თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2018, 13:20
ავტორი: Levani09,
ნანახია: 1715,
კომენტარები: 13
ლუკაკუმ რაიოლასთან ურთიერთობა შეწყვიტა
ბელგიელის ინტერესებს ცნობილი რეპერის სპორტული სააგენტო დაიცავს.
ლუკაკუმ რაიოლასთან ურთიერთობა შეწყვიტა
ცნობილი ფეხბურთელების ცნობილ აგენტ მინო რაიოლას დღეიდან ერთი ფეხბურთელი გამოაკლდება. საქმე ეხება რომელუ ლუკაკუს, რომელმაც იტალიელ აგენტთან გამომშვიდობება გადაწყვიტა.

დღეიდან თავდამსხმელის საფეხბურთო ინტერესებს, ჰიპ-ჰოპის ცნობილი ვარსკვლავის Jay-Z - ის სპორტული სააგენტო Roc Nation Sports - ი დაიცავს.

აღნიშნული სააგენტო უკვე იცავს სხვა ვარსკვლავების ინტერესებსაც. როგორც ჩანს ბელგიელ ვარსკვლავმა მინო რაიოლასთნ მუშაობას რეპერის სააგენტოსთან მუშაობა არჩია.

ლუკაკუ სადებიუტო სეზონს ატარებს "იუნაიტედის" შემადგენლობაში. პრემიერ ლიგაში ჩატარებული შეხვედრებიდან მის ანგაარიშზე 16 გოლი და 7 ასისტი ირიცხება.

წყარო: euro-football

ვის დარჩენას უფრო ისურვებდით "იუნაიტედში"?

პოგბა
მოურინიო

ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
20 აპრილი 2018 15:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
dzaan kargi.bodishit da yvelaze gulis amrevi tipia.rac magas tanxebi miaqvs transferebidan mgoni magdeni procenti jorje mendeshsac ki ar miaqvs.pogbac tu moicilebs magas tavidan ar iqneba cudi

iq gamokitxvashi ucbad megona vis wasvlas isurvebdito da joze mourinios davachire.bodishit shecdomistvis :dd
0
№2
ავტორი: LewisHamilton
20 აპრილი 2018 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ფანებისთვის და მწვრთნელებისთვის კი მაგარი აუტანელი როჟაა ეს რაიოლა მაგრამ ასეთ საკითხებს როგორც ბიზნესს ისე ვუყურებ და რაც თავისთვის მომგებიანია ისე იქცევა. ჰკიდია ამ პროცესში ვის უშლის ნერვებს და ვის არა.. ვერანაირად ვერ გავამტყუნებ რაიოლას იმისთვის რომ ჩვენს ნერვებზე ფულს აკეთებს)) მთავარია ყველაფერს ლეგალურად და კანონის დაცვით აკეთებდე თორე მორალური და ამორალური ეგეთ ცნებებს მეც არ ვაღიარებ..
0
№3
ავტორი: Svanchester
20 აპრილი 2018 15:52
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Lalana
dzaan kargi.bodishit da yvelaze gulis amrevi tipia.rac magas tanxebi miaqvs transferebidan mgoni magdeni procenti jorje mendeshsac ki ar miaqvs.pogbac tu moicilebs magas tavidan ar iqneba cudi

iq gamokitxvashi ucbad megona vis wasvlas isurvebdito da joze mourinios davachire.bodishit shecdomistvis :dd

მეც გამიკვირდა მეთქი ვინ იქნებათქო ))

არაუშავს

ეხლა მივაგენი სტატიას რომელიც მსგავსად ანალოგიურია. სტატიის ავტორს უკვე მივწერე. თუ სიახლის დაწერა გსურთ უცხოური საიტებიდან თარგმნეთ, ქართული სპორტული საიტებიდან ნუ აკოპირებთ. ეს სტატია ეხლა ვნახე აჭარასპორტზე იდო ზუსტად მსგავსი სიტყვებით ნაწერი. ნუ აკეთებთ მსგავსად. რამოდენიმე სტატია უკვე მოგვივიდა გადმოკოპირებული. სტატიას გადავაკეთებ აუცილებლად ინფორმაციის წყარო ის იქნება რაც უკვე მიწერია ქვეშ. მეგონა ავტორმა ამ საიტიდან თარგმნა.
0
№4
ავტორი: ikeoni
20 აპრილი 2018 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Dzalian kargi
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 15:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა რატო გადაწყვიტა :))
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
20 აპრილი 2018 16:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მესმის რო რაც აწყობს იმას აკეთებს მაგრამ ზედმეტად ერერავ შიდა სამზარეულოში და მიტო ვერ იტანდა ფერგიც
0
№7
ავტორი: Lalana
20 აპრილი 2018 18:47
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: LewisHamilton
ფანებისთვის და მწვრთნელებისთვის კი მაგარი აუტანელი როჟაა ეს რაიოლა მაგრამ ასეთ საკითხებს როგორც ბიზნესს ისე ვუყურებ და რაც თავისთვის მომგებიანია ისე იქცევა. ჰკიდია ამ პროცესში ვის უშლის ნერვებს და ვის არა.. ვერანაირად ვერ გავამტყუნებ რაიოლას იმისთვის რომ ჩვენს ნერვებზე ფულს აკეთებს)) მთავარია ყველაფერს ლეგალურად და კანონის დაცვით აკეთებდე თორე მორალური და ამორალური ეგეთ ცნებებს მეც არ ვაღიარებ..

შეიძლება ისე უყურებდე როგორც ბიზნეს და ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა რომ ფეხბურთელები სულ სხვა რამისთვის თამაშობენ და არა გუნდისთვის.ფულსაც დიდი მნიშვნელობა აქვს,მაგრამ მხოლოდ ფულისთვის რომ თამაშობ ეს უკვე დიდი მინუსია.ასევე როგორც რაიოლაზე შევამჩნიე თითქმის მთლიანად მის კლიენტს თვითონვე აკონტროლებს,ეს დონარუმას სსაქმეშიც გამოჩნდა და ამიტომ არს აუტანელი ეს ყველაფერი.მილანის ბოსებმა კაგად დაახასიათეს ეგ ტიპაჟი
0
№8
ავტორი: LewisHamilton
20 აპრილი 2018 18:57

რას იზამ ასეთია დღევანდელი რეალობა. თუ გუნდის ფანად არ დაიბადე და გუნდის სიყვარული გულში არ გიდევს ფულისთვის და ტიტულისთვის ითამაშებ იქამდე სანამ უკეთეს ადგილს და პირობებს არ შემოგთავაზებენ. ძალიან ლოგიკურია და ვერავინ გავექცევით მაგ ფაქტს. და რაც შეეხება იმას თუ რომელი აგენტი რამდენად აკონტროლებს თავის კლიენტს ეგ მხოლოდ მაგ კლიენტის საქმე და გადასაწყვეტია. აგენტების მეტი რაარის, მძევლად არავის აჰყავს კლიენტი. იქამდე მივა აგენტი სადამდეც მიუშვებ და ეგ მხოლოდ კლიენტის ბრალია და არა აგენტის..
0
№9
ავტორი: Lalana
20 აპრილი 2018 19:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: LewisHamilton
რას იზამ ასეთია დღევანდელი რეალობა. თუ გუნდის ფანად არ დაიბადე და გუნდის სიყვარული გულში არ გიდევს ფულისთვის და ტიტულისთვის ითამაშებ იქამდე სანამ უკეთეს ადგილს და პირობებს არ შემოგთავაზებენ. ძალიან ლოგიკურია და ვერავინ გავექცევით მაგ ფაქტს. და რაც შეეხება იმას თუ რომელი აგენტი რამდენად აკონტროლებს თავის კლიენტს ეგ მხოლოდ მაგ კლიენტის საქმე და გადასაწყვეტია. აგენტების მეტი რაარის, მძევლად არავის აჰყავს კლიენტი. იქამდე მივა აგენტი სადამდეც მიუშვებ და ეგ მხოლოდ კლიენტის ბრალია და არა აგენტის

როგორც ჩანს რაიოლას ყველა კლიენტი უსუსსურები არიან,რადგან მათი კლიენტების საქმეს მთლიანად ის აკონტროლებს.რაც შეეხება გუნდის ფანად დაბადებას,დიდად ვერ დაგეთანხმები ამაში.პროფესიონალები აკლია ფეხბურთს,თორემ შეიძლება სულაც არ იყო გადამკვდარი გულშემატკივარი რომელიმე გუნდის,მაგრამ სულსა და გულს დებდე,ეს პროფესიონალიზმია და მეტი არაფერი.ზოგადად ფეხბურთს აკლია ლამპარდის,სქოულზის,ჟერარდისა და მსგავსი ტიპის ფეხბურთელები.ასევე კანტონასა და როი კინის ნაირები.დღევანდელი მანჩესტერის პრობლემა არა მარტო მწვრთნელი და ზე მდგომი პირები არიან არამედ სრულფასოვანი კაპიტანი,მებრძოლი და მუხტის შემომტანი,რომელიც დღეს არ გვყავს ასეთი.

ციტატა: Svani
მეც გამიკვირდა მეთქი ვინ იქნებათქო ))

ხო,მომივიდა უეცარი შეცდომა,მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ დიდი სიამოვნებით გავუშვებდი ორივეს.:დ
0
№10
ავტორი: LewisHamilton
20 აპრილი 2018 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: Lalana
როგორც ჩანს რაიოლას ყველა კლიენტი უსუსსურები არიან,რადგან მათი კლიენტების საქმეს მთლიანად ის აკონტროლებს.რაც შეეხება გუნდის ფანად დაბადებას,დიდად ვერ დაგეთანხმები ამაში.პროფესიონალები აკლია ფეხბურთს,თორემ შეიძლება სულაც არ იყო გადამკვდარი გულშემატკივარი რომელიმე გუნდის,მაგრამ სულსა და გულს დებდე,ეს პროფესიონალიზმია და მეტი არაფერი.ზოგადად ფეხბურთს აკლია ლამპარდის,სქოულზის,ჟერარდისა და მსგავსი ტიპის ფეხბურთელები.ასევე კანტონასა და როი კინის ნაირები.დღევანდელი მანჩესტერის პრობლემა არა მარტო მწვრთნელი და ზე მდგომი პირები არიან არამედ სრულფასოვანი კაპიტანი,მებრძოლი და მუხტის შემომტანი,რომელიც დღეს არ გვყავს ასეთი.

ეგენი ვინც ჩამოთვალე გარდა იმისა რომ უმაღლესი დონის პროფესიონალები იყვნენ, ზუსტადაც რომ გუნდზე გადამკვდარი გულშემატკივრებიც იყვნენ და არიან. მე ვთქვი რომ თუ გუნდის ფანად არ დაიბადე, ხელფასი და ტიტულებისთვის ბრძოლაა მხოლოდ შენი მოტივატორი. ამაში არაფერია ცუდი, ტიტულებისთვის ბრძოლაში უნდა გამოავლინო ეგ მონდომება და პროფესიონალიზმი ზუსტად. ამით ის არ მითქვამს რო მხოლოდ იმ გუნდისთვის უნდა მოინდომო რომელსაც გულით გულშემატკივრობ. საკუთარი პროფესიონალიზმის გამოვლენაც ინდივიდუალური რამეა და ყველას სხვადასხვანაირად მოეკითხება..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top