თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2018, 20:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1998,
კომენტარები: 10
"რეალთან" შეთანხმება უკვე მიღწეულია
შესაძლოა უელსელმა მომავალ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, მადრიდის "რეალისთვის" და კერძოდ, უელსელი ფეხბურთელის გარეთ ბეილისთვის, სიახლის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს.

სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, ბეილს უკვე აღარ ენდობა. ფეხბურთელმაც სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა და იქ დაიმკვიდრა ადგილი, რაც შესაძლოა გახდეს მიზეზი იმისა, რომ 28- წლის ფეხბურთელმა კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, ვინაიდან და რადგანაც სწორედ ინგლისიდან აქვს მას ისეთი შემოთავაზება, რომელსაც მისთვის ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" ამზადებს.

Manchester Evening News- ის ცნობით, ორ კლუბს შორის შეთანხმება უკვე დაიდო. ხოლო შეთანხმება შემდეგ რაღაცას გულისხმობს: "თუ სამეფო კლუბი ბეილის ყიდვას გადაწყვეტს, მისი ყიდვა პირველ რიგში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეეძლება".

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, პერესის კლუბს ფეხბურთელის ზაფხულში გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს, და მისი ყიდვა "წითელ ეშმაკებს" მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა უკვე შესთავაზა.
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 აპრილი 2018 21:21
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ეს ის არ არის რეალზე რო აბოდებს და თან ბედნიერად რო გრძნობს თავს? მიუხედავად ამისა ამან ტრავმები რომ არ მიიღოს კარგი იქნებოდა ჩვენ გუნდში.
0
№2
ავტორი: LewisHamilton
4 აპრილი 2018 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ტოტენჰემიდან უნდა წამოთრეულიყო აქ პირდაპირ და არა ესე. პლიუს ტრავმიანობისკენაა მიდრეკილი და რავიცი ესე პირდაპირ ვერც გაგიხარდება და ვერც გეწყინება ამის ტრანსფერი. გააჩნია აი რა ფასზე იქნება რეალი თანახმა, მერე უფრო გასაგები გახდება ღირს თუ არა..
0
№3
ავტორი: JuanMata
4 აპრილი 2018 22:38
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეგეთი შეთანხმება დადო ატლეტიკომ და ბარსამ გრიზმანზე.
ასე რომ სავარაუდოდ, გრიზმანი ბარსაში წავა, თან 7 ნომერი დაუტოვეს და ჩვენ ბეილზე ვიჩალიჩებთ.
0
№4
ავტორი: Lalana
5 აპრილი 2018 00:54
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ეგეთი შეთანხმება დადო ატლეტიკომ და ბარსამ გრიზმანზე.
ასე რომ სავარაუდოდ, გრიზმანი ბარსაში წავა, თან 7 ნომერი დაუტოვეს და ჩვენ ბეილზე ვიჩალიჩებთ.

სიმართლე რომ გითხრათ გრინზმანი სულ არ მინდა მანჩესტერში,რადგან თითოეულ დიდ თამასში ქრება,არ შეუძლია ლიდერობა გუნდისთვის.ჩვენ კი ისედაც გვყავს ფეხბურთელები რომლებიც მსგავს მატჩებში იკარგებიან,ამიტომ ისევ ბეილის მოსვლა მირჩევნია,თან მარჯვენა ფლანგს კარგად გააკონტროლებს,დაცვასაც დაეხმარება და თავდასხმაშიც მშვენიერი იქნება.ერთი ის არის პრობლემა რომ ძაან ტრავმიანია,ამიტომ რამდენად გამოგვადგება ტრავმიანი ფეხბურთელი ეგ ნამდვილად არ ვიცი.
0
№5
ავტორი: Svanchester
5 აპრილი 2018 01:36
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Lalana
ციტატა: JuanMata
ეგეთი შეთანხმება დადო ატლეტიკომ და ბარსამ გრიზმანზე.
ასე რომ სავარაუდოდ, გრიზმანი ბარსაში წავა, თან 7 ნომერი დაუტოვეს და ჩვენ ბეილზე ვიჩალიჩებთ.

სიმართლე რომ გითხრათ გრინზმანი სულ არ მინდა მანჩესტერში,რადგან თითოეულ დიდ თამასში ქრება,არ შეუძლია ლიდერობა გუნდისთვის.ჩვენ კი ისედაც გვყავს ფეხბურთელები რომლებიც მსგავს მატჩებში იკარგებიან,ამიტომ ისევ ბეილის მოსვლა მირჩევნია,თან მარჯვენა ფლანგს კარგად გააკონტროლებს,დაცვასაც დაეხმარება და თავდასხმაშიც მშვენიერი იქნება.ერთი ის არის პრობლემა რომ ძაან ტრავმიანია,ამიტომ რამდენად გამოგვადგება ტრავმიანი ფეხბურთელი ეგ ნამდვილად არ ვიცი.

ლალანა გეთანხმები, გრიზმანი დიდ თამაშებში ვერაფერი დიდი ფეხბურთელი ვერ არი, ეს იმის მერე არ მომწონს სანაკრებო შეკრებაზე ვარანს რო არ მოულოცა ლიგის მოგება.
0
№6
ავტორი: Rezimanutd
5 აპრილი 2018 03:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ფაქტია უნდათ ბეილის გაყიდვა მაგრამ შანსი არაა ჩვენ არმიგვყიდის პერესი შეგნებულად)) სავარაუდოდ პსჟ ან სიტი იყიდის
0
№7
ავტორი: stepno
5 აპრილი 2018 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არ მეწყინება ეს თუ ვერ დავითრიეთ:)) რეალში თამაში უნდა პროსტა ვერ დაიმკვიდრა ძირითადში ადგილი და ეხლა სკამი რო არ ხეხოს სხვა გზა არ ააქ და წასვლაზე თანახმაა :))) არც მგონია რო პერესი ამას აქ გამოუშვებს დეხეას თემა მაგათ არ დაავიწყდებათ :D
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2018 10:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბეილიც კაი გაურკვევლობაშია
1
№9
ავტორი: JuanMata
5 აპრილი 2018 14:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
ჰო, გეთანხმები.
ამ ორს შორის მანჩესტერს ბეილი უფრო მოერგება, თან პოზიციურადაც ბეილი უფრო გვჭირდება, გრიზმანი მაინც უფრო ცენტრის ტიპია. ბეილი, როცა ტრავმა არ აქვს, ძაან მაგრად თამაშობს.
0
№10
ავტორი: BaChOo
5 აპრილი 2018 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
მშვენიერი :) ველქამ <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top