თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2018, 12:33
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1761,
კომენტარები: 8
მოურინიომ ახალი ფორვარდის შეძენა გამორიცხა
"იუნაიტედი" ზაფხულში ფორვარდს არ შეიძენს.
მოურინიომ ახალი ფორვარდის შეძენა გამორიცხა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის "ლოს ანჟელეს გალაქსიში" გადასვლის შემდეგ მანჩესტერში აქტუალური გახდა ფორვარდის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება კლუბში არა ერთ მოთამაშეს აქვს, ნომინალურ ფორვარდებად, მით უფრო ჟოზე მოურინიოს სტილის, მხოლოდ ლუკაკუ და იბრაჰიმოვიჩი არიან. შვედის წასვლის შემდეგ ჟურნალისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ვუდვორდს ფორვარდის შეძენა მოუწევდა, მაგრამ "განსაკუთრებულმა" ამომწურავი პასუხი გასცა მათ.

სუონსისთან მატჩამდე ჰამართულ პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა განაცხადა : ჩვენ გვყავს ცენტრალური თავდამსხმელები, რომელუ ლუკაკუ და მარკუს რეშფორდი, დიახ მარკუსს შეუძლია მარცხნივ და მარჯვნივ თამაში, მაგრამ ის ფორვარდია. ალექსის სანჩესს შეუძლია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში და ენტონო მარსიალსაც, ამიტომ მეორე ლუკაკუს გარეშეც, ჩვენ გვყავს სამი ფეხბურთელი რომლებსაც შეუძლიათ ითამაშონ "ცხრიანზე".

თუ რაღაც მიზეზების გამო არაა ლუკაკუ, ჩვენ ვცვლით სქემას და ვთამაშობთ ორი ფორვარდით, მაგალითად მარკუსით და მარსიალით, ან რეშფორდით და ალექსისით, ამიტომ ახალი მოთამაშე ამ პოზიციაზე არ გვჭირდება.

ამ და წარსულში ანალოგიური სახის განცხადების მიუხედავად ჟურნალისტები მაინც თვლიან, რომ "იუნაიტედი" აუცილებლად ეცდება ისეთი შემტევების ხელში ჩაგდებას როგორებიც პაულო დიბალა, ანტუან გრიზმანი და გარეტ ბეილი არიან.

წყარო : m.vk.com/i_love.mufc
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
31 მარტი 2018 12:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ვიცი რო ეს არაა კიჭა რონალდო, ვერც ლევანდოვსკი გახდება ალბათ მარა მე პირადად უზომოდ შემაყვარა თავი. ზოგადად არ მიყვარს ახალ გუნდში რო გადავლენ და მერე რო აქებენ და ადიდებენ მარა ამის შემთხვევაში ბუნებრივად მოხდა ესე მგონია,მიხვდა რო ამხელა გუნდში არასდროს ყოფილა,ბევრი კოცნის ახალი გუნდის გერბს მარა ბევრი კი არა ალბათ არავინ დარბის მოგებული თამაშის 93 წუთზე მარცხენა მცველის პოზიციაზე..ბევრს მუშაობს ეტყობა და მომდევნო სეზონში ბომბარდირობაზე უნდა წავიდეს.ამ სსეზონში 20 გოლზე ასვლა კაი ქინებოდა თავსეჯერებულიბისთვის

ისე :) 2009 წელი ზლატანი მიდის ინტერიდან.2010 ინტერი ლიგას იგებს.
2010 წელი იბრა მიდის ბარსადან.2011 წელი ბარსა იგებს ლიგას.
2018 წელი იბრა მიდის მანჩესტერიდან და აბა ვინ გამოიცნობს რა ხდება 2019ში?:))
0
№2
ავტორი: Svanchester
31 მარტი 2018 12:59
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
ციტატა: gache1991
ვიცი რო ეს არაა კიჭა რონალდო, ვერც ლევანდოვსკი გახდება ალბათ მარა მე პირადად უზომოდ შემაყვარა თავი. ზოგადად არ მიყვარს ახალ გუნდში რო გადავლენ და მერე რო აქებენ და ადიდებენ მარა ამის შემთხვევაში ბუნებრივად მოხდა ესე მგონია,მიხვდა რო ამხელა გუნდში არასდროს ყოფილა,ბევრი კოცნის ახალი გუნდის გერბს მარა ბევრი კი არა ალბათ არავინ დარბის მოგებული თამაშის 93 წუთზე მარცხენა მცველის პოზიციაზე..ბევრს მუშაობს ეტყობა და მომდევნო სეზონში ბომბარდირობაზე უნდა წავიდეს.ამ სსეზონში 20 გოლზე ასვლა კაი ქინებოდა თავსეჯერებულიბისთვის

ისე :) 2009 წელი ზლატანი მიდის ინტერიდან.2010 ინტერი ლიგას იგებს.
2010 წელი იბრა მიდის ბარსადან.2011 წელი ბარსა იგებს ლიგას.
2018 წელი იბრა მიდის მანჩესტერიდან და აბა ვინ გამოიცნობს რა ხდება 2019ში?:))

მანჩესტერი ლიგას იგებს :)))
მაგრამ ამ ლოგიკით პსჟს ლიგა უკვე მოგებული უნდა ქონდეს :)))
0
№3
ავტორი: gache1991
31 მარტი 2018 13:02
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
პსჟ კიდე კაი ხანი ვერაფერს მოიგებს :)) ეხლა ნეიმარი კამანდა გაექცევათ და დაუბრუნდებიან მამადუ სახო რო ყავდათ კაპიტნად :)) არადა რა დრო იყო ჯეი ჯეი ოკოჩა რონალდინიო რო ყავდათ :))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
31 მარტი 2018 16:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფორვარდს რო არ იყიდდა ეს ისედაც მოსალოდნელი იყო
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
31 მარტი 2018 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
2019-2020წლის სეზონი ჩმოურინიოს აგდებენ ამინ
0
№6
ავტორი: Phil Jones
31 მარტი 2018 23:38
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოკლედ ცენტრფორვარდი ნამდვილად არაა საჭირო, ლუკაკუს გარდა იდეაში რეშის და მარსიალსაც დასანჩესსაც შეუძლიათ თამაში ასე რომ ბარდაგი იქნება. აი გრიზმანის რა ვთქვა არ ვიცი და ბეილი მგონია რომ მაინც საჭიროა მარჯვენა შემტევად თუ გამოიყენებს.
0
№7
ავტორი: ikeoni
1 აპრილი 2018 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Arcaa sachiro
0
№8
ავტორი: OzBeTa
1 აპრილი 2018 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ცენტრფორვარდს არც ვიყიდით , მაგრამ დიბალა, გრიზმანი ან ბეილი ამ სამიდან ერთს აუცილებლად დავიმატებთ. მე უფრო დიბალა გამისწორდებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top