თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2018, 18:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1635,
კომენტარები: 10
ჟოზე ვენგერის წასვლას გამოეხმაურა
მოურინიო იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები ფრანგს სათანადო პატივისცემას გამოუხატავენ.
ჟოზე ვენგერის წასვლას გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიომ არსენ ვენგერისადმი თავისი პატივისცემა არ დამალა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზავი სეზონის ბოლოს "არსენალიდან" წასვლის შემდეგ ფეხბურთში დარჩება.

ვენგერმა დღეს განაცხადა, რომ თავის 22-წლიან კარიერას ასრულებს და "ტოტენჰემთან" მატჩის წინა პრესკოფერენციაზე მოურინიოს სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს.

"ჩემი მოწინააღმდეგეებისთვის ყოველთვის კარგი მსურს. თუკი ბედნიერია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თუკი ეძებს თავისი ცხოვრების ეტაპზე კარიერის სხვა მწვერვალს, მეც ბედნიერი ვარ. თუ ის დამწუხრებულია, მეც ვწუხვარ.

"არსენალი" მრავალი წლის განმავლობაში იყო სერ ალექსის ეპოქის დიდი მეტოქე, თუ შეიძლება ასე ითქვას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კლუბი მისტერ ვენგერს საკადრის პატივისცემას გამოუცხადებს.

ვიცი, რასაც ნიშნავს პრემიერ ლიგის სამი ტიტული, შვიდი ინგლისის თასი და არა მარტო ეს; ასევეა ისიც, რაც მან მოუტანა იაპონიას, საფრანგეთს, ფრანგულ ფეხბურთს, "არსენალს" მაშინაც კი, როცა პრემიერ ლიგის მოუგებელი პერიოდი იყო, მთელი ეს გარდასახვა კლუბისა, სტადიონიდან სტადიონამდე, ყველაფერი, რაც მან გააკეთა.

ასე რომ, კვლავაც ვამბობ, თუ ის ბედნიერია გადაწყვეტილებით, მეც ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, ფეხბურთიდან არ წავა".

მოურინიოს არაერთხელ ჰქონია სიტყვიერი დაპირისპირება ვენგერთან, როცა "ჩელსისა" და "იუნაიტედს" წვრთნიდა და მას ჰკითხეს, წარსულში მომხდარ ინციდენტებს თუ ნანობდა.

"სინანული არაფერ შუაშია. თქვენი შეკითხვა ნათლად ასახავს იმ ადამიანს, ვინც ამ მდგომარეობაში არ ყოფილა. თქვენ არასდროს ყოფილხართ მწვრთნელი, არც ფეხბურთელი და არ იცით, როგორ პატივს ვცემთ ერთმანეთს მაშინაც კი, როცა საპირისპირო ჩანს.

მწვრთნელი ჰგავს იმ ფეხბურთელს, ვინც ყვითელ ან წითელ ბარათს იღებს აგრესიის, ან სხვის წინააღმდეგ გამოვლენილი ქმედებისა თუ ცუდი სიტყვის გამო. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ერთმანეთს პატივს სცემენ ისინი, ვისაც ერთმანეთთან პრობლემა აქვს.

ეს არის ძალაუფლება ძალაუფლების წინააღმდეგ, ეს არის ხარისხი ხარისხის წინააღმდეგ, ეს არის ამბიცია ამბიციის წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც ერთი და იმავე საქმის მკეთებელი ხალხია, ურთიერთპატივისმცემი ხალხია, ერთმანეთის კარიერის პატივისმცემელი ხალხია, ასე რომ, სინანული არაფერ შუაშია.

ეს მოხდა - მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ პატივს ვცემ ადამიანს, პატივს ვცემ პროფესიონალს და მის კარიერას. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზოგიერთს მოკლე მეხსიერება აქვს, მაგრამ ნამდვილი ფეხბურთის კაცებს სულაც არ აქვთ მოკლე მეხსიერება და არც მე მათ შორის."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 აპრილი 2018 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რა დიპლომატია ეს ოხერი:))
0
№2
ავტორი: LewisHamilton
20 აპრილი 2018 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ყოველთვის სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს კი ათამაშებდა ვენგერი გუნდს, ყოველთვის მომწონდა ეს მასში. თუნდაც ეს სეზონი რომ ავიღოთ, კი გაცილებით ცუდ პოზიციაზე არიან ვიდრე ჩვენ მაგრამ მხოლოდ 3ით ნაკლები გოლი აქვთ გატანილი. უკეთესი შემადგენლობა რომ ჰყოლოდა მეტსაც მიაღწევდა მაგრამ სულ კარგავდა გუნდის ლიდერებს და ა.შ. მოურინიოს სვარკას კი ვამჯობინებდი ნამდვილად ვენგერის სტილს. ისე საკუთარ თავზე ვოცდები ხოლმე, სევილიასთან თამაშამდე საკმაოდ ვიცავდი მოურინიოს იმიტო რო ასე თუ ისე რაღაც შედეგს მაინც დებდა და სულ ვაჯერებდი თავს რომ აი ხვალ, აი ზეგ რაღაც პროგრესს დავინახავდი მაგრამ იმის მერე რაც სევილიასთან თამაშში ვნახე და მერე პლიუს რაც პრესკონფერენციაზე მოვისმინე მგონი ამის გაგდების ყველაზე დიდი მსურველი გავხდი. აგერ დაჟე ვენგერიც კი ვისურვე წამით მის ნაცვლად)))
0
№3
ავტორი: Lalana
20 აპრილი 2018 19:28
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: LewisHamilton
რიან ვიდრე ჩვენ მაგრამ მხოლოდ 3ით ნაკლები გოლი აქვთ გატანილი

სამით ნაკლები გოლი აქვთ გატანილი და ცხრამეტით მეტი აქვს გაშვებულიდა ასევე შვიდი თამაშით მეტი გვაქვს მოგებული,ამიტომ არსენალი ჩვენ გვერდით დგომას დღევანდელ სეზონში ნამდვილად არ იმსახურებს.დანარჩენში კი გეთანხმები,საკმაოდ ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს არსენალს,მაგრამ ეს ლამაზი ფეხბურთი რომ არ კმარა შედეგის დასადებად კი ვიცით ყველამ.ამას რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდეს და შეეძლოს გუნდი უმაღლესი დონისთვის აბრძოლოს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენ გუნდში,მაგრამ ნამდვილად არ მინდა ეგ კაცი აქ.ძალიან კარგი შანსი ჰქონდა იმ წელს როდესაც ლესტერი გახდა ჩემპიონი,იმ დროს თითოეულ გრანდს უსაზიზღრესი სეზონი ჰქონდა,მაგრამ ასეთი დაბალი დონის ჩემპიონატშიც კი ვერ შეძლო პირველობის მოპოვება.
0
№4
ავტორი: Svanchester
20 აპრილი 2018 22:48
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
არსენალს ეს კაცი ფულის საჭრელ მანქანად ყავდა. რა ტალანტები ყავს ტიპს გაჩითული აღზრდილი და გაყიდული. ნუ უდავოდ კარგი მწვრთნელია. უნდა გააგრძელოს კიდე კარიერა.
0
№5
ავტორი: LASHQARA
20 აპრილი 2018 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ყველაზე კომფორტული მწვრთნელი ფეხბურთელისთვის ასე დავახასიათებდი ამ კაცს და ესეთია ის ჩემ წარმოდგენაში, ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, მასზე განაწყენებული ფეხბურთელი მე არ მახსენდება არცერთი, წარმატებები არსენ love შენ ნამდვილად დარჩები არსენალის და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში როგორც ერთერთი გამორჩეული მწვრთნელი love am
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 23:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვენგერის ღვაწლი ნამდვილად დასაფასებელია
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
20 აპრილი 2018 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
წარმატებები ვენგერ შენ ნამდვილად იმსახურებ კარგ გაცილებას არსენალიდან ნამდვილათ იყავი ჩვენი კონკურენტი ერთ დროს და ქონდა კარკზე კარგი სეზონები 2003-2004 წლები შეძელი ის რაც ვერცერთმა ვერ შეძლო წაუგებლად დაამთავრე სეზონი და გუნდს ოქროს ეპლი მოაგებინე ამისთვის კმარა შენი დიდება რო აღიარონ წარმატები არს გაფასებ
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
21 აპრილი 2018 07:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ყველაზე დაუფასებელი მწვრთნელია ჩემი აზრით.ინკუბატორის დირექტორი იყო 22წელი.აკადემიიდან ტიპებს ჩითავდა და უზარნაზარ ფულს აკეთებინებდა გუნდს.მაგრამ რად გინდა ამ ინკუბატორის უფროსებს არ უნდოდათ შედეგები თორე აწყობილ გუნდს კაცი დაანგრევს?თან რამდენჯერ დაუნგრიეს.მოკლედ ისტორიას რო დარჩები ვენგერ ვიცი მარა მეტი არ ვიცი
0
№9
ავტორი: VALERI.s
21 აპრილი 2018 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: LewisHamilton
ყოველთვის სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს კი ათამაშებდა ვენგერი გუნდს, ყოველთვის მომწონდა ეს მასში. თუნდაც ეს სეზონი რომ ავიღოთ, კი გაცილებით ცუდ პოზიციაზე არიან ვიდრე ჩვენ მაგრამ მხოლოდ 3ით ნაკლები გოლი აქვთ გატანილი. უკეთესი შემადგენლობა რომ ჰყოლოდა მეტსაც მიაღწევდა მაგრამ სულ კარგავდა გუნდის ლიდერებს და ა.შ. მოურინიოს სვარკას კი ვამჯობინებდი ნამდვილად ვენგერის სტილს. ისე საკუთარ თავზე ვოცდები ხოლმე, სევილიასთან თამაშამდე საკმაოდ ვიცავდი მოურინიოს იმიტო რო ასე თუ ისე რაღაც შედეგს მაინც დებდა და სულ ვაჯერებდი თავს რომ აი ხვალ, აი ზეგ რაღაც პროგრესს დავინახავდი მაგრამ იმის მერე რაც სევილიასთან თამაშში ვნახე და მერე პლიუს რაც პრესკონფერენციაზე მოვისმინე მგონი ამის გაგდების ყველაზე დიდი მსურველი გავხდი. აგერ დაჟე ვენგერიც კი ვისურვე წამით მის ნაცვლად)))

გეთანხმები ძმაო და მეც დიდი იმედი მქონდა რომ ორ მატჩიან დუელებს მარტივად გაუმკლავდებოდა გუნდი მაგრამ პირველივე თამაშში ჩაისვარეს და ამიტომაც სევილიას მერე მიმაჩნია რომ ყოვლად უვარგისი მწვრთელია მანჩესტერისთვის. ერთადერთი იმის იმედი მაქვს რომ დაცვას ააწყობს და კედელივით დაცვას გადააბარებს შემდეგ მწვრთნელს. რომელიც (დიდი იმედი მაქვს) შემტევის სტილის იქნება და თავდასხმას კიდე ის მოხოდავს, რესურსი დიდი გვაქვს შეტევის!
1
№10
ავტორი: Dato kutaisi
21 აპრილი 2018 09:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: VALERI.s

ეხ ჩემო ძმაო მაგის იმედი მქონდა მეც რო დაცვა რომელიც ვიდიჩი ფერდინანდის მერე არ შეცვლილა ეს დააყენებდა ამ სუსტ რგოლს ფეხზე და ამ გარდამავალ ეპოქაში დიდი პანჩური იქნებოდა მაგრამ ეგეც ვერ მოაგვარა.გადავყევით ამ გაპიარებული ფეხბურთელების მოყვანას და დაგვრჩა ცალცალკე მოთამაშე ხუშტურიანი ნახევარდაცვა და თავდასხმა.დაცვა იგივე დარჩა და რომ არა დეხეა ალბათ მეექვსე მეშვიდე ადგილზე ვიქნებოდით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top