თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2018, 18:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1272,
კომენტარები: 4
მარსიალით ფრანგული გუნდიც ინტერესდება
დეპაის ყოფილი თანაგუნდელი შეიძლება შეუერთდეს.
მარსიალით ფრანგული გუნდიც ინტერესდება
ლიონის "ოლიმპიკი" ენტონი მარსიალისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

ფრანგი ვარსკვლავი "ოლდ ტრაფორდზე" სათამაშო დროს ნაკლებობას განიცდის და ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას აპირებს.

ეს დამოკიდებულება კი უცხო არ არის ჟოზე მოურინიოსთვის, რომელიც შეთავაზებების განხილვას აპირებს.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა თებერვლის შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში.

მარსიალის შეძენით "არსენალი" და "იუვენტუსიც" არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ლიგა 1-ის კლუბს იმედი აქვს, რომ კონკურენტებს ჩამოიშორებს და მინიმუმ იჯარით აიყვანს ენტონის, რის შემდეგაც მისი გამოსყიდვის უფლებას მიიღებს.

"ლიონისთვის" უცხო არ არის "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან თანამშრომლობა და მათ უკვე გადაიბირეს მემფის დეპაი და რაფაელ და სილვა.

კლუბის მფლობელს სურს, რომ მარსიალი შეტევის წამყვანი ფიგურა გახდეს და ამით ძლევამოსილ "პარი სენ-ჟერმენს" კონკურენცია გაუწიოს ტიტულისთვის ბრძოლაში.

მიმდინარე წლის ზაფხულს "იუნაიტედში" დიდი წმენდა იგეგმება და სავარაუდოა, რომ მარსიალის ერთადერთი არ იქნება, ვინც ამ წმენდას შეეწირება.

წყარო: the sun
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
19 აპრილი 2018 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მაგრად მომწონს მარსიალი ისევე როგორც უმრავლესობას მანჩესტერის ფანებისგან,თუმცა ის ძალიან არასტაბირუია თუმცა გამნოცდილებასთან ერთად სტაბილურობაც მოვა...ჩემი გადმოსახედიდან თუ რეშფორდსა და მარსიალს შორის არჩევნის გაკეთება მოგვიწევს მე რეშფორდის პოზიციას დავიჭერ მიუხედავად იმისა რომ მარსიალს კლასი მეტი აქვს და ეს მოძრაობაში ძალიან იგრძნობა,სამი მარცხენა ფლანგელი და არცერთი მარჯვენა ფლანგელი ძალიან ცუდია ვფიქრობ კაი მარჯვენა ვიგნერი ჩვენს თამაშს გარდასახავს,ყველა გუნდმა იცის რომ მარჯვნიდან არ შეუტევთ და მარცხენა მხარეს არის გადართული ხენტრალური მცველები თუ ნახევარმცველები ვალენსიას ჩარბენები კი შედეგს სეზონში მაქსიმუმ 5 ჯერ თუ გამოიღებს რაც ძალიან ცოტაა...საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა მარსიალის იჯარის წესით გაშვება მანამდე კი კონტრაქტის გახანგრძლივება ალბათ ყველა მხარეს უნდა აწყობდეს
0
№2
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2018 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Au ar unda wavides ra:(( ise esec magari ujmuraa
0
№3
ავტორი: Svanchester
19 აპრილი 2018 20:03
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
თუ წავა იუვენტუსში წავა ჩვენ დიბალას მგონია რო დავითრევთ.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 14:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წმენდა არანაირად არ იქნება მარსიალის წასვლა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top