"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოხარული იყო "მანჩესტერ სიტისთან" ნახევარმცველების თამაშით და აცხადებს, რომ პოლ პოგბასთვის თამაშის გაუმჯობესება არ უთხოვია.
ფრანგმა შეხვედრის მეორე ტაიმში წუთნახევარიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა, მოგვიანებით კი კრის სმოლინგმა სტუმრებს გამარჯვება მოუტანა და "სიტის" საჩემპიონო ზეიმი მომდევნო კვირებისთვის გადაიდო.
შესვენებაზე გასახდელში მყოფი მოურინიოს დარიგებები გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრის საბოლოო შედეგის დაფიქსირებაში, რაშიც უდიდესი წვლილი კრიტიკოსების სამიზნე პოგბას მიუღწვის.
"შესვენებაზე ვთქვი, რომ ჩემი ნახევარმცველები იმაზე უკეთ ვერ ითამაშებდნენ, ვიდრე თამაშობდნენ. "სიტის" წინააღმდეგ ძალიან რთულია თამაში, რადგან პრესინგს მართლაც კარგად იყენებენ, კომპაქტურად მოქმედებენ და ბურთის გადაადგილებაშიც ძლიერები არიან.
მატიჩს, ერერასა დაპოგბას ვუთხარი, რომ ბევრს ვერაფერს დაამატებდნენ იმ თამაშს, რაც პირველ ტაიმში აჩვენეს, რადგან მათ უკვე აჩვენეს თავდაჯერებულობა და ბურთსაც კარგად ამოძრავედნენ. სამაგიეროდ, უფრო მეტს ვითხოვდი ჩემი ცენტრალური მცველებისგან, მითუმეტეს, როცა ბურთი მათ ჰქონდათ, რადგან პირველ ტაიმში ძალიან დაბნეულად თამაშობდნენ ფეხით და ბევრ ცუდ შეცდომას უშვებდნენ.
უფრო მეტი მოვთხოვენ ჩემს ვინგერებს, მინდოდა, სიღმეში შესულიყვნენ და ჩვენი ნახევარმცველებისთვის უფრო მეტი არჩევანი მიეცათ. მეორე ტაიმში სწორედ ეს გავაუმჯობესეთ, მაგრამ პოლისგან არ მითხოვია მომატება, რადგან უკვე ვიყავი კმაყოფილი იმით, რასაც პირველ ტაიმში აჩვენებდა. მან ორი ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ბედნიერი ვარ მის გამო", - განაცხადა მწვრთნელმა.