თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2018, 17:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2116,
კომენტარები: 3
მანჩესტერული დერბი სატრანსფერო ფანჯარაზე გაგრძელდება
ბრაზილიელი ნახევარმცველის შესაძენად ორი გუნდი იბრძვის.
მანჩესტერული დერბი სატრანსფერო ფანჯარაზე გაგრძელდება
ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრედ მომდევნო ზაფხულს მანჩესტერში გადაბარგდება - "სიტიში" თუ "იუნაიტედში", ამას დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველი გადაწყვეტს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 25 წლის ფეხბურთელზე სერიოზულად ფიქრობს და ნახევარდაცვის ხაზის მისი საშუალებით გაძლიერებას აპირებს.

"მანჩესტერ სიტიმ" კი მისი შესახებ შეთავაზება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გააკეთა და მოსალოდნელია, რომ ზაფხულშიც ასევე მოიქცევა.

დიდია ალბათობა იმისა, რომ ფრედის სამომავლო ჩემპიონატი პრემიერ ლიგა იქნება და მისმა მრჩეველმა ჟილბერტო სილვამ უკვე დაადასტურა, რომ ბრაზილიელს ინგლისში გადასვლა სურს.

"შახტარის" შეფასება იქნება გადამწყვეტი და ის ამჟამად 50 მლნ. ფუნტზე მეტს წარმოადგენს, რის გადახდასაც "სიტი" არ აპირებს და მყარად დგას თავის პოზიციაზე.

"არსენალიც" არის ფეხბურთელით დაინტერესებული, მაგრამ ღირებულება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდება, რის გამოც ისინი უკან დაიხევენ.

წყარო: mirror
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
9 აპრილი 2018 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
რავიცი რომ ვთქვა რომ ძალიან მეწყინება ამას თუ ვინმე აგვახევს, მოვიტყუები. ისეთს ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ მე პირადად ამაში..
0
№2
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2018 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Nu cudi araa:))

Nu cudi araa:))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2018 17:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სიტი წაიყვანს სავარაუდოდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top