თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2018, 19:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1636,
კომენტარები: 9
დე ხეა და კერიკი პოგბას ცალკე შეხვდნენ
კაპიტანი და კლუბის პირველი ნომერი ახალგაზრდა ვარსკვლავის კარიერის გადარჩენას ცდილობენ.
დე ხეა და კერიკი პოგბას ცალკე შეხვდნენ
მაიკლ კერიკი და დავიდ დე ხეა პოლ პოგბას ცალკე შეხვდნენ და რჩევები მისცეს, რათა "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი კარიერა გადაარჩინონ.

წყვილმა ნახევარმცველს ურჩია, რომ ჟოზე მოურინიოსთან თავისი მოსაზრებების სხვაობას საბოლოოდ დაუსვას წერტილი.

პოგბასა და მოურინიოს ურთიერთობა მიმდინარე სეზონში განხილვის საგნად იქცა და მწვრთნელი მის თამაშს საჯაროდაც აკრიტიკებდა.

კლუბთან დაკავშირებული წყარო აცხადებს: "მისი ვარჯიშის ან მსგავსი რამისადმი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ მოედანს მიღმა მის გარშემო მყოფი ადამიანები მისდა სასარგებლოდ აწყობენ შეთქმულებას.

თუმცა, მას აქვს პრობლემები და კლუბის ორი გამოცდილი მოთამაშე პირისპირ შეხვდა დახმარების იმედით.

განხილვის თემა ის იყო, რომ თანდათან მისი თამაში უარესდება და ეს ცუდ გავლენას ახდენს გუნდზე".

"იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდიც ჩაერთო საქმეში და მან კლუბის ერთ-ერთ მფლობელთან შეთანხმებით მოითხოვა, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა დასტაბილურდეს.

2016 წელს "იუვენტუსიდან" 89 მლნ. ფუნტად შეძენილი პოგბა ხშირად უცრუებს იმედებს გულშემატკივრებს და შესაძლებელია, რომ ზაფხულს "იუნაიტედი" დატოვოს.

მოურინიო ვერ ახერხებს ფრანგისგან მაქსიმუმის მიღებას, პოგბას აგენტი მინო რაიოლა კი თავისი კლიენტის სამსახურს მადრიდის "რეალსა" და "პარი სენ-ჟერმენს" სთავაზობს, თუმცა შესანიშნავად აცნობიერებს, რომ პოგბას სატრანსფერო ღირებულება და ხელფასი დიდი დაბრკოლება იქნება.

პოგბა "იუნაიტედის" რეკორდული შენაძენი გახდა 2016 წელს და მოურინიო მას სხვადასხვა პოზიციაზე იყენებდა, თუმცა ვერც ერთ მათგანზე თამაშისას ვერ ახდენდა თამაშზე ისეთ გავლენას, როგორსაც მისგან ელიან, ჟოზემ კი ცხადყო, რომ ფეხბურთელებს შემადგენლობაში მხოლოდ სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე არ გაამწესებს.

თავად პორტუგალიელი სპეციალისტი პოგბას ასეთ ცუდ თამაშს არ აბრალებს ტრავმას, რომელიც მან გადაიტანა. ხშირად იყო შემთხვევა, რომ მოურინიო პოგბას ნაცვლად შემადგენლობაში ახალგაზრდა სკოტ მაკტომინეის ამწესებდა.

სწორედ ასეთ მდგომარეობაში დიდხანს მყოფი პოგბასთვის რჩევების მისაცემად გაისარჯნენ კლუბის გამოცდილი მოთამაშეები და მასთან პირადი შეხვედრა გამართეს.

წყარო: dailystar
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2018 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia rame sisuleles ar gaaketebs
0
№2
ავტორი: gogita1991
19 აპრილი 2018 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
პოგბა უნდა დარჩეს რა თქმა უნდა
0
№3
ავტორი: Rooni
19 აპრილი 2018 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
amistvis jobia tu wava tipi dafrinavda iuvesgi da aqac magrad tamashobs roca shetevashia magram mourinios mcveli chirdeba da dacvashi atamahebs
pogbas chamshleloba vatire tipi erterti sauketesoa tavis poziciaze da es *** chamshlelad atamahsebs. realoba esaa an am ***s gaushveben anbevri wava da gundi sheewireba amis avtobus taqtikas rato ver xvdeba es xelmdzgvaneloba amdens
0
№4
ავტორი: Svanchester
19 აპრილი 2018 19:42
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
პოგბას წასვლას ჯობია მოურინიომ ხვალვე ჩაალაგოს ბარგი და წავიდეს.
0
№5
ავტორი: Levani09
19 აპრილი 2018 21:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1
ამ კაცის წასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. დიდი იმედი მაქ სავიჩის დათრევის და პოგბას უმაგრესი სეზონის მომავალ სეზონში. GO PAUUUL am
0
№6
ავტორი: LewisHamilton
19 აპრილი 2018 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ელემენტარულად ხომ შეიძლება სიტუაციის გაანალიზება, არაფერი დიდი ექსტრაპოლაცია და ამბები ამას არ უნდა. პოგბა თამაშობდა იუვეში გადასარევად და თამაშობს ნაკრებშიც არანაკლები წარმატებით ხომ? ვერ თამაშობს და საკუთარ პოტენციალს ვერ ავლენს ბოლომდე მხოლოდ აქ, მხოლოდ მოურინიოს დაქვემდებარებაში. ხოდა მგონი ნათელია პირველ რიგში ვისში უნდა ვეძებოთ პრობლემა.. პოგბა ჯერ სხვა მწვრთნელის ხელში უნდა ვნახოთ და მერე შევაფასოთ. მესმის რომ არცერთი ფეხბურთელი არ უნდა იდგეს მწვრთნელზე მაღლა და ბლა ბლა, მაგრამ მწვრთნელის დავალება პირველ რიგში ის კიარაა დაფაზე რაღაც დახაზოს, არამედ ყოველი ფეხბურთელიდან ის მაქსიმუმი ამოიღოს რაც მას შეუძლია. ისიც ნათელია რომ მოურინიო ამას ვერ აკეთებს, ხოდა მოდი ჯობია მწვრთნელი წავიდეს, მოვიდეს ვინმე ობიექტურად იუნაიტედის ფილოსოფიაზე მორგებული და შემდეგ უკვე ვინც ვერ გაამართლებს უკვე ამ მოლოდინებსაც მერე ის განვსაჯოთ და გავუშვათ გუნდიდან. მგონი უსაფუძვლო არაფერი მითქვამს..
0
№7
ავტორი: VALERI.s
19 აპრილი 2018 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: LewisHamilton

100% და არც ერთი მწვრთნელი არ უნდა იდგეს გუნდზე მაღლა!
0
№8
ავტორი: onlyred
20 აპრილი 2018 07:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ყველა რო მოურინიოს აგდებთ
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 14:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოკლედ არანაირად არ შეიძლება პოგბას გაშვბა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top