თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2018, 16:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2136,
კომენტარები: 13
პოგბას მსურველს ამ თანხის გადახდა მოუწევს
"იუნაიტედმა" პოგბას კოლოსალური თანხა დაადო.
პოგბას მსურველს ამ თანხის გადახდა მოუწევს
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობას პოლ პოგბას გაყიდვით შეუძლია კოლოსალური თანხა გამოიმუშავოს. იტყობინება ცნობილი გამოცემა Daily Mail.

წყარო იუწყება, რომ "წითელი ეშმაკები" მზად არიან 25 წლის ფეხბურთელი 160 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმონ. გავრცელებული ცნობების მიხედვით, პოგბას წასვლის მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიოსთან დაპირისპირებაა. როგორც ჩანს ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გაყიდვით აპირებს ამ დაპირისპირების მოგვარებას.

ამ სეზონში, პოგბამ პრემიერ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემაც გააკეთა. რაც შეეხება მისი ყიდვის მსურველ გუნდებს, ისინი მრავლად არიან. ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი შეიძლება ჩაითვალოს ფრანგული "პსჟ".

თავად ფეხბურთელმა აქამდე განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" კრიშტიანუ რონალდუსთან სურს ასპარეზობა.


წყარო: euro-football


ვინ უნდა იყოს მოურინიოს შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი?

პოჩეტინო
მაურისიო სარი
ზიდანი
კლოპი

ჭორები
13 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
20 აპრილი 2018 17:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ახლა ამის წასვლა არივარგებს,მაგრამ არც ის ივარგებს ამან მის ნებაზე იპარპაშოს.მეტი პროფესიონალიზმია საჭიროოო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: LewisHamilton
20 აპრილი 2018 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
კაი გავუშვით პოგბა, მერე? არის ბაზარზე ასეთი დონის და ასაკის ფეხბურთელი ასეთ ფასად ხელმისაწვდომი? არ მევასება რა ეს უაზრო გადაწყვეტილებით რომ ცდილობენ პრობლემის ვითომ მოგვარებას.. თუ ხელმძღვანელობას რამეზე უწუხს გული პირველ რიგში საკუთარ იდიოტობაზე ჯობია დამწუხრდნენ. ვერ იყო კარგი გათვლა მოურინიოს გუნდში მოყვანა. კიბატონო ასე თუ ისე მოიესის და ვან გაალის საშინელებების მერე რაღაც შედეგი კი დაიდო მაგრამ რის ფასად? რამისაა ყოველი მოგებული თამაშის ბოლო წუთებზეც რომ გული გვიფრიალებს და მასიურად აღარ გვინდება ჩვენთვის საყვარელი გუნდის თამაშების ყურება? არ ვიცი რაა, გრძელვადიან პერსპექტივაში ასე გაგრძელება ვერ წარმომიდგენია.
0
№3
ავტორი: dybbuk
20 აპრილი 2018 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ციტატა: LewisHamilton
კაი გავუშვით პოგბა, მერე? არის ბაზარზე ასეთი დონის და ასაკის ფეხბურთელი ასეთ ფასად ხელმისაწვდომი? არ მევასება რა ეს უაზრო გადაწყვეტილებით რომ ცდილობენ პრობლემის ვითომ მოგვარებას.. თუ ხელმძღვანელობას რამეზე უწუხს გული პირველ რიგში საკუთარ იდიოტობაზე ჯობია დამწუხრდნენ. ვერ იყო კარგი გათვლა მოურინიოს გუნდში მოყვანა. კიბატონო ასე თუ ისე მოიესის და ვან გაალის საშინელებების მერე რაღაც შედეგი კი დაიდო მაგრამ რის ფასად? რამისაა ყოველი მოგებული თამაშის ბოლო წუთებზეც რომ გული გვიფრიალებს და მასიურად აღარ გვინდება ჩვენთვის საყვარელი გუნდის თამაშების ყურება? არ ვიცი რაა, გრძელვადიან პერსპექტივაში ასე გაგრძელება ვერ წარმომიდგენია.

პრობლემა ჩემი აზრით თვითონ ხელმძღვანელობაშია, კიბატონო მესმის რომ მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს გუნდის შემადგენლობა მეტნალკებად, მაგრამ აქ აბსოლუტურად სხვაგვარადაა საქმე, გუნდის სათამაშო ხარისხი ძალიან დაბალია მის სახელთან და ამბიციებთან შედარებით თან ეს მაშინ როცა თითქმის ნახევარი მილიარდი ფუნტი დაიხარჯა. ამ გუნდს ჯიუტი ხალხი ღუპავს, თორე აბა სხვა რა გამართლება უნდა ქონდეს ამ ყველაფერს, სადაა ლოგიკა? თუ მაინც ისე მოხდა რომ პოგბა გაუშვეს, მაშინ ვინმე ძაან სერიოზული შემცვლელი უნდა მოიყვანონ და ეგეთი ბაზარზე ფაქტიურად არავინაა, ვერატი პოგბასთან ერთად მინდოდა მანიუში მენახა, მართლა სერიუზული ტანდემი იქნებოდა, ამათ პლიუს მატიჩი ცენტრში უკვე სხვა დონეა, მაგრამ ესენი ვინც ნორმალური გვყავს იმათაც უშვებენ და ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს მე არ ვიცი, ნერვოზი ამკიდეს ტიპებმა. აი დარწმუნებული ვარ მოტივატორი ტრენერის ხელში მაგალითად როგორიც კლოპია, პოგბაც და დეპრესიული მარსიალიც ბევრად მაგარ ფეხბურთს ითამაშებდნენ, აქ მარტო ფეხბურთელებში არაა პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა მოურინიო და მისი ეგოა, მაგრამ მის გაშვებას მემგონი არც ფიქრობენ, ეგ კიარა ტიპს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს
0
№4
ავტორი: men1me
20 აპრილი 2018 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
რა პოჩეტინიო ან ზიდანი და სარი?გიგზი-სქოულსი-კინიდან რომელიმე თუ ყველა არა.გადახედეთ მსოფლიო ფეხბურთის ტენდენციას და იმ გუნდების შედეგებს და ტიტულებს რომელთაც თავისივე ყოფილი ფეხბურთელები წვრთნიან
0
№5
ავტორი: Svanchester
20 აპრილი 2018 18:05
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: men1me
რა პოჩეტინიო ან ზიდანი და სარი?გიგზი-სქოულსი-კინიდან რომელიმე თუ ყველა არა.გადახედეთ მსოფლიო ფეხბურთის ტენდენციას და იმ გუნდების შედეგებს და ტიტულებს რომელთაც თავისივე ყოფილი ფეხბურთელები წვრთნიან

შემდეგში ამ ვერსიებსაც დავდებთ აუცილებლად. ეს უბრალოდ ვერსიებია რომელიც ხმის მისაცემად დევს.
0
№6
ავტორი: Malboro463
20 აპრილი 2018 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
მწვრთვნელთან კონფლიქტი არასდროს დასრულებულა კლუბისთვის სასარგებლოდ. ჩელსის ბაიერნის და რეალის მაგალითი აიღეთ
ასეთი ფეხბურთელების დაკარგვას ჯობია მწვრთვნელის შეცვლით მოგვარდეს საქმე.
ჯერჯერობით ყველაზე კარგ ვარიანტად სიმიონე მიაჩნია გრიზმანის ერთად.
0
№7
ავტორი: stepno
20 აპრილი 2018 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მთავარიაა სიტუაცია დალაგდეს რააა არვის გაშვება არ მინდა პირიქით ფეხბურთელების დამატებაა საჭიროო ჟოზე და პოგბადან რომელიც გინდა წავიდეს ჩემი აზრით მაინც ცუდად იმოქმედებს გუნდზეე
0
№8
ავტორი: shotkin
20 აპრილი 2018 22:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კლოპი და ზიდანი რაშუაშია )))))))
0
№9
ავტორი: Svanchester
20 აპრილი 2018 22:54
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: shotkin
კლოპი და ზიდანი რაშუაშია )))))))

უბრალოდ შესაძლო ვერსიებია. ფეხბურთი ზოგადად ისეთია რომ არაა გამორიცხული ერთი სეზონის შემდეგ რეალმა ზიდანი გაუშვას და ჩვენ ხელმძღვანელობამ შესთავაზოს სამუშაო, ასევე კლოპიც, ნუ ვერაფერს გამორიცხავ, ამ ლოგიკით სარიც არაფერ შუაშია მაგრამ ჩავწერე.
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
20 აპრილი 2018 23:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
არავინ გაუშვებს არც პოგბას და არც მოურინიოს.ოროვეზე მინიმუმ 2-3 წლიანი გეგმები ქონდა გუნდს პოგბაზე უფრო მეტიც.ეს გაზეთების თემაა რო წერონ და ხალხმაც იკითხოს ზოგმა ნერვები იშალოს.მე თუ მკითხავთ პროვე მაგრა მკიდია თუ ორივე გაასხამს აქედან.იცით რატო?ჯიუტია ორივე და მიტომაც.ამ ორის კონფლიქტს თუ გაარჩევ ადამიანი ასე გარედან კონფლიქტში მწვრთნელია მართალი იმიტო რო გითხრა დაგავალა არ გააკეთე და კიდე ყალყებზე ხარ.აქ ამ ყველაფერში ფულს იღებ თან ძაან დიდ ფულს რომელსაც არცერთი სხვა გუნდი არ მოგცემს ამაში დარწმუნებული ვარ.მოდით ახლა გარედან სხვა გუნდის პოზიციიდან შევხედოთ.მე რო მანჩესტერის ფანიბვარ და მიყვარს ყველა ვინც ამ გუნდშია ეგ გასაგებია მაგრამ აი კითხე ახლა რეალს რის გამო უნდა იყიდოს ფეხბურთელი რომელსაც აი პროსტა არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა რო მასში ერთმა გუნდმა უზარმაზარი ფული გადაიხადა.ასევეა სხვა გუნდებიც.არავინ რო არ აფასებდა პოგბას ისე როგორც ჩვენ მიტო არ გადაიხადა სხვებიდან არავინ ეგ ფასი.არ თქვას ახლა ვინმემ რეალს ყიდვა უნდოდა პოგბასი და მანჩესტერმა აახიაო.ერთ დაძახებულზე გაიქცეოდა რეალში და მანჩესტერს სულ დაიკიდებდა.უბრალოდ ოღონდ ჩვენთან მოსულიყო და უბრალოდ დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელში მოვშვლიპეთ დიდი მაყუთი.ეგ თანხა უცებ ამოღებადი იყო და კიდეც ამოვიღეთ.მაგრამ რატომ არ იყიდა გინდა რეალმა გინდა ბარსამ გინდა ბაიერნმა?არ უნდოდათ და მიტომ.ახლა 2წლის თავზე ამ ფეხბურთელის ფასი წესით უნდა იყოს გასამმაგებული მაგრამ პირიქითაა რეალობაში.გუნდმა შეიძლება დაადოს 160 მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო ვინმე ამას ამ ფასად იყიდის.შესაბამისად დამსვიდდით არსადაც არ წავა.ისე ამდენ თვითონაც უნდა ხვდებოდეს და თუ ხვდება და შეგნებულად შვება მთლად უარესი ყოფილა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top