თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2018, 18:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1633,
კომენტარები: 7
ბეილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს
უელსელი პრემიერ ლიგას უახლოვდება.
ბეილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს
მსოფლიოს მასშტაბით, წამყვანი გამოცემების მტკიცებით, ესპანური გრანდის მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევი ფეხბურთელი კარიერას ინგლისში კერძოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

El Confidencial- ის ცნობით, უელსელ გარემარბს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ის "სანტიაგო ბერნაბეუს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებს. მთავარი მიზეზი კი ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკის არქონა გახლავთ.

მოგეხსენებათ, 28- წლის ფეხბურთელს მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აღარ ენდობა და გარემარბი სათადარიგო სკამის უცვლელ წევრად რჩება.

ბეილს თანაგუნდელები აქტიურად არწმუნებენ რომ მან კლუბი არ გამოიცვალოს და "რეალის" შემადგენლობაში დარჩეს, თუმცა გარეთი ფიქრობს რომ მისი ადგილი ესპანეთში უკვე აღარ არის.

ფეხბურთელის ყიდვის მთავარ პრეტენდენტად ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" სახელდება, რომელიც მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ბეილმა 20 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო, ამასთანავე მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაც ირიცხება.
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
5 აპრილი 2018 19:02
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
საიტს მწერლების აქტიურობა არ აწყენდა.
0
№2
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2018 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Vnaxot ise didi shansia gadmovides
0
№3
ავტორი: LewisHamilton
5 აპრილი 2018 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
რავიცი პერესი თუ დაბოღმილი და გაბუტული ბავშვის პოზიციიდან შეხედავს ამ სიტუაციას მაშინ დე ხეას ამბების გამო არ მოგვყიდიან ჩვენ და თუ ნორმალური მენეჯერის პოზიციიდან შეხედავს მაშინ პრობლემა არ გვექნება ამის ყიდვის. 120 მილიონი ევროც არაა კოლოსალური თანხა დღევანდელი ფასების გათვალისწინებით. სადაც ვან დეიკი ღირს 75 ლიმონი და კოუტინიო 145 მაშინ სავსებით მისაღები თანხაა..
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2018 20:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმატებს უკვე იმის შანსი რო დატოვოს რეალი
0
№5
ავტორი: stepno
5 აპრილი 2018 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გადმოვა დარწმუნებული ვარ
0
№6
ავტორი: sandroo
5 აპრილი 2018 20:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
სირცხვილია ზამენის კაცის ყიდვა 120 მილიონად და იმედია დააკლებინებენ ცოტა
0
№7
ავტორი: Svanchester
6 აპრილი 2018 00:07
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
წერენ, რომ მოურინიო უკვე პირადად შეუთანხმდაო. დიდი ალბათობით გადმოვა ეს ჩვენთან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top