თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2018, 11:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1718,
კომენტარები: 9
ჰოლანდიელი საინტერესო ისტორიას იხსენებს
რობენი წარსულზე საუბრობს.
ჰოლანდიელი საინტერესო ისტორიას იხსენებს
ლეგენდარული ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი, საინტერესო ისტორიას იხსენებს და საუბრობს იმაზე თუ რატომ არ გადავიდა 2004 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.

იმ დროს ბრიტანული ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ, რომ ჰოლანდიელი სუპერვარსკვლავი სულ მალე გადავიდოდა "ოლდ ტრაფორდზე" და "იუნაიტედს" შეუერთდებოდა, თუმცა ყველასგან გასაკვირად ფეხბურთელმა "მანჩესტერს" ლონდონის "ჩელსი" არჩია და არისტოკრატების ღირსების დამცველი გახდა.

"ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა სერ ალექს ფერგიუსონთან "მანჩესტერში" ვახშმობის დროს. ჩვენ ვისაუბრეთ ფეხბურთზე, ვისაუბრეთ ცხოვრებისეულ თემებზე, "იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზაც მოვინახულე და მანდ ყველაფერი ბრწყინვალე იყო. ვფიქრობდი ჩემით, რომ თუ ამ შეხვედრაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" კონტრაქტს შემომთავაზებდა, მე მას ხელს აუცილებლად დაუფიქრებლად მოვაწერდი.

მას შემდეგ რაც "პსვ" - ში დავბრუნდი არაფერი არ მომხდარა. არ იყო არანაირი კონტაქტი და შემოთავაზება. ამ დროს "პსვ"- ს ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს ლონდონის "ჩელსისთან" მართავდა. მე მათ წარმომადგენლებს პირადად ვესაუბრე და მათი გეგმა მომეწონა. შეთანხმების მისაღწევად საჭირო გახდა მხოლოდ ერთი შეხვედრა - ყველაფერი სწრაფად მოხდა. განვმეორდები, რომ თუ "იუნაიტედის" მხრიდან შემოთავაზება მექნებოდა მე მას აუცილებლად დავთანხმდებოდი თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა, რის გამოც არ ვწუხვარ".-
განაცხადა რობენმა ჟურნალ FourFourTwo - სთვის მიცემულ ინტერვიუში.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
6 აპრილი 2018 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
2004 წელი იგულისხმება ალბათ და არა 2014. არ ვიცი ვერ ავხსნი რატომ მაგრამ სიმართლე ვთქვა არც მე მეწყინა რო ამის ტრანსფერი ვერ შედგა ოდესღაც..
0
№2
ავტორი: Svanchester
6 აპრილი 2018 13:17
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: LewisHamilton
2004 წელი იგულისხმება ალბათ და არა 2014. არ ვიცი ვერ ავხსნი რატომ მაგრამ სიმართლე ვთქვა არც მე მეწყინა რო ამის ტრანსფერი ვერ შედგა ოდესღაც..

კი 2004 წელი, მცირე შეცდომა მომივიდა წერისას ციფრს არ დავაკვირდი.
0
№3
ავტორი: LewisHamilton
6 აპრილი 2018 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: Svani
ციტატა: LewisHamilton
2004 წელი იგულისხმება ალბათ და არა 2014. არ ვიცი ვერ ავხსნი რატომ მაგრამ სიმართლე ვთქვა არც მე მეწყინა რო ამის ტრანსფერი ვერ შედგა ოდესღაც..

კი 2004 წელი, მცირე შეცდომა მომივიდა წერისას ციფრს არ დავაკვირდი.

ეგ არაფერი, იმდენ სტატიას წერ ამ ბოლო დღეებში მიყოლებით რომ ყველაფერი გეპატიება))
0
№4
ავტორი: Svanchester
6 აპრილი 2018 13:40
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: LewisHamilton
ციტატა: Svani
ციტატა: LewisHamilton
2004 წელი იგულისხმება ალბათ და არა 2014. არ ვიცი ვერ ავხსნი რატომ მაგრამ სიმართლე ვთქვა არც მე მეწყინა რო ამის ტრანსფერი ვერ შედგა ოდესღაც..

კი 2004 წელი, მცირე შეცდომა მომივიდა წერისას ციფრს არ დავაკვირდი.

ეგ არაფერი, იმდენ სტატიას წერ ამ ბოლო დღეებში მიყოლებით რომ ყველაფერი გეპატიება))

გაიხარე მეგობარო მადლობა.
0
№5
6 აპრილი 2018 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
რომ მოსულიყო კაი იქნებოდა .

თუმცა არაფერი არ დაგვიკარგავს არ მოსვლითაც.
0
№6
ავტორი: ikeoni
6 აპრილი 2018 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ravi ar iqneboda cudi
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
6 აპრილი 2018 16:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ერთადერთი რაც კარგი იქნებოდა გოლს ვერ გაგვიტანდა მეტი რავიცი
0
№8
ავტორი: stepno
7 აპრილი 2018 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგრად მევასება რობენი ეხლაც არ ვიტყოდი უარს
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2018 18:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი იქნებოდა რო გადმოსულიყო თავის დროზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top