თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2018, 12:37
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1566,
კომენტარები: 8
მატჩის დღე : "იუნაიტედი" - "სუონსი"
ინგლისის "პრემიერ ლიგის" 31-ე ტური.
მატჩის დღე :
დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ "ოცნებების თეატრზე უელსურ "სუონსის" მიიღებს. ოცდამეთერთმეტე ტურისთვის გუნდებს სხვა და სხვა ამოცანები აქვთ, თუ ჟოზე მოურინიოს შეგირდები ჩემპიონატის მეორე პოზიციაზე დასრულებას ლამობენ, კარვალიალის შეგირდები ჯერ კიდევ გადარჩენისთვის იბრძვიან, მიუხედავად ბოლო ტურებში ნაჩვენები კარგი თამაშისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოპოვებული ქულებისა გედები გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ და დარჩენილ რვა ტურში სიტუაცია შესაძლოა უარესობისკენ შეიცვალოს.

ამ გუნდებს შორის, პირველ წრეში გამართული მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, დასაწყისში მომენტს მომენტზე ქმნიდნენ უელსელები და ორმოცდამეხუთე წუთამდე სანამ ერიკ ბაილის ანგარიშს გახსნიდა, თუ ვინმე იყო უფრო გოლთან ეს "სუონსიზე" ითქმოდა. მეორე ტაიმში შეტევაში წასული "გედების" დასჯა აღარ გაჭირვებიათ ლუკაკუს, პოგბასა და მარსიალს. საბოლოოდ მატჩი "იუნაიტედმა" მშრალი ანგარიშით 0:4 მოიგო.

რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ განთავისუფლებული პოლ კლემენტი, პორტუგალიელმა კარლოს კარვალალმა ჩაანაცვლა და საკმაოდ წარმატებულადაც, სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაამარცხეს "არსენალი", "ლივერპული" და "ვესტ ჰემი".

მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს "იუნაიტედის" ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ და საკუთარი ქვეყნის ნაკრებებში იასპარეზეს, როგორც აქამდე ტრამვების გარეშე არც ამ შესვენებას ჩაუვლია, მიღებული დაზიანებების გამო კითხვის ნიშნის ქვეშაა სკოტ მაკტომინეის, სერხიო რომეროსა და ეშლი იანგის თამაში. ტრამვას გადაურჩა პოლ პოგბა, რომელიც რუსეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში ფიოდორ სმოლოვთან შეჯახებისას დაშავდა, მაგრამ პოგბამ მატჩის ბოლომდე დასრულება შეძლო.

ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში იქნებიან ფილ ჯონსი, მარკოს როხო, ანდერ ერერა და დეილი ბლინდი, რომლებსაც ტრამვის გამო დიდი ხანია არ ეძლეოდათ მოედანზე გასვლის საშუალება. დღევანდელი მატჩი პირველი იქნება მას შემდეგ რაც უკვე ოფიციალურად, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვა ნისლიანი ალბიონი და სათამაშოდ ლოს ანჟელესში გაემგზავრა. "ჩემპიონთა ლიგიდან" გამოვარდნის შემდეგ მნიშვნელოვანი მატჩები მიმდინარე სეზონში მხოლოდ რამდენიმეღა დარჩა, ასეთია ოცდამეთორმეტე ტურის მატჩი მანჩესტერულ გუნდრბს შორის, სწორედ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად, შესაძლოა გამოყენებულ იქნას "სუონსისთან" მატჩი.

გარდა ამისა საინტერესოა შეძლებს თუ არა, უკანასკნელ პერიოდში შესანიშნავ ფორმაში შესული რომელუ ლუკაკუ საკუთარი გოლების მონაგარის ასამდე დამრგვალებას, რომელიც ოცდაოთხი წლის ასაკში უკვე არის ბელგიის ეროვნული ნაკრების საუკეთესო მეგოლე.

დღევანდელი მატჩის მთავარი არბიტრი ოცდათორმეტი წლის რობერტ მედლი იქნება, რომელსაც მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" მატჩის, მთავარი არბიტრის რანგში განსჯა პირველად მოუწევს.
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
31 მარტი 2018 12:33
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მადლობა გაჩეს სტატიისთვის
0
№2
ავტორი: gache1991
31 მარტი 2018 12:47
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მადლობა. იმდენი ხანი გაიწელა ეს სანაკრებო პაუზა ძლივს დაბრუნდა თამაშები. ძაან სიწყნარეა დღეს მოგების დღე გვაქ :) სიტის წინ უნდა გავივარჯიშოთ და მერე სიტის ეტიჰადზე. Aვამწაროთ ჩემპიონობა :))

ლივერპულთან ლიგა უწევთ და კაცმა არ იცის შეილება თავი არ შეგვაკლან ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქ.იქ მოგება ცოტა რეაბილიტაცია იქნება:)) აი გასახდელში როგორი ხმაურიანი აღნიშვნა გვექნება მერე კი ვიცი :))
0
№3
ავტორი: Svanchester
31 მარტი 2018 12:57
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მშვიდად მოპოვებულ სამ ქულას ველოდები, არმგონია მოურინიომ მეორე ადგილი ვინმეს დაუთმოს.
0
№4
ავტორი: LewisHamilton
31 მარტი 2018 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ეჰ გამახსენდა ამ სეზონში სუონსისთან გასვლაზე გამართული შეხვედრა. ეგ ჯერ კიდევ სეზონის პირველი ტურების დრო იყო, როცა გუნდი შესატევად წინ მიიწევდა მოწინააღმდეგის კარისკენ. პირველი 4-5 ტურის ფარგლებში იყო პერიოდი როცა სიტიზე მეტი გოლი გვქონდა გატანილი.. ეჰ რა დრო იყო. მერე გაეღვიძა მოურინიოს იფიქრა ეს ხომ საერთოდ არ მგავს მეო და ნელ-ნელა დავმახინჯდით და გავიხრწენით თამაშის სტილის პონტში..
კიბატონო მეც მომბეზრდა მოურინიოს ლანძღვა და ცინიკურად კრიტიკა მაგრამ მახინჯი თამაშების ყურება უფრო მეტად მოსაბეზრებელია.
ვნახოთ დღეს რას იზამს გუნდი, თუ ისევ ისე ვითამაშეთ რომ ბოლოს სუონსის ჰქონდეს ჩვენი კარისკენ 35-ჯერ დარტყმული მაგრამ ჩვენ კლასის და დე ხეას ხარჯზე 2-0 მოვიგეთ საბოლოოდ მივხვდები რო არაფერი და არავინ ამ გუნდში გამოსწორებას არ აპირებს..
0
№5
ავტორი: gache1991
31 მარტი 2018 13:04
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დღეს ვიგებთ ნოლზე. გოლი გააქ ლინგარდს:) ლუკაკუს და სანჩესს) ამ სამიდან რომელიმე ან გაიტანს ან ასისტს აკეთებს :)
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
31 მარტი 2018 16:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია სანჩესი გაიტანს, სჭირდება გოლი. ლუკაკუს მე-100-ც კარგი იქნებოდა, მაგრამ მთავარია წესიერად ითამაშონ
0
№7
ავტორი: მალხაზი
31 მარტი 2018 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ააა თამაში!..ამის ნახევარიც ეყოფოდა სევილიას!..რამ შეაშინა,რამ დააჩმორა ისეთი ტაქტიკით და ფსიქოლოგიით გამოიყვანა გუნდი!..ასეთი მანჩესტერი მიყვარს მე!..რუსები მაგარი კომენტატორები არიან ისე!..для суонси прямо так дьяволский котёл!..
0
№8
ავტორი: ikeoni
1 აპრილი 2018 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sagol bichebs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top