თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2018, 23:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1252,
კომენტარები: 4
"იუნაიტედის" სამიზნე ამჯერად ხორვატი ფეხბურთელია
ჟოზე მოურინიო "ბარსელონას" კიდევ ერთ ფეხბურთელს უთვალთვალებს.
ჟოზე მოურინიოს “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს. გარდა ვალვერდეს გუნდის ფრანგი მცველის სამუელ უმტიტისა, რომლის მიმართ ინტერესსაც “წითელი ეშმაკები” თვალნათლივ გამოხატავენ და ეს მედიისთვის უცხო არ არის, დღეს გავრცელებული ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტს, ესპანური კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს.

ესპანური პრესის თანახმად “ოლდ ტრაფორდის” ხელმძღვანელობამ რაკიტიჩს მომგებიანი ხელშეკრულება შესთავაზა, რომლის თანახმადაც ხორვატი ფეხბურთელი იმაზე უფრო გაზრდილ ხელფასს მიიღებს ვიდრე მას ამჟამად აქვს “კამპ ნოუზე”. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ 30 წლის ფეხბურთელმა შემოთავაზება განიხილოს.

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისურით ივან რაკიტიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, საკუთარი აქტივი კი 4 გოლით და ამავე ოდენობის საგოლე გადაცემით შეავსო.
ჭორები
4 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
18 აპრილი 2018 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ჭორები, ჭორები და ისევ ჭორები.. მოუყიდია ბარსას ნახევარი გუნდი ჩვენთვის და ეგ ყოფილა რა..
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2018 23:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოველ სატრანსფერო ფანჯრის წინ იწერება რაკიტიჩზე მსგავსი რამ
0
№3
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2018 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
არ იქნება ცუდი
0
№4
ავტორი: stepno
18 აპრილი 2018 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გამორიცხულია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top