თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2018, 19:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1365,
კომენტარები: 5
მოურინიო: "ფეხბურთელებმა ყურადღება უნდა მოიკრიბონ"
მოურინიოს მოწოდება ფეხბურთელებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "ვესტ ბრომთან" განცდილი მარცხი უნდა დაივიწყონ და ყურადღება "ბორნმუთთან" შუა კვირაში გასამართ შეხვედრაზე გადაიტანონ.

"წითლები" გულშემატკივართა წინაშე კომპენსირებას ეცდებიან მოულოდნელი მარცხის გამო, რომელმაც "იუნაიტედს" ოფიციალურად დააკარგვინა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი.

კლუბის ტელევიზიასთან საუბრისას მოურინიომ განაცხადა, რომ მის გუნდს კვლავ სჭირდება ქულები ოთხეულში შესასვლელად და ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში თამაშის უფლების მოსაპოვებლად.

"ჩვენ დავკარგეთ 3 ქულა, რომელიც მეორე ადგილზე დარჩენის დიდებულ შანსს მოგვცემდა. ჯერ კიდევ გვიწევს ოთხეულში მოხვედრისთვის ბრძოლა, რადგან "ჩელსიმ" გაიმარჯვა, ჩვენ კი დავმარცხდით".

"იუნაიტედს" წინ რთული კვირა ელის, ვინაიდან გუნდი 6 დღის შუალედში ჩაატარებს 3 მატჩს, რომელთაგან პირველი უკვე წააგო და უკანასკნელი ინგლისის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გაიმართება.

"ფეხბურთელებში ზედმეტი თავდაჯერებულობა შეიჩმნეოდა, რადგან, როცა იგებ მატჩს, რომელიც არაფერს გაძლევს 3 ქულის გარდა, მაგრამ ისეთი რეაქცია გაქვს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მოიგე - სამაგიეროს იღებ".

წყარო:
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 აპრილი 2018 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Imedia meoreze davasrulebt sezons
0
№2
ავტორი: Svanchester
17 აპრილი 2018 21:01
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
არა სიტის მაგარი გაუჩალიჩა მაგან :))) სახლებში აზეიმა ჩემპიონობა ცალცალკე, და არა საკუთარ მოედანზე ერთად. :)))
0
№3
ავტორი: gogita1991
17 აპრილი 2018 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: Svani
არა სიტის მაგარი გაუჩალიჩა მაგან :))) სახლებში აზეიმა ჩემპიონობა ცალცალკე, და არა საკუთარ მოედანზე ერთად. :)))

მაგარი ბოღმააა lol
0
№4
ავტორი: stepno
18 აპრილი 2018 03:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სავარაუდოდ მე-2 გავალთ მაინც აი დღეს ბორმუთს თუ მოუგეს უკვე დარწმუნებითაც შეიძლება ითქვას
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2018 12:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარტო ფეხბურთელებმა :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top