagviswrebs tu metit ara.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
21 აპრილი 2018 17:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
11 მილიონად იყიდეს და 40-ად ყიდიან, ამას ქვია მოგება wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top