თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2018, 18:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1361,
კომენტარები: 4
მოურინიო: "ტოტენჰემს" უპირატესობა არ აქვს"
მოურინიო სტადიონის უპირატესობას არ აღიარებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ გააქარწყლა მოსაზრება იმის შესახებ, რომ "ტოტენჰემს" "უემბლიზე" თამაშის გამო ინგლისის თასის ნახევარფინალში უპირატესობა აქვს.

"დეზები" მიმდინარე სეზონში ეროვნულ სტადიონს იყენებენ საშინაო არენის სტატუსით და მიუხედავად იმისა, რომ მათი ახალი "უაით ჰართ ლეინი" უკვე აშენდა, საფეხბურთო ასოციაციამ უარი განაცხადა 9-წლიანი ტრადიციის დარღვევასა და ნახევარფინალის სხვა სტადიონზე დანიშვნაზე.

პრემიერ ლიგის ეგიდით ამავე სტადიონზე შემდგარ მატჩში "იუნაიტედი" უშანსოდ დამარცხდა "ტოტენჰემთან", მაგრამ მოურინიომ გაიხსენა თავისი შედეგები ესპანეთსა და იტალიაში მუშაობის პერიოდიდან.

მოურინიო "ინტერმა" 2010 წელს კოპა იტალიას ფინალში "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" დაამარცხდა, 3 წლის შემდეგ კი მისი "რეალი" მადრიდის "ბერნაბეუზე" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა კოპა დელ რეის ფინალში.

"მისმინეთ, "რომას" სტადიონზე "რომას" წინააღმდეგ ერთი თასის ფინალი ვითამაშე და მოვიგე. მე ვითამაშე თასის ფინალი სახლში და წავაგე.

ასე რომ, არა მგონია, ასეთ დიდ მომენტებში, ნახევარფინალსა და ფინალში, ამან უპირატესობა შექმნას. ზოგიერთ ქვეყანაში სათასო ნახევარფინალებიც კი კენჭისყრით ტარდება და ან სახლში თამაშობ ან გასვლაზე, მაგრამ არა ნეიტალურ სტადიონზე, როგორც ეს ინგლისშია, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია.

ასე რომ, "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩს ისევე ვუდგები, როგორც "ჰადერსფილდი-"მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩს მივუდექი მეხუთე რაუნდში და როგორც "იუნაიტედი"-"ბრაიტონს" - მეოთხედფინალში "ოლდ ტრაფორდზე", ხან სახლში თამაშობ, ხან გასვლაზე.

ამჯერად გასვლაზე გვიწევს, მაგრამ ვერავითარ უპირატესობას ვერ ვხედავ, იგივეა, რაც "ოლდ ტრაფორდზე" თამაში".


თუკი "დეზები" "იუნაიტედს" დაამარცხებენ, მოურინიო ბოლო 15 სეზონში მესამე უტიტულო სეზონს ჩაატარებს. "იუნაიტედის" მწვრთნელი არ აღიარებს, რომ მარცხი კატასტროფა იქნება.

"არა", უპასუხა, როცა ამის შესახებ ჰკითხეს".

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
20 აპრილი 2018 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ვერ არის ეს დალაგებული.. თურმე სტადიონის ატმოსფერო არაფერს ქმნის მითუმეტეს სათასო თამაშებზე? პირველად მოვისმინე მგონი ასეთი რამ. ანუ არ აქვს მნიშვნელობა უფრო დიდი მხარდაჭერა რომელ გუნდს ექნება? და არც არაფერი დაიქცევა იმით თუ ვერ მოვიგებთ? აბა მითხარით ახლა რომელიმე მოურინიოს მხარდამჭერმა, ნორმალური და საღ გონებაზე მყოფი მწვრთნელი ასეთ განცხადებებს უნდა აკეთებდეს მნიშვნელოვანი მატჩის წინ?..
0
№2
ავტორი: LASHQARA
20 აპრილი 2018 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ამას ბიჭო შიგ ააქ სადაც ვარჯიშობ და მეტ დროს ატარებ იასნია იმ სტადიონზე უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, დებილია ეს დედა მ-ო-ტ-ყ-ნ-უ-ლი და ჩვენც უნდა რო დაგვადებილოს, წადი რა სერია ა-ში და ატალანტა გაწრთვენი შენი დედა მო-ვ-ტყ-ან. am
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 23:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კატასტროფამდე აღარაფერი დააკლდება მაგ თასის მოგებაც თუ ვერ შეძლეს
0
№4
ავტორი: Paulscholes1
21 აპრილი 2018 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Imdenis sheni deda ro totenhems aqvs upiratesoba tavisi sdadionit jer erti, da meorec michirs amis dawera mara faqtia miuxedavad imosa ro maniu totenhemze winaa cxrilshi mainc totenhemi uketes fexbirts tamashobs da meti shansi aqvs. Izvinit zmebo mara ese mgonia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top