თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2018, 21:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1663,
კომენტარები: 3
ლუკაკუ - მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი
ბელგიელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
ლუკაკუ - მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი
მარტის თვეში გულშემატკივართა მიერ "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა რომელუ ლუკაკუმ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ყოველთვის, ათასობით გულშემატკივარმა "იუანიტედის" ოფიციალურ თვითერზე მისცა ხმა დასახელებულ ნომინატებს, რომელთა შორის ნემანია მატიჩი და ეშლი იანგიც იყვნენ. ბელგიელმა ფორვარდმა ხმების 71% მიიღო, მატიჩმა და იანგმა კი 22 და 7 პროცენტი, შესაბამისად.

ლუკაკუ სექტემბერსა და თებერვალშიც იყო ნომინირებული ამავე წოდებაზე, მაგრამ მხოლოდ მესამე შემთხვევა აღმოჩნდა მისთვის წარმატებული და "იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში პირველად დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ.

"მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს ჩემთვის ხმის მოცემისათვის. ყოველთვის ვცდილობ მათთვის ამაგის გადახდას და ასე იქნება ამიერდან სეზონის ბოლომდეც. გასული კვირა შესანიშნავი იყო ჩემთვის და გუნდისთვის. კარგად ვთამაშობთ და ამ მომენტისგან სიამოვნების მიღება გვსურს, რათა სეზონის ბოლომდე კიდევ უფრო გავუმჯობესდეთ.

ჩემი ყველა გოლი მომწონს. არ მინდა რომელიმეს გამორჩევა, ამას სეზონის ბოლოს გავაკეთებ. ყოველთვის ასე ვიქცეოდი. უბრალოდ რომ შევეხო ბურთს, საჯარიმოდან გავიტანო ან მის გარედან, მაინც ყველა მომეწონება, რადგან დიდებული შეგრძნებაა.

ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის ძლიერად დასრულება. სწორედ ეს უნდა მოვახერხოთ. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ, ჩემპიონატში ყოველთვის უმაღლესი ადგილის დაკავება უნდა იყოს შენი მიზანი. გარკვეული სტანდარტები გვაქვს და დარჩენილ თამაშებში ამას უნდა ვეცადოთ."


ლუკაკუ - მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2018 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Momaval sezonshi bevrad uketesi iqneba❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2018 17:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დაიმსახურა
0
№3
ავტორი: krekera
11 აპრილი 2018 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ლუკიტოო მაგარი ბიჭიაა :*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top