თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2018, 13:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1545,
კომენტარები: 5
"ბარსელონას" გეგმები "იუნაიტედსაც" უკავშირდება
ესპანელებს "წითელ ეშმაკებთან" მოლაპარაკებები სურთ.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, კლუბები სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ სასურველ ფეხბურთელს. ამ მხრივ რა თქმა უნდა კატალონიის "ბარსელონაც" არ არის გამონაკლისი.

ვალვერდე მცველის შეძენას გეგმავს. როგორც უკვე ცნობილია, კატალონიელები ინგლისურ პრემიერ ლიგას ესტუმრებიან. კერძოდ, მათ ინტერესთა სფეროში "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლიუკ შოუა.

ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ ლიუკ შოუ საჯაროდ გააკრიტიკა. თუმცა, მეორე დღეს მას გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე უწოდა. თავის მხრივ, შოუ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხს ვერ იკიდებს და სწორედ ეს ყველაფერი ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს ფეხბურთელის მომავლის ირგვლივ.

ვალვერდეს ახალგაზრდა მცველის საკუთარ კლუბში ხილვა სურს, ხოლო ტრანსფერის ტიპს რაც შეეხება, შესაძლოა ესპანელებმა შოუ არენდის წესით წაიყვანონ. მოლაპარაკებები ზაფხულში გაიმართება.



წყარო: ukrainefootball
ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
6 აპრილი 2018 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
არ მესმის რატო ამოიჩემა შოუ და პრინციპულად არ ათამაშებს, დარწმუნებული ვარ ზედიზედ რამდენიმე თამაში რომ მისცეს ფორმასაც აკრეფდა. ეგრეც იყო პრინციპში, რაღაც პერიოდი მიყოლებით ჩაატარა თამაშები და საკმაოდ კარგადაც მაგრამ მერე გაუგებარია რატომ, ამოაგდო ეგრევე შემადგენლობიდან. ეხლა კიდე გულამის მოყვანაზე იწერება შოუს მაგივრად და ყველაზე უაზრო ტრანსფერი თუ არ იყოს ეგ. ერთადერთი ვისაც ახლა პირადად მე შოუს ნაცვლად მოვიყვანდი ალექს სანდროა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ შოუს დავიტოვებდი და ძირითადში ადგილს მივცემდი..
0
№2
6 აპრილი 2018 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მენანება მაინც. თუმცა ფორმაში არაა ესეც მართალია.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 აპრილი 2018 13:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისე მიდის საქმე რო გაუშვებს შოუს სეზონის ბოლოს
0
№4
ავტორი: ikeoni
6 აპრილი 2018 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Didi shansia amis wasvlis:(((
0
№5
ავტორი: stepno
7 აპრილი 2018 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
როგორ ვერ განვითარდა ტრამვის მერე რაა :(( ჟოზეს არ ვაბრალებ მე არაფერს უბრალოდ ლუკმა ვერ გაქაჩა აშკარად ტრამვის მერეე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top