თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2018, 13:34
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1232,
კომენტარები: 3
ლუკაკუ: "ნახევარფინალისთვის მზად ვართ"
რომელუ ლუკაკუ თავდაჯერებულია.
ლუკაკუ:
პრემიერ ლიგაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი საფიქრალი ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური შეხვედრაა, სადაც გუნდი, მოურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

"ბორნმუთის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, შეცვლაზე შემოსულ რომელუ ლუკაკუმ გუნდი დააწინაურა და ანგარიში ორამდე გაზარდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკაკუმ განაცხადა რომ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ მატჩისთვის გუნდი მზადყოფნაშია.

"დღევანდელ მატჩში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, დღეს ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ უიქ-ენდისთვის კარგად მოვემზადეთ. როგორც ფეხბურთელი, როდესაც თამაში გინდა ამისთვის ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყო.

შესვენების დროს მწვრთნელმა პოგბას უთხრა, რომ რაც შეიძლება მეტი პასი გაეკეთებინა მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ, მან ეს შესანიშნავად შეასრულა და მადლიერი ვარ იმით, რომ გატანილ გოლში ძალიან დამეხმარა".
- განაცხადა დასასრულს ბელგიელ თავდამსხმელმა.



წყარო: euro-football
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2018 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Magari tamashi gvelodeba da unda movigot Uechveli
0
№2
ავტორი: Svanchester
19 აპრილი 2018 20:24
  • სიახლეები: 2774
  • კომენტარები: 3861
რომ არა ჟოზეს სტილი, ეს დღეს ოქროს ბუცისთვის იბრძოლებდა, იმდენი არბენინა ამ კაცს დაცვაში ვეღარ გაიგო გოლები გაიტანოს თუ დაცვაში დადგეს.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2018 14:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ხარისხიანად ითამაშოს გუნდმა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top