თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2018, 18:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1610,
კომენტარები: 6
"იუნაიტედმა" ნომინანტები წარადგინა
ხმის მიცემა უკვე შესაძლებელია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის დასასრულს გამოსავლენი გამარჯვებულებისთვის ხმის მიცემა უკვე შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: manutd.com, რაც გულშემატკივრებს 4 დიდი ჯილდოს მფლობელის ვინაობის დადგენაში დაეხმარება.

სერ მეტ ბასბის სახელობის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ამჟამინდელი მფლობელი ანდერ ერერა გახლავთ, წინა სამ წელს კი მისი თანამემამულე დავიდ დე ხეა იმარჯვებდა, რითაც ისტორიაში შევიდა, როგორც "იუნაიტედის" პირველი ზედიზედ სამჯერ წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

ჩვენი პირველი ნომერი კიდევ ერთხელ მოხვდა ნომინაციაში და შანსი აქვს, მეოთხედაც დაეუფლოს აღნიშნულ ჯილდოს, მაგრამ ამჯერად მას ძლიერი კონკურენტები ეყოლება რომელუ ლუკაკუს, ნემანია მატიჩისა და ჯესი ლინგარდის სახით.

აღსანიშნავია ისიც, რომ გულშემატკივრებს შეუძლიათ ხმა მისცენ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელმაც "იუნაიტედის" პირველ გუნდში მინიმუმ 1 მატჩი ჩაატარა.

ონლაინ ხმის მიცემების შედეგად გამოვლინდება ასევე წლის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელი, რისთვისაც ითენ ჰამილტონი, კირენ ო'ჰარა და დენი მიტჩელი იბრძოლებენ.

გარდა ამისა, ქომაგებმა ასევე უნდა აირჩიონ წლის საუკეთესო გოლი, რომელთა შორის 10 კანდიდატია.

ქვემოთ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველა კანდიდატი.

გამარჯვებული 1 მაისს, სამშაბათს საღამოს გამოვლინდება.

ხმის მისაცემი სიები:


სერ მეტ ბასბის სახელობის წლის საუკეთესო ჯილდო

ხმის მიცემა შეგიძლიათ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, ვინც 2017/18 წლებში მინიმუმ 1 მატჩი ჩაატარა. ამისთვის გადადით შემდეგ ლინკზე: manutd.com

წლის საუკეთესო ფეხბურთელი რეზერვებიდან

ითენ ჰამილტონი
კირენ ო'ჰარა
დემი მიტჩელი

ჯიმი მერფის სახელობის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

ტაჰიტ ჩონგი
ჯეიმს გარნერი
ლი ო'კონორი

წლის საუკეთესო გოლი

ანტონიო ვალენსია ("ევერტონი", 17 სექტემბერი, 2017)
ეშლი იანგი ("უოტფორდის" კარში გატანილი მე-2 გოლი, 28 ნოემბერი, 2017)
ჯესი ლინგარდი ("უოტფორდი", 28 ნოემბერი, 2017 წელი)
ხუან მატა ("ლესტერის" კარში გატანილი მე-2 გოლი, 23 დეკემბერი, 2017)
ჯესი ლინგარდი ("ბარნლის" კარში გატანილი 1-ლი გოლი, 26 დეკემბერი, 2017)
ენტონი მარსიალი ("ევერტონი", 1 იანვარი, 2018)
რომელუ ლუკაკუ ("ჰადერსფილდის" კარში გატანილი 1-ლი გოლი, 17 თებერვალი, 2018)
ნემანია მატიჩი ("კრისტალ პალასი", 5 მარტი, 2018)
მარკუს რეშფორდი ("ლივერპულის" კარში გატანილი 1-ლი გოლი, 10 მარტი, 2018)
კრის სმოლინგი ("მანჩესტერ სიტი", 7 აპრილი, 2018)

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 აპრილი 2018 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Isev dexea ❤️:))
0
№2
ავტორი: Svanchester
17 აპრილი 2018 21:00
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
დე ხეა რა თქმა უნდა, ნათელია ყველასთვის რომ წელს ამ კაცმა დიდებული სეზონი ჩაატარა, და თუ ტიტულები ვერ მოიგო ეს თამამად შეიძლება ითქვას რომ მისი ბრალი არააა.
0
№3
ავტორი: gogita1991
17 აპრილი 2018 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
სამწუხაროდ ისევ დეხეა
0
№4
ავტორი: stepno
18 აპრილი 2018 03:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ულაპარაკოთ დეხეა
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
18 აპრილი 2018 12:21
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ჩემი ხმა ეშლი იანგს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2018 12:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დე ხეას ისევ ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top