თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2018, 18:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1330,
კომენტარები: 6
"იუნაიტედის" უჩვეულო სამზადისი
მოურინიომ მატჩის წინა პროცედურები გაამჟღავნა.
ჟოზე მოურინიომ არ დამალა "ტოტენჰემთან" მატჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მზადების პროცესი.

"წითლები" პრემიერ ლიგის გუნდს ინგლისის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე ხვა დაუპირისპირდებიან და 19 მაისს ფინალში მოხვედრას ეცდებიან.

"იუნაიტედს" "მამლებთან" შედარებით ერთით ნაკლები დღე ჰქონდათ მატჩისთვის მოსამზადებლად. "ტოტენჰემი" სამშაბათს ეთამაშა თავის მეტოქეს, მეორე დღეს კი "იუნაიტედმა" "ბორნმუთს" სტუმრად მოუგო, რის შემდეგაც პირდაპირ ლონდონში გაემგზავრა, სადაც "ფულჰემის" სავარჯიშო ბაზაზე ივარჯიშა.

კლუბის ოფიციალური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მოურინიომ მადლობა გადაუხადა "კოტეჯერების" მთავარ მწვრთნელ სლავისა იოკანოვიჩს, რომელმაც საუკეთესო პირობები შეუქმნა "იუნაიტედს" სეზონის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოსამზადებლად.

"პირველ ყოვლისა, მადლობა "ფულჰემს", რადგან მათ საუკეთესო პირობები შეგვიქმნეს. გუშინ მათი სტადიონი, "კრეივენ კოტეჯი" გამოვიყენეთ, დღეს კი სავარჯიშო ბაზაზე გასვლის უფლება ვითხოვე და მწვრთნელმა, იოკანოვიჩმა მათი საუკეთესო მოედანი დამითმო, რის გამოც მადლობას ვუხდი "ფულჰემს" და იოკას.

ვფიქრობ, უბრალოდ კარგია, რომ "ბორნმუთთან" მატჩის შემდეგ მანჩესტერში დაბრუნების, ფრენის, სახლში წასვლის, მომდევნო დღეს ისევ გამოსვლისა და ლონდონში დაბრუნების ნაცვლად პირდაპირ ლონდონში წამოვედით. აქ ერთად და მშვიდად ვემზადებით მატჩისთვის",
- განაცხადა მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 აპრილი 2018 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
კაი გამოსავალი უპოვია...მაგარი იგრა გველოდება am
0
№2
ავტორი: LewisHamilton
20 აპრილი 2018 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ვნახოთ ერთი როგორ ათამაშებ გუნდს ხვალ. ცოტა "ხასიათის" გუნდია ტოტენჰემი, ხან ძალიან შეკრულად და კარგად თამაშობენ, ხან კიდე უბრალოდ აგდებენ თამაშებს. იმედია იღბალი გაგვიღიმებს, მაგრამ ტოტენჰემთან გასვლაზე წელს უკვე გვაქვს მწარე გამოცდილება. მათაც ეს ერთი ტიტული შემორჩათ მოსაგებად ასე რომ ნამდვილად იბრძოლებენ.
0
№3
ავტორი: stepno
20 აპრილი 2018 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
თერთმეტმეტრიანების სერია მარტო მე მგონია ეს თამაში?
0
№4
ავტორი: Svanchester
20 აპრილი 2018 22:51
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მგონია რომ დარჩენილ მატჩებში ავტობუსს აღარ გამოიყენებს. ავტობუსს მაშინ იყენებს როდესაც მნიშვნელოვან ბრძოლაშია. სეზონს უკვე აზრი დაეკარგა, პრემიერ ლიგა დასრულებულია, ამ თასის ვერ მოგებაც არაფერს ნიშნავს. ეხლა უნდა იზრუნოს იმაზე თუ როგორ მიაღებინოს სიამოვნება კარგი თამაშით გულშემატკივარს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 23:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოკლედ ხარისხიანი ფეხბურთი უნდა აჩვენონ, იმედია ახსოვთ ტოტენჰემთან ბოლოს გამართული თამაში
0
№6
ავტორი: Paulscholes1
21 აპრილი 2018 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Gaajvi chmouriniooooo.mzuls es kaci ukve
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top