ჟოზე მედიას სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.
"უემბლიზე" შაბათს გასამართი მატჩის წინ ჟოზე მოურინიო მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა.
ჟურნალისტებთან და "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას პორტუგალიელმა სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა, რომელთა ნაწილიც სხვა სტატიებშია წარმოდგენილი, დარჩენილ საკითხებს კი ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ...
"იუნაიტედის" ქომაგები "უემბლიზე""თუ 30 ათასი გულშემატკივარი ისეთივე იქნება, როგორც ათასი და 2 ათასი, რომელიც გასვლით მატჩებში დაგვყვება, სახლში ვიქნებით კი არა, უფრო მეტი მხარდაჭერაც გვექნება. ეს მათ მიდგომაზე, მაგრამ ჩვენზეც არის დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ ვითამაშებთ, როგორ ვიბრძოლებთ, მატჩის ყოველ წამს როგორ მივუდგებით. ვფიქრობ, გულშემატკივრებზე ესეც მოახდენს გავლენას."
შედეგი "ბორნმუთთან""ვფიქრობ, კარგი შედეგი იყო, რადგან მატჩების წაგება და მითუმეტეს, ზედიზედ ორის, არ გვიყვანს, ამიტომ როცა აგებ ერთს, მაგრამ იგებ მეორეს, მინიმუმ ნეგატიურ დინამიკას არღვევს, რაც კარგია. მაგრამ ეს შედეგი კარგი იყო მენტალური მხრივაც, რადგან ჩვენი მიზანი - ოთხეულში მოხვედრა ძალიან, ძალიან ახლოსაა და ამ შედეგმა მეორე ადგილზე გასვლის შანსიც მოგვცა, რაც ასევე ჩვენი მიზანია."
ნახევარფინალების სასიამოვნო შედეგები"იმდენი ნახევარფინალი მითამაშია, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი მათი მოგების საიდუმლო. უბრალოდ ვგრძნობ, რომ უმაღლეს დონეზე უნდა ითამაშო, რათა მენტალურად სცე პატივი პლეი-ოფის მნიშვნელობას. ეს "ტოტენჰემია", ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მაგრამ ჩემპიონშიპის გუნდიც რომ ყოფილიყო, მაინც იგივე დამოკიდებულება მექნებოდა. ნახევარფინალი ნახევარფინალია და ვალდებული ხარ, უმაღლეს დონეზე იყო."
თასის მაგიურობა"მხოლოდ ერთხელ მოვიგე, მაგრამ ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე დიდებულად ვგრძნობ თავს და ყველაფერი უნდა გავიღოთ მის მოსაგებად, მაგრამ ჯერ ფინალში გასვლაა ჩვენი მიზანი, მატჩის შემდეგ კი პრემიერ ლიგის ოთხი ტური გვაქვს, რომელზეც ასევე უნდა ვიფიქროთ."
წყარო:
manutd.com