თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2018, 18:18
ნანახია: 1541,
კომენტარები: 10
პარკერი: "პოგბამ მეტი ყურადღება ფეხბურთს უნდა მიაქციოს და არა თმებს"
პოლ პარკერმა პოგბა და დებრუინე ერთმანეთს შეადარა.
პარკერი:
"იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა პოლ პარკერმა პოგბა და კევინ დე ბრუინე ერთმანეთს შეადარა.

" მათ შორის განსხვავება შაბათის მატჩის შემდეგ შესაძლოა სიტისთან 19 ქულიან ჩამორჩენად გადაიქცეს. არსებობენ კარგი მოთამაშეები, მაგრამ დიდი მოთამაშეობა თუ გინდა სტაბილურად უნდა იმუშაო.

სწორედ ამას აკეთებს დე ბრუინე. შეუძლია პოგბას გახდეს ისეთი მოთამაშე როგორიც უნდა? დიახ, მაგრამ ამისთვის მან მეტი ყურადღება ფეხბურთს უნდა დაუთმოს და არა თმებს. თმები და სხვა მსგავსი რაღაცეები ნორმალურია, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მოედანზე დაიმსახურე.

პოგბას ხსენებისას იცინიან და ახსენდებათ მისი თმები და მოურინიოსთან კონფლიქტი. როდესაც ამდენი მილიონი ღირხარ, შენზე პირველი ეს არ უნდა ახსენდებოდეთ."
- განაცხადა დასასრულს პარკერმა

წყარო:http://www.manutd8.com/
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
6 აპრილი 2018 18:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გავიგეთ, რომ თმები და ინსტაგრამი ცუდია, ყველა, ვისაც არ ეზარება, ტვინს უჭამს პოგბას wink
მე მაინც ვერ ვხვდები ლოგიკურ კავშირს თმას და თამაშს შორის. თავი რომ გადაიპარსოს სულ, ან ვაფშე დაიკიდოს თმები, უკეთესად ითამაშებს?

ზედაპირული შენიშვნებია, მეტი იმუშავე, უკეთესად ითამაშებ - ეს უნივერსალური ფრაზაა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას ერგება.

პოგბაზე ვერ იტყვი მთლიანობაში ცუდად თამაშობსო, მითუმეტეს დასაწყისი ძალიან კარგი ჰქონდა და სადღაც იანვრიდან მოუკლო, მთლად თმებში არაა საქმე, რაღაც შეიცვალა, რამაც გამოიწვია მისი რეგრესი.
ბოლო თამაში სუონსისთან მშვენივრად ჩაატარა, მიუხედავად ახალი ვარცხნილობისა wink
0
№2
ავტორი: ikeoni
6 აპრილი 2018 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
ციტატა: JuanMata

100% swori azri
0
№3
ავტორი: Svanchester
6 აპრილი 2018 19:38
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
თმებს რაც უნდა ის უქნას, ვარჯიში გააგრძელოს მაღალი მოტივაციით და შემართებით.
0
№4
ავტორი: LewisHamilton
6 აპრილი 2018 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: JuanMata
გავიგეთ, რომ თმები და ინსტაგრამი ცუდია, ყველა, ვისაც არ ეზარება, ტვინს უჭამს პოგბას wink
მე მაინც ვერ ვხვდები ლოგიკურ კავშირს თმას და თამაშს შორის. თავი რომ გადაიპარსოს სულ, ან ვაფშე დაიკიდოს თმები, უკეთესად ითამაშებს?

ზედაპირული შენიშვნებია, მეტი იმუშავე, უკეთესად ითამაშებ - ეს უნივერსალური ფრაზაა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას ერგება.

პოგბაზე ვერ იტყვი მთლიანობაში ცუდად თამაშობსო, მითუმეტეს დასაწყისი ძალიან კარგი ჰქონდა და სადღაც იანვრიდან მოუკლო, მთლად თმებში არაა საქმე, რაღაც შეიცვალა, რამაც გამოიწვია მისი რეგრესი.
ბოლო თამაში სუონსისთან მშვენივრად ჩაატარა, მიუხედავად ახალი ვარცხნილობისა wink

ზუსტად! შეჭამეს უკვე ტვინი პოგბას ვარცხნილობაზე აპელირებით.. იუვეში რო გადასარევი იყო და ყველა აღფრთოვანებით აღნიშნავდა მის ტალანტს, მაშინ დაუვარცხნელი დადიოდა თუ რა? ნაკრებში სულ სხვანაირად რომ თამაშობს და შედეგი მოაქვს გუნდისთვის, მაშინაც თმებს რამეს უშვება თუ? ვერავინ ვერ ამბობს ბოლომდე რო მოურინიოს კრეტინულ ტაქტიკას ვერ ერგება ამის სათამაშო სტილი და აღარ იციან რა მიზეზს დააბრალონ მისი "ჩავარდნები".
0
№5
ავტორი: DamPaLiGiGa
6 აპრილი 2018 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ძალიან ბევრი წელია უკვე რაც საიტს ყოველ დღე ვსტუმრობ მაგრამ ამ კომენტარის დაწერის სურვილმა განაპირობა ჩემი გამოჩენა.. ხალხო პრობლემა კონკრეტულად თმებში კი არაა, არამედ იმაში რო პოგბას ფეხბურთზე მეტად პოპულარობა,ფული და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს!! დიდ როლს თამაშობს ჩვენ დღევანდელ გუნდში მაგრამ საშინლად მაღიზიანებს მისი გაფლანგული პოტენციალი!! და მე მთავარ პრობლემას მაურინიოს სტილში კი არ ვხედავ არამედ პოგბას შინაგან დამოკიდებულებაში თამაშისადმი... დავიჯერო არავის არ დაგრჩენიათ შთაბეჭდილება რო ამას თავი პოდიუმზე გონია?
1
№6
ავტორი: shotkin
6 აპრილი 2018 22:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოკლედ ვიტყვი სათქმელს , ბევრი დაობს იმაზე რო პოგბა თავის ადგილას არ დგასო ისაო ესაო და ამიტო ვერ თამაშობსო , რამნიშვნელობა აქ სად დგახარ როცა ბურთს კარგავ და უკან არ მოყვენი და 2 ნაბიჯის გადადგმა გეზარება და როცა დადიხარ და დასეირნობ მინდორზე რა მნიშვნელობა აქვს 10 ინაზე ხარ ეგრე ფლანგზე თუ ცენტრში? მონდომებული კაცი ყველა პოზიციაზე იბრძვის უბრალოდ პოზიცია განსაზღვრავს მის შედეგიანობას ჯამში და მონდომება არანაირად არ იცვლება პოზიციის შეცვლით ,ამის პრობლემა არის არასტაბილურობა რაც პირადი ცხოვრებითაც შეიზლება გამოწვეული იყოს , ასაკიაქ ისეთი არაა გასაკვირი რო ესეა ვარცხნილობის გარდაც ბევრი სხვა ნიუანსი იქნება რაც ყურადღებას უფანტავს ფეხბურთზე და 1 რიგში მწვრთნელმა უნდა მიაჭიროს და ითაოს ეს საქმე მარა მაგაში მოუს დიდი ექსპერტი არაა თავისი 1 სწორხაზოვანი მიდგომა აქვს და იმით თუ გააგებინებს ხოკაი თუარადა ნაცენზურა ეგრევე და ამასაც ეგ ბედი ელის უახლოეს წლებში თუ ესე გააგრძელა მოუ არაა ფერგი და სხვა სტილის მწვრთნელი რო ინდივიდუალურად მოუდგეს იგროკებს ესე. ძაან კალსნია პოგბა და დონეა მარა სამწუხაროდ ესე თუ გააგრზელა და კიდე მოუ გვეყოლა ტრენერი ამას აახვევინებენ 2 აზრი არაა ან ამას ან მოუს ან მანამდე ეს გაიქცევა!
0
№7
ავტორი: picxela
6 აპრილი 2018 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
me vpiqrob am gundi arastabilurobis da ara mrto pogaaa gundi mizezi mourinios midgomaaa misi sajaro komentarebi

me vpiqrob am gundi arastabilurobis da ara mrto pogaaa gundi mizezi mourinios midgomaaa misi sajaro komentarebi
0
№8
ავტორი: Sh-rati
7 აპრილი 2018 03:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
eg biji is araa rac chven gvgonia.da verc is mica gunds rac chirdeboda inglisi italia araa arsenali me-6 adgilzea aq krotone da peskara kiara.tu dakacda da moindoma ki itamashebs tuarada vidali ufro met kvals datovebs vidre glamuruli pogbito.ise denis rodmans magonebs mara is magari mcveli iyo sadac iyo
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
7 აპრილი 2018 13:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
ვეთანხმები shotkin ს და ჩვენს ახალ შემომატებულ წევრს.(გილოცავ ჩვენს ოჯახში მობრძნებას)პრობლემას ნაღდად ვერ ვხედავ პოზიციის შეუსაბამობაში და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს.ჯერ ერთი ნამდვილად არ უთამაშია განსხვავებულ პოზიციაზე ევროპის ჩემპიონატზე პოგბას ნაკრებში მაგრამ თანაშობდა.ამ ბოლო დეოს აღარ მინახავს საფრანგეთის თამაშები და ვერ ვიტყვი რა პოზიციაზეა.აქ პრობლემა კომპლექსურია.ჯერ ერთი ის რომ პოგბას უკან უწევს დახევა ეგ დაცვის არასტაბილურობის გამოა და არა იმიტომ რომ ვინმე უკრძალავს წინ წასვლას.წინ ვერ მიდიან დაცვა არის დასაზღვევი სულ.მე ის უფრო მიკვირს მიუხედავად დეხეას ფენომენალურობისა და თითქმის მთელი ნახევარდაცვის დახმარებისა დაცვაზე,მაინც ასე ცოტას რო ვუშვებთ იმიტომ რომ საშინელი დაცვა გვყავს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ახლა რაც შეეხება პოგბას ვერ ვხვდები როცა შენი გუნდი არ უტევს და თავს იცავს,ამ დროს ნახევარმცველს არ ევალება უკან ჩამოსვლა?ან 5მეტრში სწორი პასის გაცემა?ან ის რა იყო მწვრთნელს რო არ ეთანხმებოდა ეგ საერთოდ რაღაც ახალი იყო.ვინ ჩემი ფეხები ხარ ეგ არ უკადრისნლეგენდებს მართლა ამ გუნდში და რა მნიშვნელობა აქვს ვინაა მწვრთნელი მოურინიო ქეცბაია თუ ვაისი.აქ პრობლემა არის მის დამოკიდებულებაში მისივე პროფესიის მიმართ.პროფესიონალები ეგრე არ იქცევიან.მაგრამ ეს არის არაპროფესიონალი დიდი ბიჭისა და პოტენციალის ფეხბურთელი.არაპროფესიონალიზმი მარტო თმა არაა და ასე უქნია დაიჯვას თავზე და ისე ირბინოს ოღონდ თავისი საქმე აკეთოს

ციტატა: Sh-rati
eg biji is araa rac chven gvgonia.da verc is mica gunds rac chirdeboda inglisi italia araa arsenali me-6 adgilzea aq krotone da peskara kiara.tu dakacda da moindoma ki itamashebs tuarada vidali ufro met kvals datovebs vidre glamuruli pogbito.ise denis rodmans magonebs mara is magari mcveli iyo sadac iyo

100%
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2018 17:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოდი და არ დაეთანხმო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top