ჟოზე მოურინიოს გუნდს თითქმის ყველა ფეხბურთელი დაუბრუნდა ლაზარეთიდან. სამედიცინო მეთვალყურეობას მხოლოდ “წითლების” არგენტინელი მეკარე სერხიო რომერო გადის.
ტრავმამოშუშებულ ანდერ ერერამ უკვე ჩაატარა ორი შეხვედრა. ესპანელ ფეხბურთელმა “სიტის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შესანიშნავი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
ერერას “იუნაიტედში” ადგილი გარანტირებული არ აქვს, რადგან ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ მიღწეულა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რაზეც კომენტარი თავად ბასკ ფეხბურთელმაც გააკეთა.
“მიმდინარე ხელკშეკრულების თანახმად კლუბში კიდევ ერთი წლით შემიძლია ყოფნა. თუმცა ახალი კონტრაქტის შესაქხებ ვერაფერს გეტყვით, მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა ჯერ არაფერი გადაწყვეტილა”.– ციტირებს Mundo Deportivo ერერას სიტყვებს.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.