თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2018, 21:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1731,
კომენტარები: 9
"იუნაიტედში" სანჩესის ირგვლივ სიტუაცია დალაგებულია
ჩილელი ფეხბურთელი "იუნატედში" თავს კარგად გრძნობს.
ხმამაღალი განცხადებები გავრცელდა ბრიტანულ პრესაში "იუნაიტედის" ჩილელი ფეხბურთელის ალექსის სანჩესის ირგვლივ. კერძოდ, Daily Mail- მა გაავრცელა ინფორმაცია თითქოს სანჩესი "იუნაიტედში" განდეგილივით იქცევა, კონტაქტში არ შედის ფეხბურთელებთან და გასახდელშიც მარტოსული ადამიანის ელფერი დაჰკრავს.

წყარომ იმაზეც ისაუბრა, რომ ჩილელი საჭმელსაც კი სხვებისგან განცალკევებით მიირთმევს. დღეს გავრცელებული ცნობით კი ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და ალექსისის მარტოობის მიზეზი სინამდვილეში სხვა რაღაც არის.

სანჩესი "იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზა "კარინგტონზე" რეგულარულად რჩება მარტო. ყოველდღიური გეგმიური ვარჯიშების შემდეგ ის დამატებით ნახევარი საათის განმავლობაში ვარჯიშობს, ხოლო ამ დროს კი დარტყმებში სავარჯიშოდ იყენებს.

ამ ყველაფრის შემდეგ "წითლების" შვიდიანი საშხაპეში შედის, ამ დროს კი მის თანაგუნდელებს ეს პროცედურები გავლილი აქვთ, საკვებიც მირთმეული აქვთ, და სახლისკენ მიემართებიან. სწორედ ამიტომ სანჩესს ამ ყველაფრის გაკეთება ბაზაზე მარტო უწევს.


წყარო: ukrainefootball
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 მარტი 2018 21:48
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
გოალზე წავიკითხე ეგ სტატია, თითქოს სანჩესი თავს მარტოსულად განმარტოებულად და განდეგილად გრძნობს იუნაიტედში, მარტო ჭამს, მარტო შედის საშხაპეში და კიდევ ბევრი რამ, არ ვიცი იქ რა ხდება მაგრამ კაცი დამატებით თუ ვარჯიშობს და შემდეგ შედის მარტო საშხაპეში და მერე ჭამს, ბუნებრივია ამ დროს სხვა შემადგენლობა უკვე სახლისკენ მიდის და მას მარტო უწევს ამ ყველაფრის კეთება ეს ხო ლოგიკურია. პრესა კარგ ზღაპრებს იგონებს. "სანჩეს განდეგილი" გაჩითეს ))
0
№2
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2018 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ras agar weren raa erti ritac aris ukmayofilo Es satamasho formaa da amas tvitonac idzaxis
0
№3
ავტორი: Phil Jones
26 მარტი 2018 23:36
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე სხვები რას მიკეთებენ დამატებით რო არ რჩებიან? ზოგს პესი აქვს სათამაშო, ზოგს სელფები გადასაღები და ზოგს თმები შესაღები, მე რაც ფეხბურთს ვუყურებ და რამდენი ვარსკვლავიც მინახავს ვინც იყო წარმატებული ყველაზე ეგრე იწერებოდა რო დამატებით რჩებიან და ვარჯიშობენო, ხოდა ასე თუა მართლა მაშინ 100% ვეთანხმები იმას რო გამოსდის თუ არ გამოოსდის სულ ძირითადში აყენებს მოურინიო, ასეთ რამეებს მე რო ვიყო მწვრთნელი მეც დავაფასებდი და სულ დავიკიდებდი ვიღაცის კაი სახელს და ა.შ.
1
№4
ავტორი: gaga1987
27 მარტი 2018 07:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ტვინი მოხნეს უკვე რა.აცადონ ჯერ და ჩადგება ფორმაში.
0
№5
ავტორი: JuanMata
27 მარტი 2018 09:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამაზე მეც წავიკითხე, არ ვიცი შიგნით პირადი ურთიერთობა დალაგებულია თუ არა, მაგრამ ერთი რასაც ვხედავ, სანჩესმა შეტევაში დისონანსი შემოიტანა.

1) ამოაგდო რეშფორდი/ მარსიალი, რომლებიც მონაცვლეობით კარგად თამაშობდნენ.
2) ფლანგზე არ ჩერდება და ცენტრისკენ იწევს, იქმნება იგივე სიტუაცია, რაც მარჯვნივ გვაქვს, მარჯვენა ფლანგის პრობლემას თუ აგვარებს ასე თუ ისე ვალნესიას ჩართვები, მარცხნივ ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ. თანაც მარჯვენა ვინგერი არ გვყავს და მატას ცენტრში შეწევა, ლინგარდს და პოგბას უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს.

ლექსისი, გარდა იმისა რომ შეტევას არ წელავს მარცხნივ, პოგბას პოზიციაზეც გადადის მარცხენა შემტევ ნახევარმცველად, აშკარად ჩანს თამაშებში, რომ გუნდი დაბნეულია, როცა 3 კაცი იყრის 10-იანია პოზიციაზე თავს.

ფაქტია, რომ ალექსისი მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ ჟოზემ თავის ტაქტიკაში ნორმალური ადგილი ვერ მოუძებნა, არც ინდივიდუალური თამაშით ბრწყინავს.

არ ვიცი მომავალში როგორ იქნება, მაგრამ ახლა ვერ ვხედავ სანჩესის ადგილს. ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი რჩება მარჯვენა ვინგერად გამოყენება, დარწმუნებული ვარ რეშზე და მარსიალზე უკეთ გამოუვა, თან თავისუფლებაც ექნება, მარჯვნიდან პოგბას პოზიციას არ შეეცილება და ფლანგზე ვალენსია დააღვევს.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
27 მარტი 2018 11:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რას აღარ წერენ ეს გაზეთები, როცა უნდათ ჭრიან და როცა უნდათ კერავენ
0
№7
ავტორი: gela-manchesteri777
27 მარტი 2018 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
მაგარი შიგ აქ ამ პრესას
0
№8
ავტორი: LewisHamilton
27 მარტი 2018 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
კაროჩე ამ პრესას მეტი საქმე აღარ აქვს, ეხლა იმის გამოკვლევა დაიწყეს ვისთან ერთად შედის სანჩესი საშხაპეში და ვისთან ერთად იკვებება ბაზაზე.
არ დავმალავ და დიდი ენთუზიაზმით არ ვუყურებთი თავიდანვე ამის ტრანსფერს. კი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია მაგაზე არავინ დაობს მაგრამ რაღაც დისონანსი გააჩინა კლუბში ამის გამოჩენამ. სკამზე ხომ ვერ დასვამ სანჩესს ხოდა სხვები და ჯამში მთელი გუნდი ზარალდება. ლოგიკურად თუ შევხედავთ მოვიყვანეთ მხითარიანის სანაცვლოდ რომელიც მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, ხოდა იდეაში თუ ერთადერთ მარჯვენა ფლანგელს უშვებ ვიღაცის სანაცვლოს ესეიგი ეგ ვიღაც იგივე ფლანგზე უნდა დასვა ხო? მაგრამ ნუ მილიარდი პროცენტით რო ვიყავი დარწმუნებული რო ეს ხისთავიანი მოურინიო ამას მარჯვნივ არ დააყენებდა მაგიტომაც არ მიხაროდა დიდად. ვერც რეშფორდი და ვერც მარსიალი მარჯვნივ იმის ნახევარსაც ვერ თამაშობენ რასაც მარცხნივ ხოდა ეგ ორივე ეწირება ახლა სანჩესს, რომელიც წესიერად მარცხნივაც არ თამაშობს და სულ ცენტში მოიწევს. მოკლედ რო მოაქვს თავი დიდ ტაქტიკოსად და სტრატეგად ამ მოურინიოს ჯერ ის დაგეგმოს უკეთ ვინ სად უნდა დააყენოს რო საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. მაგაში უნდა იყოს მწვრთნელის "გენიალურობა" თორე მეტი რა მოეთხოვება. იგივე ლოგიკით დააყენოს მაშინ ლუკაკუ კარში და ცხრაას გოლს რო გაუშვებს ვთქვათ რო მწვრთნელია გუნდში ავტორიტეტი და თუ ფეხბურთელს არ აწყობს მაშინ დაახვიოსო. მოკლედ ამ ადამიანმა უკვე საკმარისი დრო გაატარა კლუბის სათავეში და რაც ყველაზე მეტად შესამჩნევია ისაა რომ ფეხბურთელებს ვერ არგებს საკუთარ დებილ ტაქტიკას და შესაბამისად ფეხბურთელებიც უკმაყოფილებას განიცდიან როცა ვერ ავლენენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს...
1
№9
ავტორი: dzia_David
27 მარტი 2018 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ეს ჟურნალისტების ნათითხნი ისტორიები ნაკლებად მანაღვლებს მაგრამ ერთი რაზეც ვთანხმდებით ყველა ალბათ ისააა რო ეს კაცი უნდა დადგეს მარჯვნივ. მარცხნიდან მარსიალს და რეშფორდს დიდი დრო მიეცეთ, მე ჟოზეს ადგილას რეშფორდს 9იანზეც ხშირად მივცემდი შანსს. ეს კაცი კიდე იდგა ბარსაშიც ამრჯვნიდან და ვიცით რაც შეუძლია, როგორც შეუძლია.. მოკლედ რეშის და მარსიალის განვითარების შეფერხებებს რო ვხედავ ისე ვნერვიულობ ხოლმე ესპანეთში სათამაშოდ წასული ჩემი ძმა რო ჩამოვიდა და აექ კორპუსის ეზოში ტაიგერი კეტებით რო დაიწყო ისევ თამაში მაშინ არ მინერვიულია ესე :;დდდ ;დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top