თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2018, 21:24
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1458,
კომენტარები: 3
ზლატანი: "მოურინიო მიყვარს"
დიდებული შვედი პორტუგალიელს აქებს.
ზლატანი:
დიდებული შვედ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ამჟამად უკვე მის ყოფილ კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ მოურინიო და მისი შეგირდები ინგლისის ასოციაციის თასის მოგებას შეძლებენ.

"მიყვარს მოურინიო. ის მართლაც, რომ განსაკუთრებულია. ჟოზეს უყვარს გამარჯვებები. ის ყველგან სადაც უმუშავია გამარჯვებული გამოდიოდა. პორტუგალიელის მადლობელი ვარ, მისი დამსახურებით "მანჩესტერ იუნაიტედში" თავს ბედნიერად ვგრძნობდი.

ვიმედოვნებ, რომ "იუნაიტედი" ამ სეზონში ინგლისის ასოციაციის თასს მოიგებს. გასულ სეზონში ჩვენ უფრო დიდ მიზნებს მივაღწიეთ, სამი ტიტულის მოპოვება შევძელით. "იუნაიტედმა" გამარჯვებები უნდა გააგრძელოს რადგან საკუთარი სტატუსი შეინარჩუნოს. თუ გამარჯვებებს ვერ მოიპოვებ, წინ ვერ წახვალ"
.- ციტირებს ESPN - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელი "იუნაიტედის' ღირსებას ორი სეზონის განმავლობაში იცავდა. ზლატანი სულ რამოდენიმე დღის წინ შეუერთდა ამერიკის ჩემპიონატს სადაც ის "ლოს ანჯელეს გალაქსის" ღირსებას დაიცავს. 36 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა და თავი დუბლითაც გამოიჩინა.

ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2018 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Arada Ro Ara is tramva sul sxvanaiarad sheidzleba yofiliyo yvelaferi :((
0
№2
ავტორი: Svanchester
6 აპრილი 2018 00:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
უტიტულოდ სეზონის დასრულება მაინც არ შეიძლება. ის ერთი თასი მაინც მოვიგოთ.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 აპრილი 2018 01:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ერთი თასიღა შემორჩათ და იმედია მოიგებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top