თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2018, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1822,
კომენტარები: 6
"იუნაიტედმა" "ხმაურიან მეზობლებს" აჯობა
კლუბს ვუნდერკინდი შეუერთდება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტის" პოლონელი ვუნდერკინდი მცველის, ლუკაშ ბეიგერისთვის ბრძოლაში აჯობა.

"იუნაიტედმა" 16 წლის შეძენა ჯერ კიდევ აგვისტოში გადაწყვიტა, როცა ბეიგერი აკადემიას ეწვია, ტრანსფერი კი იანვარში იქნა შეთანხმებული.

პოლონეთის 16-წლამდელთა ნაკრების წევრი "ლეხ პოზნანის" აკადემიის აღზრდილია და ეროვნულ ნაკრებში დებიუტი სექტემბერში ჰქონდა. ბეიგერი ნომინალურად ცენტრალური მცველია, მაგრამ მარჯვნივაც შეუძლია თამაში.

სექტემბერში "იუნაიტედმა" თავის სკაუტთა სისტემას პიოტრ სადოვსკი შემატა, რომელიც მანამდე სწორედ "ლეხ პოზნანში" მუშაობდა და საგულისხმოა, რომ მისი პირველი აღმოჩენა სწორედ ლუკაში იქნება.

"იუნაიტედის" აკადემიაში ნიკი ბატის თაოსნობით დიდი გადაწყობები მიმდინარეობს და 2016 წლის თებერვალში ბრაიან მაკკლერის ნაცვლად ბატის მისვლის შემდეგ გუნდს ისეთი ახალგაზრდები შეუერთდნენ, როგორებიც ტაჰიტ ჩონგი, ლი ო'კონორი, ნიშან ბარკერტი, მილენ ბაარსი, ჯოშუა ბოჰუი, ალიუ ტრაორე და არნაუ პუიგმალი არიან, მათ რიცხვს კი მალე პოლონელიც შეუერთდება.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
28 მარტი 2018 14:56
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რავიცი უკვე აღარ მჯერა ასე რომ იწერებაა, იმდენზე დაიწერა და ითქქვა და რეალურად მესი-რონალდო არ ჩანს, ამ კონკრეტულზე არ ვამბობ მცველი თუა, ისე უბრალოდ. მე გომესის თამაში მომეწონა და იმედია ბოლო ტურებში შანსი მიეცემა ყველაფერი რომ გადაწყდება.
0
№2
ავტორი: LASHQARA
28 მარტი 2018 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ფულემიდან წამოიყვანეთ ნამდვილი ვუნდერკინდი Ryan Sessegnon love am
0
№3
ავტორი: ikeoni
28 მარტი 2018 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Vnaxot gamochndeba Ra talantia
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 მარტი 2018 18:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იქნებ რეზერვებს ეშველოს რამე ძაან მოუკლეს, აკადემიას კიდე არაუშავს
0
№5
ავტორი: gela-manchesteri777
28 მარტი 2018 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ვნახოთ რას იზავს
0
№6
ავტორი: Svanchester
28 მარტი 2018 23:40
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
წარმატებები 16 წლის "ვუნდერკინდს". პერსპექტიული მომავალი თაობა საჭიროა, თაობათა ცვლა გრძელდება ღირსეული ჩანაცვლება კი საჭიროა გუნდის წარმატებული ასპარეზობისთვის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top