თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2018, 15:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1632,
კომენტარები: 7
გუნდის ნაადრევი მდგომარეობა მატჩის წინ
ფეხბურთელები ნაკრებიდან ტრავმით ბრუნდებიან.
გუნდის ნაადრევი მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ასპარეზობას შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" "სუონსის" მასპინძლობით განაახლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ "წითლების" ბევრი ფეხბურთელი იყო გამოძახებული ნაკრებში, იყო საშიშროება, რომ რომელიმე მათგანი უკან ტრავმით დაბრუნდებოდა ამხანაგური მატჩების ჩატარების შემდეგ.

ერთ-ერთი ასეთი კი არის სკოტ მაკტომინეი, რომელიც იძულებული გახდა, შოტლანდიის ნაკრების რიგები დაეტოვებინა კოსტა-რიკასთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო. სრული შეხვედრა ვერ ჩაატარა სერხიო რომერომაც, რომელიც ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩი დიეგო კოშტასთან შეჯახების შედეგად დაშავდა.

მისმა თანაგუნდელმა მარკოს როხომ კი 3 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა და მოსალოდნელია, რომ შაბათს თამაშს შეძლებს. ასევე მზად არის ანდერ ერერაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ვარჯიშები სრული დატვირთვით ჩაატარა, ფილ ჯონსი კი ინგლისის ნაკრებში ტრავმის გამო არ გამოუძახებიათ.

პოლ პოგბამ დარტყმა მიიღო რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, მაგრამ მოგვიანებით შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა და სრული შეხვედრაც ჩაატარა. იტალიასთან მატჩის მიწურულს კი ეშლი იანგმა მუხლი დაიზიანა და ვიმედოვნოთ, რომ ორივე მათგანი კარგად იქნება.

რა თქმა უნდა, ვინც დანამდვილებით ვეღარ დაეხმარება გუნდს, ეს ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელმაც კლუბი გამოიცვალა.

კარგ ფორმაში მყოფ "სუონსის" კი დააკლდებათ ანხელ რანხელი, ლეროი ფერი და უილფრიდ ბონი, ხოლო რენატუ სანჩესი თამაშს შეძლებს.

ჟოზე მოურინიო თავის პრესკოფერენციას პარასკევს გამართავს და უფრო დაწვრილებით ინფორმაციასაც გაავრცელებს.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 მარტი 2018 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Vinmem tramva ro ar miigos xo shansi araa:((
0
№2
ავტორი: gache1991
28 მარტი 2018 16:58
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რომერო მაკტომინეი გამოგვაკლდა უეჭველი დანარჩენი მგონი არავინ დაგვაკლდება.ამ ჯონსს რა მოუვიდა ამდენ ხნიანი ძაან საინტერესოა
0
№3
ავტორი: Phil Jones
28 მარტი 2018 18:09
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რროხომ ბოლოსკენ მოშნად ამოკრა 1-2 ესპანელს მაგრად ვიღადავე _)) მსაჯმა 1 წამიც არ დაამატა თორე 1-2 კკაცი დაიმტვრეოდა უეჭველი.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 მარტი 2018 18:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ამდენი ხნის უთამაშებელი როხო როგორ ფორმაშიცაა გამოჩნდა გუშინ
0
№5
ავტორი: LewisHamilton
28 მარტი 2018 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ტრავმები კიარა ნახევარი გუნდი რო ამოწყდეს სუონსის და მსგავს გუნდებს ცალი ფეხით უნდა ვუგებდეთ, მაგრამ მოურინიოს ხელში აღარ მჯერა უკვე ჩემივე სიტყვების.. სეზონი ბოლოსკენ მიდის, სუონსი სულ ახლახანს ამოვიდა ცხრილში ცოტა ზემოთ, გასავარდნი ზონის ჰაერი გამოიცვალეს და მოეწონათ მგონი. ზოგადად პრემიერლიგაში სჩვევიათ ეგეთი კალიბრის გუნდებს რო რაც მთელი ცხოვრება არ უთამაშიათ იმას სეზონის ბოლო კვირებში თამაშობენ, ხოდა მიუხედავად მათი ჯამური უსუსურობისა მაინც დიდი ყურადღება გვმართებს. დამაჯერებელი გამარჯვება მინდა რო ვნახო და არა ისეთი როცა ეს პუჭურა გუნდები კარში ოთხასჯერ გვირტყამენ და ჩვენ უბრალოდ კლასის ხარჯზე რო გავიტანთ 2 გოლს და გვიხარია..
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
28 მარტი 2018 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
იმიტო არ მევასება ეს სანაკრებო პაუზები ილეწებიან რა
0
№7
ავტორი: Svanchester
28 მარტი 2018 23:44
  • სიახლეები: 2945
  • კომენტარები: 3956
მოურინიოს ეხლა ერთი მიზანი დარჩა მეორე ადგილი ეპლში(და ის თასი). არამგონია სუონსისთან ანიავოს ქულები მაშინ როდესაც ლივერპული მოგვადგა. სალაპარაკო თემა ხო უნდა ქონდეს, რომ პრემიერ ლიგის 18 გუნდს ვჯობივართ, ჰოდა დავასრულებთ სეზონს 18 გუნდის წინ, ჩემი მოსაზრება ესეთია, უპრობლემოდ უნდა მოვიგოთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top