თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2018, 21:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1501,
კომენტარები: 5
პერეირა: "იუნაიტედში" თამაში მსურს"
ფეხბურთელმა კლუბში დაბრუნების სურვილი გაქმოთქვა.
პერეირა:
"იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანდრეას პერეირამ, რომელიც "ვალენსიას" ღირესებას არენდის წესით იცავს დაადასტურა, რომ "ღამურებს" მასთან მუდმივი კონტრაქტის გაფორმება სურთ, მაგრამ მას ურჩევნია დაბრუნდეს "ოლდ ტრაფორდზე" ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატში დარჩეს.

"ვალენსიას" წარმომადგენლები ჩემ აგენტს გაესაუბრნენ და მას გამოუთქვეს სურვილი იმის შესახებ, რომ მათ ჩემი კონტრაქტის საბოლოოდ გამოსყიდვა სურთ. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოდ მისაღები იყო, მაგრამ ზოგადად მთელი ამბავი ბევრად უფრო სხვანაირადაა ვიდრე ამას სპორტული გაზეთები წერენ.

ხალხმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებება ვითხოვე, მაგრამ ამგვარი რამ არ გამიკეთებია. მე ხშირად ვესაუბრები ჩემ ამჟამინდელ მწვრთნელს, კარგად გვესმის ერთმანეთის, თუმცა მე ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ, ჩემი კონტრაქტი 2020 წლამდეა, ხოლო ჩემი ამბიცია არის "იუნაიტედისკენ" მიმართული. მე არ ვეცდები დავტოვო "ოლდ ტრაფორდი".

"ახლა უკეთესი ფეხბურთელი ვარ. მუდმივად ვთამაშობდი მაღალი დონის გუნდში, გუნდში სადაც გამარჯვება ყოველთვის სურთ. ყველაფერთან ერთად ძლიერი მენტალობაც გამოვიმუშავე".
- ციტირებს Sky Sports - პერეირას სიტყვებს

მიმდინარე სეზონში, 22 წლის პერეირამ "ვალენსიას" შემადგენლობაში 28 მატჩში ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.


წყარო: manutd.ru


გსურთ თუ არა პერეირას დაბრუნება?

დიახ
არა

ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
20 აპრილი 2018 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
აქ ისეთი კონკურენციაა მემგონი შანსი საერთოდ არ ექნება, ისევ ჯობია მისთვის თუ ესპანეთში დარჩება.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 22:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ მოურინიოს რას გადაწყვეტს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა პირველი გუნდის წევრი გახადოს
0
№3
ავტორი: Svanchester
20 აპრილი 2018 22:40
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ისევ სათადარიგო სკამი თუ უნდა მოვიდეს.
0
№4
ავტორი: Lalana
21 აპრილი 2018 00:22
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
არ ვიცი მაურინიო ამას რამდენად მისცემს შანს.გააჩნია ვინები წავლენ და ვინები მოვლენ,მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც ვფიქრობ რომ უკეთესი დონის ფეხბურთელები გვჭირდება,თუ შეცვლებზე შემოვა ხლმე წინააღმდეგი სრულიადაც არ ვიქნები.
0
№5
ავტორი: gaga1987
21 აპრილი 2018 09:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
აქ შანსი არაქვს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top