თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2018, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1486,
კომენტარები: 5
მორიგი ცვლილებები UEFA-ს წესებში
სატრანსფერო ფანჯარა დამატებით მნიშვნელობას იძენს.
მორიგი ცვლილებები UEFA-ს წესებში
UEFA-ს საკლუბო ტურნირების ახალი სამწლიანი წიკლის მომდევნო სეზონის დაწყებასთან ერთად წესებში ცვლილელებიც შევა.

წესებში მომხდარი ცვლილებები შეეხება ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და UEFA-ს თასის ტურნირებს და ძალაში შევა მომდევნო სეზონიდან:

- 2018/19 წლების სეზონიდან პლეი-ოფის მატჩებში გუნდებს უფლება მიეცემათ, მეოთხე ცვლილება გააკეთონ შეხვედრის დამატებით ტაიმში. ეს არ მოახდენს დანარჩენ სამ ცვლილებაზე გავლენას.

- UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალებში, ისევე, როგორც UEFA-ს თასის მატჩში, გუნდებს უფლება მიეცემათ, 18-კაციანი განაცხადის ნაცვლად 23-კაციანი განაცხადი წარადგინონ და სათადარიგოთა სკამზე შვიდის ნაცვლად 12 ფეხბურთელი გაამწესონ - ეს კლუბის მწვრთნელებს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის უფრო მრავალრიცხოვანი არჩევანის გაკეთების უფლებას მისცემს.

- გარდა იმისა, რომ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს კლუბის გამოცვლა შეუძლიათ, მომდევნო სეზონიდან კლუბებს ასევე მიეცემათ უფლება, სამი ახალი ფეხბურთელი დაარეგისტრირონ ტურნირზე ყოველგვარი აკრძალვის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ კლუბის ახალწვეულს ისევე შეეძლება ახალი გუნდის მაისურით თამაში ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც ამას შიდა ჩემპიონატში აკეთებს.

წყარო: UEFA.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 მარტი 2018 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Bolo cvlileba momewona gansakutrebit
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
28 მარტი 2018 13:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მივესალმები ყველა ცვლილებას, ზამთრის ტრანსფერებსაც აზრი მიეცემა
1
№3
ავტორი: LASHQARA
28 მარტი 2018 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კარგია უფრო მრავალფეროვანს და სანახაობრივს გახდის ფეხბურთს love am
0
№4
ავტორი: gela-manchesteri777
28 მარტი 2018 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
კაია
0
№5
ავტორი: Svanchester
28 მარტი 2018 23:38
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სიახლეები და ცვლილებები საჭიროა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top