დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში წმენდა დაიწყება. წამსვლელ პრეტენდენტთა შორის მარცხენა მცველი ლიუკ შოუც არის, შოუ არის ფეხბურთელი რომელმაც უმძიმესი ტრავმის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. არის შემთხვევები როდესაც იგი მოედანზე 90 წუთის განმავლობაში გვევლინება თუმცა არა სისტემატიურად.
გამომდინარე აქიდან ვრცელდება ინფორმაციები თითქოს თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის გამოცვლა და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება. დღეს გავრცელებული ცნობებით "იუნაიტედმა" ახალგაზრდა მარცხენა მცველს სატრანსფერო ფასი უკვე დაადო.
"ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობას, შოუს ტრანსფერიდან იმდენივე შემოსავლის მიღება სურს რაც გუნდმა "საუთჰემპტონს" გადაუხადა ფეხბურთელის სანაცვლოდ.
მაშ ასე, The Sun - ის ცნობით, ლიუკ შოუს ყიდვის მსურველ გუნდს გლეიზერების გუნდისთვის 32 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამავე წყაროს ცნობით ჟოზე მოურინიოს შოუს მარტივად გაშვება არ სურს, ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუ სხვა კლუბის მხრიდან სარფიანი შემოთავაზება იქნება გაკეთებული.