თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2018, 19:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1346,
კომენტარები: 4
მაროტა: "პოგბას დაბრუნების არ მჯერა"
"იუვენტუსის" პრეზიდენტის კომენტარი.
მაროტა:
"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" პოლ პოგბას შეძენის უფლებას ვერ მისცემს თავს.

ფრანგმა ნახევარმცველმა ტურინი 2016 წელს დატოვა და მასთან ერთად "ბებერმა ქალბატონმა" დაკარგა ალვარო მორატაც, რომელიც შეტევის ერთ-ერთ დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა და საბოლოოდ ორივე მათგანი პრემიერ ლიგაში აღმოჩნდა.

ბოლო პერიოდში პოგბა ვერ აჩვენებს სტაბილურ თამაშს და კარგად ჩატარებულ შეხვედრებს უნაცვლებს ცუდ მატჩებს, მისი ყოფილი თანაგუნდელი მორატა კი უფრო რთულ ვითარებაშია "ჩელსის" შემადგენლობაში.

ამ ყველაფრის ფონზე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ჩემპიონები ფრანგისა და ესპანელის დაბრუნებას აპირებენ, მაგრამ კლუბის დირექტორი აცხადებს, რომ მას ამის არ სჯერა.

"შეიძლება თუ არა პოგბასა და მორატას დაბრუნება? არ მჯერა, რომ ცხენის ორჯერ გახედნა შეიძლება, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს.

ორივე დიდი პროფესიონალია, რომლებმაც ჩვენთან წარუშლელი კვალი დატოვეს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მივცემთ იმდენის გადახდის უფლებას, რა ფასიც ახლა მათ ადევთ.

გონსალო იგუაინის ტრანსფერი წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ პოგბა გავყიდეთ",
- განაცხადა მაროტამ.

წყარო: skysports
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2018 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Daiviwyet pogba ar iyideba araa
0
№2
ავტორი: Svanchester
19 აპრილი 2018 19:41
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
პოგბა არუნდა წავიდეს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 14:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართალი თქვა
0
№4
ავტორი: LASHQARA
20 აპრილი 2018 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მაროტა არა მორატა, ტექნიკური შეცდომაა am დაბრუნებით ნამდვილად არ დაბრუნდება love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top