თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2018, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2014,
კომენტარები: 6
სმოლინგი: "ჟოზემ გვითხრა, რომ მასხარები გამოვიდოდით"
კრის სმოლინგი პორტუგალიელის მიერ შესვენებაზე ნათქვამს სიტყვებს იხსენებს.
სმოლინგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა კრის სმოლინგმა მოგვიხთრო, რომ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის შესვენებაზე მოურინიომ ფეხბურთელებს ურჩია, მასხარად არ გამოსულიყვნენ საფინალო სასტვენის შემდეგ.

შაბათს გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის ჩაფლავების შემდეგ "წითლები" მეორე ნახევარში გარდაისახნენ და მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 2:3 დააფიქსირეს.

გამარჯვების გოლის ავტორი "იუნაიტედის" ცენტრალური მცველი გახდა, რომელმაც მანამდე დაშვებული შეცდომა გამოასწორა.

"გუნდის წინაშე ვალში იყავი. როცა შეცდომას უშვებ, მისი გამოსწორება გსურს. დაინახავდით, რომ პირველმა გოლმა შვება მოგვგვარა და უბრალოდ მიხარია, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.

შესვენებაზე საკუთარი თავის შეცოდებით გავედით, ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში სიამაყის გრძნობა უნდა გამოგვევლინა. პირველი ტაიმი საშინელი იყო - მეტოქეს ფეხს ვერ ვუწყობდით, ჩვენს თამაშს ვერ ვთამაშობდით და ყველაფერი ჯერ კიდევ შესვენებამდე შეიძლებოდა დასრულებულიყო.

მწვრთნელს ბევრი არ უსაუბრია, რადგან ჩვენ თავადაც გვესმოდა, რომ ეს ჩავარდნა იყო. გვითხრა, რომ არ სურდა მასხარებივით ვმდგარიყავით და გვეყურებინა, როგორ იგებდნენ ტიტულს",
- განაცხადა სმოლინგმა.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
8 აპრილი 2018 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ჯიგარი ჩადონ და ანგირიშის დედაც რაა
0
№2
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2018 15:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი გამოიყვანა. თან მაგრად გამიხარდა და თან სევილიასთან წაგება უარესად მიტყდებოდა. დიდი პოტენციალი აქვს გუნდს შეტევაში და ტეხავს რა ფეხბურთსაც ვთამაშობთ ხოლმე
1
№3
ავტორი: ikeoni
8 აპრილი 2018 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11684
Au joze Ra kacia:))
0
№4
ავტორი: Manstark_United
9 აპრილი 2018 08:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
პირველი ტაიმი არაფრად არ ვარგოდა,მაგრამ აი მეორე ტაიმი საუკეთესო იყო
0
№5
ავტორი: kaxeti
9 აპრილი 2018 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
საოცარი თამაში მოგვიგეს, მომენტებით გვაჯობეს აშკარად, მაგრამ გაიკეთონ მომენტები ერთ ადგილში, მთავარი იყო ტაბლოზე აციმციმებული ციფრები მატჩის ბოლოს!

ციტატა: kaxeti
საოცარი თამაში მოვიგეთ, მომენტებით გვაჯობეს აშკარად, მაგრამ გაიკეთონ მომენტები ერთ ადგილში, მთავარი იყო ტაბლოზე აციმციმებული ციფრები მატჩის ბოლოს!
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2018 17:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
პირველი ტაიმი საშინელი იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top