თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2018, 18:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1193,
კომენტარები: 5
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ტრავმირებულთა მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ "უემბლიზე" გასამართ მატჩში ადგილი არავის ექნება გარანტირებული.

პრემიერ ლიგის მორიგი ტურის შეცვლილი თარიღით ჩასატარები შეხვედრა "ტოტენჰემთან" ნახევარფინალურ შეხვედრამდე სამი დღით ადრე უწევს.

მწვრთნელი კი "ბორნმუთთან" შეხვედრამდე ყველას აფრთხილებს, რომ მხოლოდ ისინი ითამაშებენ ინგლისის ეროვნულ სტადიონზე, ვინც ამას დაიმსახურებს.

როცა "ვესტ ბრომვიჩთან" განცდილი მარცხის შემდეგ მოურინიოს ჰკითხეს, მიმართავდა თუ არა შემადგენლობის როტაციას, მან უპასუხა: "როტაცია სწორი სიტყვა არ არის.

თუ "ბორნმუთთან" მატჩში ჩემ მიერ გამწესებული ფეხბურთელი ფენომენალურად ითამაშებს, ის ნახევარფინალშიც იქნება, ასე რომ, ეს არ არის როტაცია, რადგან როტაცია ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი, რომელიც "ბორნმუთთან" გამოვა, ცვლის იმას, ვინც "ტოტენჰემთან" უნდა ითამაშოს.

ამიტომაც არ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა როტაცია, ეს უბრალოდ არის შესაძლებლობა იმისა, რომ "ტოტენჰემთან" თამაშის უფლება მოიპოვონ და ზოგიერთი მათგანი, ვინც "ვესტ ბრომთან" ითამაშა, "უემბლიზე" არ იქნება.

რა არის მწვრთნელის კრიტერიუმები, როცა შემადგენლობას ირჩევს? მე მხოლოდ ერთი კრიტერიუმი ვიცი და ეს მათი თამაშის დონეა. მხოლოდ ამ ნიშნით ვირჩევ ფეხბურთელებს, თუ თქვენ გირდათ, რომ მათი ხელფასის, ღირებულების, ლამაზის სახის ან სხვა რამის გამო შევარჩიო? ერთადერთი კრიტერიუმი თამაშია."


"იუნაიტედი" კარგ განწყობაზე იმყოფებოდა "მანჩესტერ სიტისთან" განხორციელებული ქამბექის შემდეგ, მაგრამ მოულოდნელი მარცხი განიცადა ტურნირის ბოლო ადგილოსანთან.

მატჩის შემდეგ მოურინიოს ჰკითხეს, საკმარის სტაბილურობას აჩვენებდნენ თუ არა გამოცდილი ფეხბურთელები.

"სტაბილურობას არავითარი კავშირი არ აქვს ასაკთან. ეს პიროვნულობით, ფეხბურთის სიყვარულით, ცხოვრებისეული პრიორიტეტებითა და ამბიციების რაობით ვლინდება. ასაკი მას ვერ მოგცემთ.

მე მინახავს 30 წლის არასტაბილური ბიჭები და 18, 19, 20 წლის ნამდვილი კაცები, ნამდვილი პროფესიონალები, ასე რომ, ასაკი არაფერ შუაშია."


პოლ პოგბას საოცნებო დერბი გამოუვიდა, ვინაიდან შეხვედრის მეორე ტაიმში ორჯერ გაიტანა გოლი და გუნდს "ეტიჰადზე" გამარჯვებაში დაეხმარა, მაგრამ "ვესტ ბრომთან" მან მხოლოდ ყვითელი ბარათით გამოიჩინა თავი.

მაგრამ მწვრთნელი ფიქრობს, რომ განტევების ვაცი მხოლოდ პოგბა არ უნდა გახდეს, რადგან მთელმა გუნდმა ჩააფლავა მატჩი.

"მხოლოდ მისი ბრალი არ არის. მას ყვითელი ბარათი ჰქონდა, ასე რომ, სხვებზე რთულ მდგომარეობასი იმყოფებოდა.

როცა ორი ნახევარმცველით თამაშობ, ვერ გარისკავ და ვერ დატოვებ ერთ ნახევარმცველს, რომელსაც ჯარიმის აღება არ შეუძლია.

ამის გაკეთება მაშინ შეგიძლია, როცა შენი გუნდი ბურთს არ კარგავს, მაგრამ ჩვენ ვკარგავდით და ყველაფერი რთულად იყო. ხშირი დაკარგული ბურთების, ტრიუკებისა და ვარდნების ფონზე ნახევარმცველი ან ცენტრალური მცველი ერთი ჯარიმის ზღვარზეა გაძევებისგან.

ასე რომ, პოლი ყვითელი ბარათის გამო შევცვალე და არა სხვა მიზეზით, რადგან მას არ უთამაშია იმათზე ცუდად, ვინც მოედანზე 90 წუთი გაატარა".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
17 აპრილი 2018 20:37
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ეს თამაში ნამდვილად არის სამ ქულიანი.
0
№2
ავტორი: ikeoni
17 აპრილი 2018 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Amas Uechveli movigebt
0
№3
ავტორი: JuanMata
17 აპრილი 2018 23:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისე ჟოზემ რამდენიმე ახალგაზრდასაც რომ მისცეს შანსი არ იქნება ურიგო, დარჩენილი თამაშებში უკვე რთული იქნება ძირითადის ფეხბურთელებისთვის მოტივაციის მოძებნა და ახალგაზრდები მონდომებულები იქნებიან.
0
№4
ავტორი: LewisHamilton
18 აპრილი 2018 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ვესტ ბრომთან მატჩამდეც ვიძახდი აი დედამიწაზე რა უნდა მოხდეს რომ სეზონის ყველაზე საშინელ გუნდთან სახლში წავაგოთ მეთქი, მარა ჰა.. ასე რომ ჯობია აღარ ვიყო მაინც არაფერში დარწმუნებული რომ მერე ნაკლებად მეწყინოს..
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2018 12:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თავის თავს რატო არაფერში არ ამტყუნებს :/ ბევრი მწვრთნელია რომელიც გამოდსი და ამბობს რო პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებო, ჟოზესგან ასეთი რაღაცა არ მომისმენია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top