თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2018, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1356,
კომენტარები: 10
გუნდის მდგომარეობა სათასო მატჩის წინ
მოურინიომ განაცხადა, რომ თამაშის შანსი ყველას თანაბრად აქვს.
გუნდის მდგომარეობა სათასო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში იგი "ბორნმუთთან" გამწესებული შემადგენლობისგან განსხვავებულ ძირითად თერთმეტეულს დააყენებს.

მწვრთნელმა "ალუბლებთან" შეხვედრაში "ვესტ ბრომთან" განცდილი მარცხის შემდეგ შვიდი ცვლილება განახორციელა შემადგენლობაში, რაც მეტწილად მომდევნო შეხვედრით იყო განპირობებული.

შეცვლილმა შემადგენლობამ "ვითელითი სტედიუმზე" კრის სმოლინგისა და რომელუ ლუკაკუს მიერ გატანილი გოლებით 2-0 იმარჯვა, მატჩის შემდეგ კი მოურინიოს ჰკითხეს, თუ ჰქონდათ ამ შეხვედრაში მონაწილე ფეხბურთელებს შანსი, რომ "უემბლიზე" ეთამაშატ.

"მე ვიტყოდი, რომ მოედანზე მყოფმა ყველა ფეხბურთელმა ჩაატარა პოზიტიური შეხვედრა და შაბათისთვის განაცხადი გააკეთეს.

არ ვიტყვი, რომ ფენომენალურად ითამაშეს. თითოეულმა მათგანმა ითამაშა კარგად და მითხრეს, რომ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაში სურთ. შემადგენლობის გამეორებას არ ვაპირებ, აუცილებლად შევცვლი.

დასვენების საშუალება მივეცი მატიჩს, ანტონიო ვალენსიას, რათა მინიმუმ რამდენიმე მოთამაშე მყოლოდა ფორმაში. მაგრამ ყველა ფეხბურთელმა გამომიცხადა, რომ აქ სათამაშოდ არიან".


ანტონიო ვალენსიამ მართლაც სრულად დაისვენა, მაგრამ მატიჩი და ლუკაკუ მეორე ტაიმში მოედანზე გავიდნენ და მოსალოდნელია, რომ მომდევნო შეხვედრაში სამივე მათგანი ითამაშებს.

დეილი ბლინდმა კი 5 იანვრის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა ოთხშაბათს და მასაც შეუძლია თამაში.

მოედანს დაუბრუნდა ორთვიანი უქმობის შემდეგ ფილ ჯონსიც, რომელმაც სრული დრო გაატარა "ბორნმუთთან" შეხვედრაში.

ეს კი ნიშნავს, რომ სერხიო რომერო - რომელმაც ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში ყველა რაუნდში ითამაშა - იქნება ერთადერთი, ვინც მატჩს გამოტოვებს და მას დავიდ დე ხეა ჩაანაცვლებს.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
19 აპრილი 2018 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
უნდა მოვიგოთ ეს თასი
0
№2
ავტორი: Rooni
19 აპრილი 2018 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
shansi argaq she ***o gadagivlian jer tamashi iswavle da mere iblatave bliad pochetino saxes gagadzrobs
0
№3
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2018 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Magari igra gvelodeba da unda movigot
0
№4
ავტორი: Svanchester
19 აპრილი 2018 19:40
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
იტიტულოდ სეზონის დასრულება სრული ფიასკოა, იმედია ამ რაღაც თასს მაინც მოვიგებთ.
0
№5
ავტორი: Phil Jones
19 აპრილი 2018 20:43
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე ჯონსმა დამიმტკიცა რომ იმსახურებს ჩემს სიყვარულს )) კი რამოდენიმე შეცდომა დაუშვა თუ დააკვირდით, მაგრამ მე პირადად უშეცდომობით არ ვაფასებ ფეხბურთელს, ვაფასებ იმით რომ თავით გადაუხტა ერთ ეპიზოდში ბურთს, საბედნიეროდ თავსაც და კარსაც აცდა, მაგრამ მე სწოედ ეს მომწონს და მიყვარს ჯონსში, მისი მონდომება და გიჟური თავგანწირვა და პოგბა რომ იყოს ეგრე მსოფლიოს ნომერ 1 იქნებოდა უპირობოდ ცენტრალური ნახევარმცველებიდან.
0
№6
ავტორი: LewisHamilton
19 აპრილი 2018 21:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ისე ვან გაალიც კი ამბობდა, ხელმძღვანელობა სულ მეუბნებოდა ნურაფერზე ნუ ნერვიულობ მწვრთნელის პოსტს არაფერი ემუქრებაო, მერე მოვიგე ასოციაციის თასი და გამასხმევინეს გუნდიდანო)) კი ძალიან ნაკლებსავარაუდოა მაგრამ იქნებ მოურინიოსაც ეგრე უქნან ჰა? ძალიან მადლობელი კი დავრჩები გლეიზერების და ვუდვორდის. ეს თასიც თუ ვერ მოვიგეთ მე ობიექტურად ვერ ვხედავ აბა დრო გავიდა, ფული დაიხარჯა და ეს მოურინიოს ცნობილი და დიდებული მეორე სეზონი რაში წაგვადგა? რეგრესი თუარა მინიმალური პროგრესიც კი ვერ განვიცადეთ..
0
№7
ავტორი: WeAreUnited
20 აპრილი 2018 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ვიცი რომ ბევრს გაუტყდება ეხლა რასაც ვიტყვი მაგრამ მირჩევნია ამოგვტენოს ტოტენჰემმა და ეს კიბო ავთვისებიანი ჩმოურინიო მოვიცილოთ ვიდრე ეს არაფრის მომცემი თასი მოვიგოთ
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
20 აპრილი 2018 10:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ძაან საინტერესო თამაში იქნება და მაინტერესებს რას ვიზამთ.რას ვუმზადებთ და ისევ ისე სეირნობას თუ ვაპირებთ
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 14:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტოტენჰემთან პრემიერ ლიგის თამაში რო იყო ისეთი თუ იყოს ესეც თავიდანვე წაგებული იქნება
0
№10
ავტორი: LewisHamilton
20 აპრილი 2018 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: SANDROGRIGA
ტოტენჰემთან პრემიერ ლიგის თამაში რო იყო ისეთი თუ იყოს ესეც თავიდანვე წაგებული იქნება

არ თქვა.. ეგ თამაში სერიოზულად, იუნაიტედის ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო თამაშად მიმაჩნია..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top