თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2018, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4198,
კომენტარები: 10
პოგბა: "ჩემი უკმაყოფილების ერთი მიზეზი არსებობს"
პოგბა გარკვეულწილად იმედგაცრუებულია.
პოგბა:
პოლ პოგბამ განაცხადა, რომ უკეთესი შეგრძნებაა "მანჩესტერ სიტისთვის" დერბიში ტიტულის გაფორმებისთვის ხელის შეშლა, ვიდრე მათ წინააღმდეგ ორი გოლის გატანა.

ფრანგი ეჭვგარეშედ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და მან 79% მოიპოვა გამოკითხულთა ხმებისა, რომელთაც ალექსის სანჩესს მიანიჭეს 15%, ხოლო ანდერ ერერას, "იუნაიტედის" პირველი გოლის დროს საგოლე გადაცემის შემსრულებელს - 6%.

"ნამდვილად კარგი შეგრძნებაა ორი გოლის გატანა, მაგრამ უფრო კარგია "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამარჯვება და მათ სტადიონზე ტიტულის მოპოვებისთვის ხელიშ შეშლა.

ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემი ერთი მხარე იმედგაცრუებულიცაა, რადგან მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით რომ გვეთამაშა მთელი სეზონის განმავლობაში, ახლა "სიტის" ტიტულში ცენზურალებოდით, ან მათ წინ ვიქნებოდით.

ეს არის ფეხბურთი. ასეთი რამეები ხდება. და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, ჯერ კიდევ ვსწავლობთ. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ."


პოგბამ საბოლოო სასტვენის შემდეგ ემოციურად აღნიშნა გამარჯვება, რითა აჩვენა, რომ ეს მოგება მისთვისაც ისევე იყო მნიშვნელოვანი, როგორც "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის.

"აქ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ "სიტის" სტადიონზე ჩვენთვის მხარი დაეჭირათ და ნამდვილად არ სურდათ ჩვენი მარცხის ხილვა. არ გვინდოდა ამ მატჩის წაგება და ეს შევძელით ჩვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა ქომაგისთვის".

ფრანგმა თავისი ინტერვიუ სეზონის დარჩენილ ნაწილში დასახულ მიზნებზე საუბრით დაასრულა - "ჩვენ უნდა ვიფიქროთ მეორე ადგილზე, ინგლისის თასზე, რომელიც გვიახლოვდება" - და მომდევნო სეზონში გაუმჯობესების მიზანზე.

"ზუსტად, ყოველთვის. ამიტომაც ვთამაშობთ, რომ უკან უკეთესები დავბრუნდეთ, ვიდრე წინა სეზონში და არ დავუშვათ იგივე შეცდომები".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ManchesterU
8 აპრილი 2018 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
Gilocavt bichebo aghdgomis brckinvale dghesaswauls, mravals daescarit janmrtelebi da bednierebi. Pogba shen ki eseti gvikvarxar kvelas, gundis cinamdzgholi unda iko chemi azrit momavali capitani da gundis suli da guli.
0
№2
ავტორი: PaLoMo
8 აპრილი 2018 11:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4124
მასე მერე თქვე კაი ხალხოო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
8 აპრილი 2018 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
85 სიახლე მქონდა და ვიფიქრე ბარემ დავამრგვალებ მეთქი. მაინც სხვა რამაა სამ ციფრიანი რაოდენობა. მოკლედ 100 სიახლეზე ავედი.

ახლა ნამდვილად ნახვამდის.
0
№4
ავტორი: stepno
8 აპრილი 2018 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოკლედ შემდეგ სეზონში ჩემპიონობას ველით უკვეე:))
0
№5
ავტორი: Rezimanutd
8 აპრილი 2018 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ქრისტე აღგზდგა!მრავალს დაესწარით ბიჭებო ყველას გილოცავთ. კარგი დღე იყო გუშინ გაგვახარეს ბიჭებმა ისეთ ქამბექი დადეს და არმინდა პირველ ტაიმზე საუბარი გასაგებია მაგრამ ორივე ტაიმს სიტისთან ერთნაირად ვერითამაშებ გამორიცხულია ეგ და მადლობა ბიწრბს მეორე ტაიმისთვის და ბრძოლის ჟინისთვის ხომ გვინდოდა გამარჯვება ხოდა გაიმარჯვეს
0
№6
ავტორი: sandroo
8 აპრილი 2018 14:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
ნამდვილად ცენზურალებოდით
2
№7
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2018 15:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველი ტაიმი და კარისკენ 0 დარტყმა ძაან დიდი სირცხვილი იყო. მეორე ტაიმში ყველაფერი გამოსწორდა საბედნიეროდ winked
0
№8
ავტორი: ikeoni
8 აპრილი 2018 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Saocari Meore taimi❤️
0
№9
ავტორი: Manstark_United
9 აპრილი 2018 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ზუსტად ვერ ვიტყვით,რომ ამ ქულებით სხვა სეზონში საჩემპიონო მარათონში ვიქნებოდით ჩაბმულები, მაგრამ ფაქტია,რომ შარშანწინ ამ დროს ლესტერს ქულების ეს რაოდენობა ჰქონდა,როცა ჩემპიონი გახდა. წლევანდელი წარუმატებლობა,რაღაც მხრივ,არის ჟოზეს ბრალი.ზედმეტად ჯიუტად მიაწვა თავის დაცვით სტილს მაშინ,როცა ამის საჭიროება არ იყო და შედეგზე თამაშით ბოლოს შედეგიც ვერ მიიღო. მეორე მხრივ,არის სიტის საოცარი სეზონის ბრალი,ამ სიტის დამწევი მართლა ვერ იქნებოდა ისეთი დაცვის გუნდი,როგორიც ჩვენ ვართ.
რაც შეეხება სევილიასთან გამოვარდნას,ეს იყო თავიდან ბოლომდე ჟოზე მოურინიოს ბრალი.თავისი ტაქტიკური წუნის და ზოგადად მისი ამაზრზენი სტილის ბრალი.არ შეიძლება ოლდ ტრაფორდზე იუნაიტედმა ითამაშოს მეორე ნომრად.შეიძლება ეს გააკეთოს ენფილდზე,ეტიჰადზე,სანტიაგო ბერნაბეუზე, იმიტომ რომ იქ სხვა გზა არ არის.მაგრამ ოლდ ტრაფორდზე სხვას არ უნდა დაუთმო თამაში. (თამაში,თორემ გამარჯვება შეიძლება სხვას დარჩეს,ჩვეულებრივი ამბავია)
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2018 17:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ულიდერა გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top