თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2018, 19:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1788,
კომენტარები: 4
მოურინიოს პრესკოფერენცია
ჟოზე მედიას სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.
მოურინიოს პრესკოფერენცია
"უემბლიზე" შაბათს გასამართი მატჩის წინ ჟოზე მოურინიო მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა.

ჟურნალისტებთან და "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას პორტუგალიელმა სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა, რომელთა ნაწილიც სხვა სტატიებშია წარმოდგენილი, დარჩენილ საკითხებს კი ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ...

"იუნაიტედის" ქომაგები "უემბლიზე"

"თუ 30 ათასი გულშემატკივარი ისეთივე იქნება, როგორც ათასი და 2 ათასი, რომელიც გასვლით მატჩებში დაგვყვება, სახლში ვიქნებით კი არა, უფრო მეტი მხარდაჭერაც გვექნება. ეს მათ მიდგომაზე, მაგრამ ჩვენზეც არის დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ ვითამაშებთ, როგორ ვიბრძოლებთ, მატჩის ყოველ წამს როგორ მივუდგებით. ვფიქრობ, გულშემატკივრებზე ესეც მოახდენს გავლენას."

შედეგი "ბორნმუთთან"

"ვფიქრობ, კარგი შედეგი იყო, რადგან მატჩების წაგება და მითუმეტეს, ზედიზედ ორის, არ გვიყვანს, ამიტომ როცა აგებ ერთს, მაგრამ იგებ მეორეს, მინიმუმ ნეგატიურ დინამიკას არღვევს, რაც კარგია. მაგრამ ეს შედეგი კარგი იყო მენტალური მხრივაც, რადგან ჩვენი მიზანი - ოთხეულში მოხვედრა ძალიან, ძალიან ახლოსაა და ამ შედეგმა მეორე ადგილზე გასვლის შანსიც მოგვცა, რაც ასევე ჩვენი მიზანია."

ნახევარფინალების სასიამოვნო შედეგები

"იმდენი ნახევარფინალი მითამაშია, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი მათი მოგების საიდუმლო. უბრალოდ ვგრძნობ, რომ უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშო, რათა მენტალურად სცე პატივი პლეი-ოფის მნიშვნელობას. ეს "ტოტენჰემია", ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მაგრამ ჩემპიონშიპის გუნდიც რომ ყოფილიყო, მაინც იგივე დამოკიდებულება მექნებოდა. ნახევარფინალი ნახევარფინალია და ვალდებული ხარ, უმაღლეს დონეზე იყო."

თასის მაგიურობა

"მხოლოდ ერთხელ მოვიგე, მაგრამ ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე დიდებულად ვგრძნობ თავს და ყველაფერი უნდა გავიღოთ მის მოსაგებად, მაგრამ ჯერ ფინალში გასვლაა ჩვენი მიზანი, მატჩის შემდეგ კი პრემიერ ლიგის ოთხი ტური გვაქვს, რომელზეც ასევე უნდა ვიფიქროთ."

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
20 აპრილი 2018 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მხოლოდ მოგებას ველი და თან იმედი მაქვს დამაჯერებელსაც. თუმცა იმდენად გვჭირდება ერთი ტიტული მაინც რომ ყველანაირ მოგებაზე ვარ თანახმა.
0
№2
ავტორი: Svanchester
20 აპრილი 2018 22:42
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
კარგი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი რომ ყოფილიყო ))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 23:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტოტენჰემთან ცუდი თამაში უკვე აღარ იქნება საპატიო, აუცილებლად უნდა მოიგონ
0
№4
ავტორი: Phil Jones
21 აპრილი 2018 13:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ტოტალიზატორის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ დღეს დიდი კუში აქვს იუნაიტედს და ხელიდან არაა გასაშვები, საერთოდ ზოგადად ესეთ გუნდებს როგორიცი უნაიტედია და გრანდები, რეალი, ბარსა, ბაიერნი და ა.შ როდესაც ფორმაში არარიიან და დიდი კუში აქვთ მაინც უნდა დაუდო )))) არავის მოგიწოდებთ უბრალოდ აზრი გამოვხატე )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top