თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2018, 22:51
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1419,
კომენტარები: 10
რაფაელი საინტერესო ისტორიას იხსენებს
ყოფილი "მანჩესტერელი" კლუბიდან წასვლის მიზეზზე საუბრობს.
რაფაელი საინტერესო ისტორიას იხსენებს
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ბრაზილიელი რაფაელ და სილვა წარსულს იხსენებს და საუბრობს იმ დაპირისპირებაზე რაც მას გუნდის იმდროინდელ მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალთან ჰქონდა.
 
"როდესაც ცნობილი გახდა, რომ ვან გაალი გუნდს უხელმძღვანელებდა, მეგობარ ფეხბურთელებმა დამირეკეს და გამაფრთხილეს, რომ მას არ მოსწონს ბრაზილიელი ფეხბურთელები. მათ მაგალითად მოიყვანეს რივალდო, რომელიც "ბარსელონაში" ვან გაალის ხელმძღვანელობის დროს ასპარეზობდა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მე მათი არ მჯეროდა.
 
2014/15 წლების სეზონში, ვან გალმა მიხმო თავის კაბინეტში და მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა, რომ შემეძლო კლუბი დამეტოვებინა. ეს შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ერთი წუთი გაგრძელდა. "თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ." ყველაფერი ეს იყო რითაც მისი საუბარი შემოიფარგლა. დაუყოვნებლივ კლუბი არ დამიტოვებია, თუმცა გუნდის დატოვება ძალიან მინდოდა და ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან მიყვარდა.

ვან გაალმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოკლეტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა: "ხომ იცი ფეხბურთი როგორია". მე არ მჯეროდა იმის რაც წავიკითხე. მადლობა გადავუხადე ამ მესიჯისთვის, თავაზიანად მოვიქეცი იმ მომენტში, მაგრამ გული ძალიან დამიმძიმდა.
 
ვან გაალი არ არის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ მისი ხასიათი არ მომწონს. ერთხელ კლუბის კაფეტერიაში ვიჯექი, ვან გაალს ჩვევად ქონდა, როდესაც გუნდი ჭამას დაასრულებდა ის სასაუბროდ მოდიოდა, "იოვოლთან" მატჩის შემდეგ თავზე მცირე დაზიანება მქონდა, ვიჯექი და ამ დაზიანებას ფრთხილად ხელით შევეხე, ვან გაალი მოვიდა ჩემთან და მსგავსი რამ მითხრა: "რატომ არ მცემ პატივს?" მე მაშინვე ავდექი ფეხზე და ვუპასუხე: "ყოველთვის პატივის გცემდი, შენ მიმართ უპატივცემულობა არასდროს გამომიხატავს". გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მაგრამ მაშინ ძალიან გავბრაზდი. ამის შემდეგ ჩემთან ანტონიო ვალენსია მოვიდა და მითხრა, რომ "თამაშს ვეღარ შევძლებდი". ის თითქმის მართალი აღმოჩნდა - ძალიან იშვიათად გავდიოდი მოედანზე.
 
მე მიყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი", მაგრამ იმ დროს გუნდის დატოვება მინდოდა. ამ კლუბში ყველაფერი მიყვარდა იქ დარჩენა კი მხოლოდ ერთი ადამიანის გამო აღარ მსურდა და ეს ადამიანი ვან გაალი იყო"
.

შეგახსენებთ, ბრაზილიელი მცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2008 წლიდან 20015 წლამდე ასპარეზობდა.


წყარო: ukrainefootball


უნდა დატოვოს მარსიალმა კლუბი?

კი
არა

ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
19 აპრილი 2018 23:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კაროჩე რა
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
19 აპრილი 2018 23:28
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
პარადოქსია არა? ფერგის მოყვანილ ფეხბურთელს რომ ვანგაალი უშვებს თან ასე. მე თუ მკითხავ ასეთ მწვრთნელს გუნდში არაფერი ესაქმება. უბრალოდ ასეთი ხასიათის ადამიანთან ყველანაირი ურთიერთობა რთულია. რაფაელს რაც შეეხება მე პირადად ძალიან მომწონდა. ახლა მოურინიომ გადაგვაყოლა თავის ხასიათს. არც ფერგი არ იყო ძაან ლოიალური,თუმცა იყო სამართლიანი ადამიანი მენატრება ფერგის გამოყვანილი გუნდი ოლტრაფორდზე,მისი თითის კაკუნი საათზე და სკამიდან წამოხტომა. ყველაზე მეტად კი ის მენატრება როცა 85-ე წუთზე 2-0 ვაგებდით და გვერდით მჯომ მეგობრას ძალიან წყნარად ვეტყოდი,შენ გჯერა რომ ამ თამაშს უნაიტედი წააგებს? და მშვიდად ვაგრძელებდი ყურებას.
https://www.youtube.com/watch?v=DSSUOcuUego
1
№3
ავტორი: LewisHamilton
19 აპრილი 2018 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
და ასეთი რაღაცების მერე თურმე კიდე ვან გაალია უკმაყოფილო თუ როგორ გაუშვა ხელმძღვანელობამ იმის მერე რაც "დიდებული" ასოციაციის თასი მოიგო.. გაუგზავნონ ეგ თასი ფოსტით და გაიკეთოს ერთ ადგილას. უზომოდ მიყვარდა და მიყვარს რაფაელი. ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი, მონდომებული და კლუბის გერბზე შეყვარებული ადამიანი იყო ჩვენს გუნდში. ნორმალური მწვრთნელის ხელში დარწმუნებული ვარ გადასარევი მარჯვენა მცველი იქნებოდა, იყო კიდეც რომ არა ეს ჰოლანდიური კრეტინი.
1
№4
ავტორი: giorgiginturi
19 აპრილი 2018 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: ALEXFERGUSON
პარადოქსია არა? ფერგის მოყვანილ ფეხბურთელს რომ ვანგაალი უშვებს თან ასე. მე თუ მკითხავ ასეთ მწვრთნელს გუნდში არაფერი ესაქმება. უბრალოდ ასეთი ხასიათის ადამიანთან ყველანაირი ურთიერთობა რთულია. რაფაელს რაც შეეხება მე პირადად ძალიან მომწონდა. ახლა მოურინიომ გადაგვაყოლა თავის ხასიათს. არც ფერგი არ იყო ძაან ლოიალური,თუმცა იყო სამართლიანი ადამიანი მენატრება ფერგის გამოყვანილი გუნდი ოლტრაფორდზე,მისი თითის კაკუნი საათზე და სკამიდან წამოხტომა. ყველაზე მეტად კი ის მენატრება როცა 85-ე წუთზე 2-0 ვაგებდით და გვერდით მჯომ მეგობრას ძალიან წყნარად ვეტყოდი,შენ გჯერა რომ ამ თამაშს უნაიტედი წააგებს? და მშვიდად ვაგრძელებდი ყურებას.
https://www.youtube.com/watch?v=DSSUOcuUego


საღოლ ძმააა, ჩაგეთვალაააააა ყველაფერი თვლწინ დამიდგაა.. და რამდენი ეგეთი თამაშია მოგებული ბოლო ათწუთში wink
გაიტანეთ რასაც შეძლებთ და გაგიტანთ რამდენიც საჭიროა...
ალექს ფერგიუსონი wink
და ამ სიტყვებს ნეტა კიდე ვინმე გაიმეორებს მანჩესტერში?? belay და ან ამ დონემდე ამ ხარისხს ვინმე აჩვენებს
0
№5
ავტორი: giorgiginturi
20 აპრილი 2018 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ამას მხოლოდ ერთ შეცდომას ვერ ვპატიობდი და როდესაც რუნის არ მისცა პასი და არ გახადეს 4 - 0
რის შემდეგაც წყეული ვან გაალის ბაიერნი ვეღარ გამოგვაგდებდა ალბათ ნახევარ ფინალიდან... და 2010 წელს იმ დროინდელ მაურინიოს ინტერს, დედის (პ რ ო ჭ ს) დავაფარებდით ფინალში..... :(((
0
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
20 აპრილი 2018 09:44
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: giorgiginturi
ციტატა: ALEXFERGUSON
პარადოქსია არა? ფერგის მოყვანილ ფეხბურთელს რომ ვანგაალი უშვებს თან ასე. მე თუ მკითხავ ასეთ მწვრთნელს გუნდში არაფერი ესაქმება. უბრალოდ ასეთი ხასიათის ადამიანთან ყველანაირი ურთიერთობა რთულია. რაფაელს რაც შეეხება მე პირადად ძალიან მომწონდა. ახლა მოურინიომ გადაგვაყოლა თავის ხასიათს. არც ფერგი არ იყო ძაან ლოიალური,თუმცა იყო სამართლიანი ადამიანი მენატრება ფერგის გამოყვანილი გუნდი ოლტრაფორდზე,მისი თითის კაკუნი საათზე და სკამიდან წამოხტომა. ყველაზე მეტად კი ის მენატრება როცა 85-ე წუთზე 2-0 ვაგებდით და გვერდით მჯომ მეგობრას ძალიან წყნარად ვეტყოდი,შენ გჯერა რომ ამ თამაშს უნაიტედი წააგებს? და მშვიდად ვაგრძელებდი ყურებას.
https://www.youtube.com/watch?v=DSSUOcuUego


საღოლ ძმააა, ჩაგეთვალაააააა ყველაფერი თვლწინ დამიდგაა.. და რამდენი ეგეთი თამაშია მოგებული ბოლო ათწუთში wink
გაიტანეთ რასაც შეძლებთ და გაგიტანთ რამდენიც საჭიროა...
ალექს ფერგიუსონი wink
და ამ სიტყვებს ნეტა კიდე ვინმე გაიმეორებს მანჩესტერში?? belay და ან ამ დონემდე ამ ხარისხს ვინმე აჩვენებს

არა მეგობარო,ეგ უნაიტედი აღარ დაბრუნდება სამწუხაროდ. ფერგისნაირი ადამიანები სამწუხაროდ არ არსებობენ. ის იყო ერთი და გენიალური. არასდროს მინერვიულია პრემიერლიგის თამაშის ყურების დროს. ახლა 0-0-ზეც ვნერვიულობ,არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშება. 32 წლის ვარ და არასდროს არ გამომიტოვებია უნაიტედის თამაში. მარა ახლა ვეღარ ვუყურებ. ჩემი 7 წლის ბიჭი რეალის მაისურით ზის(გუნდი რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება) და მეუბნება კიდე მაგათ თამაშს უნდა უყურო? ხო იცი წააგებენ და ნერვები მოგეშლება. 1999 წლის ფინალი 1 ტაიმის შემდეგ ფერგი შედის ბიჭებთან და ეუბნება. "მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა თასი თქვენგან
რამდენიმე მეტრში იქნება და თითსაც კი არავინ დაგაკარებინებთ, თუკი დღეს წააგებთ. ბევრ თქვენგანს კი მისი მოგების შანსი ცხოვრებაში აღარასოდეს მიეცემა. აბა, გაბედეთ მოედნიდან ისე გამოსვლა, რომ ბოლომდე არ იბრძოლოთ", - 1999 წლის 26 მაისს "კამპ ნოუზე" გამართული ფინალის შესვენებისას.
2
№7
ავტორი: Malboro463
20 აპრილი 2018 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რაფიკა არ იყო მაღალი დონის მარა ამის ჩანაცვლებას დარმიანით, ფლანგზე ჯონსით და ვალენსიათი თუ აპირებდნენ ჯობდა დაეტოვებინათ. ფეხბურთელს თუ გაუშვებ მასზე ძლიერი თუ არა მისი დონის მაინც უნდა მოიყვანო
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 14:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვან გაალის ეპოქა იყო ყველაზე ცუდი ეპოქა გუნდის ისტორიაში
0
№9
ავტორი: ikeoni
20 აპრილი 2018 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
Fu rogor mezizgeboda eg deda motynuli
0
№10
ავტორი: giorgiginturi
20 აპრილი 2018 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
გენაცვალე ძმაო, იცი რა კარგად მესმის შენიი? ღმერთმა გაგიზარდოს დიდი და ბედნიერი ვაჟკაციი :) თანატოლები ვყოფილვართ wink რავიცი იმედი დავიტოვოთ იქნებ და რაიმე გამოსწორდეს სანახაობრივად :)) მეც მაგრად მეზიზღება რეალიც და ბარსაც
გვეშველება იმედიაა და ჩვენც გავიცნობთ ერთმანეთს. good2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top