თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2018, 20:34
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2183,
კომენტარები: 8
პირველად მთელი კარიერის განმავლობაში
ჟოზე მოურინიოს კარიერაში უმნიშვნელო სიახლე დაფიქსირდა.
პირველად მთელი კარიერის განმავლობაში
მიმდინარე სეზონი, ერთი უმნიშვნელო სიახლის მომტანი აღმოჩნდა “იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს კარიერულ ცხოვრებაში. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული და ტიტულის მფლობელი ოფიციალურად “მანჩესტერ სიტი” გახდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონს, “წითელი ეშმაკუნები” მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშენ გათამაშებას.

აქედან გამომდინარე პორტუგალიელი სპეციალისტი მეორე სეზონია “იუნაიტედის” სათავეშია და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებას ვერ ახერხებს.

სწორედ ეს ფაქტი მოხდა მის კარიერაში პირველად, პირველად როდესაც ჟოზე მოურინიომ ერთი გუნდის სათავეში, ორ სეზონში ჩემპიონობის მოპოვება ვერ შეძლო. მოურინიო ერთი სეზონის წარუმატებლად ჩატარების შემდეგ, ყოველთვის ახერხებდა მეორე სეზონში მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებას თუმცა ცხადია, რომ ეს მან “წითელი ეშმაკების” რიგებში ვერ შეძლო.

ყოველ მეორე ჩატარებულ სეზონში, მოურინიომ შემდეგი გუნდების მეშვეობით შეძლო მნიშვნელოვანი ტიტულების მოპოვება: “პორტუ” (პორტუგალია), “ჩელსი” (ინგლისი), “ინტერი” (იტალია), “რეალი” (ესპანეთი) და ისევ “ჩელსი” (ინგლისი).

ჟოზემ “იუნაიტედში” მოსვლიდან პირველივე სეზონში სამი ტიტულის მოპოვება შეძლო. მის გუნდმა ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის თასი და ევროპა ლიგის ტიტულები დაისაკუთრა. თუმცა მთავარი მიზნები მეორე სეზონშიც მიუღწეველი დარჩა.

წყარო: ukrainefootball.net
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 აპრილი 2018 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Arada magrad megona Ro wels inglisi chveni iqneboda:((
0
№2
ავტორი: LewisHamilton
17 აპრილი 2018 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
თუ რადიკალურად იმას არ ვიტყვით რომ გუნდი რეგრესს განიცდის, ყოველშემთხვევაში მინიმუმ იმის თქმა მაინს შეგვიძლია თავისუფლად რომ მიუხედავად იმისა რომ დრო გადის და ფული იხარჯება პროგრესი არ შეინიშნება არანაირი. სატურნირო ცხრილში რომ ოდნავ ზემოთ ავიწიეთ ეგ არაფერია შარშანდელი სეზონის მერე. იდეაში შარშან 4ეულს გარეთ დავასრულეთ მაგრამ ევროპა ლიგის გავლით ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდით. წელს მეორეზე თუ დავასრულეთ ხომ კაი, მაგრამ შედეგი მაინც იგივეა - ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდით უბრალოდ. მოკლედ არ ვიცი რა, ყელშია უკვე მოურინიო ამოსული ყველანაირიად. არაფერი მაგას არ მოაქვს ამ გუნდისთვის ისეთი რომ ჯიუტად გყავდეს თავკაცად. ვერცერთ ფეხბურთელს მაგან მოტივაცია ვერ გაუღვიძა, გუნდის თამაში დაამახინჯა და გადააგვარა. ვერცერთ მიზეზს ვერ ვხედავ რატო უნდა დავუჭირო მხარი მის გუნდში ყოფნას..
0
№3
ავტორი: JuanMata
17 აპრილი 2018 23:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მეორე სეზონი ყოველთვის საუკეთესო აქვს მოუს გუნდებს, მერე მესამეში იწყება რეგრესი, პრობლემები ფეხბურთელებთან, გუნდიდან ხმაურიანი წასვლა... .
0
№4
ავტორი: stepno
18 აპრილი 2018 04:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მესამე იქნება გადამწყვეტი რაა მართლა უნდა დამტკიცოს ამ კაცმა რო კიდევ შეუძლია ტიტულების მოგებაა
0
№5
ავტორი: VALERI.s
18 აპრილი 2018 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მე ძმებო არაფრის იმედი არ მაქვს მოურინიოს ხელში მაგრამ ვიცი რო არ გაუშვებენ და სხვა გზა არ მაქვს უნდა ვუგულშემატკივრო. მანჩესტერი მოურინიოზე დიდია! ერთადერთი პოზიტიური ის არის რომ დაცვას მოხოდავს ამ სატრანფერო ფანჯარაზე და შემდეგ მწვრთნელს კედელივით დაცვა დახვდება.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2018 12:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ტრადიცია რო დაირღვეოდა დიდი შანსი იყო, ისე ცუდია მაინც და მაინც იუნაიტედში რო ვერ მოახერხა მეორე სეზონში ჩემპიონობა
0
№7
ავტორი: The Special One
18 აპრილი 2018 14:25
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მომავალ წელს თუ რამე დიდი არ მოიგო ავტორიტეტიც გაუფუჭდება,დააწვეს მერე პორტოში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: SAF
18 აპრილი 2018 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
foreveralonehappy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top